ზემო რაჭის ულამაზეს სოფელ გონას ხშირად პატარა შვეიცარიას უწოდებენ. ამ სოფლის ფოტორეპორტაჟები ინტერნეტსივრცეს იპყრობს, თუმცა ყველა მათგანი ზაფხულშია გადაღებული - მაშინ, როცა ყველაფერი ხარობს და ლამაზია. დღეს კი ზამთრის გონას გაჩვენებთ. "გონაში ახლახან გასვლით სამუშაოზე ვიმყოფებოდი. გული მეტკინა, ყველა ზაფხულში მიდის და მხოლოდ მის სილამაზეს აფიქსირებს. აბა, ახლა ნახონ, როგორაა დაცლილი და მოწყენილი.... ახლა იქ ერთადერთი ოჯახი, საპენსიო ასაკს მიღწეული ცოლ-ქმარი, ირინა და გია გობეჯიშვილები ცხოვრობენ. შვილები წამოსულები არიან. საცოდაობაა ასეთი სოფლის ასეთი ყოფა", - ამბობს ონის მცხოვრები ლია ბურდილაძე.
2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი. მას შემდეგ, რაც აქაურობა დაიცალა, მოსახლეობამ სოფელი საზაფხულო საცხოვრებლად და საძოვარ-სათიბად აქცია...
სახლი, სადაც სოფელში დარჩენილი ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს
კომენტარები