დუტა სხირტლაძის საოცარი სახლი - ცოლის მიერ მოხატული ეზო და ულამაზესი სამკაულები

 დუტა სხირტლაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. მას საკმაოდ ნიჭიერი მეუღლე ჰყავს - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც პროფესიით კოსტიუმების დიზაინერია და თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში უმუშავია. ბოლო წლებში კი მან საოცარი სამკაულების გაკეთება დაიწყო. ძვირფასი ლითონების და ქვების გამოყენებით ის მართლაც ძალიან ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნის, რომელთაც უკვე ბევრი იცნობს.

შემოქმედი მეუღლის ხელი დუტას სახლის ეზოსაც ეტყობა - მცხეთაში მათი სახლის ეზო ძალიან ფერადოვანი და მხიარულია. ქალბატონ მარინას სულ მოუხატავს იქაურობა - სკამები, მაგიდა, ჩიტის ბუდე.

დუტა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს თავისი ცოლის ნამუშევრებს. შეგიძლიათ, მათი შესანიშნავი ეზოს და მარინა ნაცვლიშვილის სამკაულების ფოტოები დაათვალიეროთ.

კომენტარები

მარინა 2020-10-21 13:35
ძალიან ლამაზია ყველაფერი,განსაკუთრებით-სამკაულები.შეძენა თუ შეიძლება?
მედეა ლომიძე 2020-10-20 10:16
მინდა რომ ბედნიერები და ჯამრთელები იყვნენ მის ლამაზ სახლ კარში. დუტა ეკრანიდან ძალიან კეთილშობილი და საყვარელი ადამიანია. და ძალიან მომწონს ასეთი მოფუსფუსე და ენერგიული ოჯახი. ოჯახი ძლიერი ქალით ძლიერდება. და მე საერთოდ მინუსებსარ ვეძებ. მთავარი ლააზი ოჯახია. გაიხარონ მრავალჟამიერ.
liza 2020-05-21 14:46
ნაცვლიშვილების გენეტიკა ისეთია, თემო ისეთი ნამდვილი ვერელი კოლორიტი იყო სხვანაირად მისი მოდგმა არც სეიძლება იყოს
nini 2018-09-19 09:17
zalian sakvareli ckvilia
მეზობელი 2018-09-14 21:58
ეზო არ მინახია,მაგრამ ჭიშკარს და ღობეს,რომ მიხედავდეს კარგი იქნება.რა არის ეს ცისფერი სამიანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები