ამ მცენარის შესახებ ალბათ გსმენიათ, თუმცა ის, თუ კონკრეტულად რისთვის არის სასარგებლო და რომ მისი შინ მოყვანა-გახარებაც შეიძლება, ნაკლებად არის ცნობილი ფართო მასებისთვის.
ჟენშენი (ლათ. Panax ginseng, სიცოცხლის ფესვი, სიტყვასიტყვით - ადამიანი-ფესვი) მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარეა არალიისებრთა ოჯახისა. ფესვი მთავარღეძიანია, ხორცოვანი, მოთეთრო-ნაცრისფერი ან მოყვითალო, მცირედ დატოტვილია და ადამიანის სხეულს ჰგავს.
ველური ჟენშენი იშვიათი რელიქტური მცენარეა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის უკაფავ ფართოფოთლოვან-წიწვოვან ტყეებში. ხარობს ფხვიერ, კარგად დაწრეტილ, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგზე. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი მწიფს აგვისტო-სექტემბერში. ველური ჟენშენი ძალიან ნელა იზრდება, ზღვრული ასაკი 100 წელს
და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
კულტურული შედარებით სწრაფად იზრდება და უფრო ძლიერ ფესვებს ივითარებს.
ჟენშენს ადრე გაზაფხულზე თესავენ სანერგეში, ხოლო შემოდგომაზე, როდესაც მცენარე ვეგეტაციას ამთავრებს, გადააქვთ ღია გრუნტში (მუდმივ ადგილზე) და რგავენ კვლებში. მცენარის კვების არე არ უნდა იყოს 20×25 სმ-ზე ნაკლები. პლანტაციის მოვლა გულისხმობს სისტემატურ მარგვლას, გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, ბრძოლას მავნებლებსა და დაავადებებთან, მორწყვას ცხელ და მშრალ ამინდში და სხვა. 5-8 წლიანი მცენარის ფესვებს პრაქტიკული დანიშნულებისათვის იყენებენ ვეგეტაციის ბოლოს, ხოლო თესლს - 3-4 წლის შემდეგ.
როგორ გავახაროთ
ჟენშენის გახარებისა და მოყვანის პირველი მცდელობები შორეულ აღმოსავლეთში ფიქსირდება, დღესდღეობით კი იგი თითქმის ყველგან მოჰყავთ. ჟენშენის მოყვანისა და გახარების საიდუმლო მისთვის სასურველი მიკროკლიმატისა და განათებით გამოიხატება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტენოანობა. ტენიანობის მკვეთრი ცვალებდობა ამ მცენარეზე დამღუპველად მოქმედებს, მისი ოპტიმალური მაჩვენებელი 70-80 % უნდა ოყოს.
2 წილი ფხვიერი მიწა, 1 წილი ფოტლების ნეშომპალა, 1/2 ხის ლერწამი და1 /2 ½ წილი უხეში ქვიშა. ამ ნაზავს, თითო სათლს უმატებენ 2 სუფრის კოვზ ხის ნაცარს. ფოთლის ნეშომპალის მოსამზადებლად შემოდგომით აგროვებენ ფოთლებს, უხვად ასხამნე წყალს და პერიოდულად კარგად ურევენ, რატა ლპობის პროცესი დააჩქარონ. ზაფხულობით ამ ნეშომპალას ამდიდრებენ მიკროელემენტებით და სასუქით ოთახის მცენარეებისთვის.
ხის ლერწამში გადარეულ ფოთლის ნეშომპალას ჟენშენის ნიადაგის ზედა ფენად იყენებნ.
ჟენშენის დასათესად უნდა მოვამზადოთ ზოლი არა უმეტეს 1,2მ-ისა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. სიღრმე უნდა იყოს დაახლოებით 20 სმ. სასურველია დრენაჟის გაკეთებაც უხეში ქვიშით. ამის შემდეგ ავსებენ თითოულ სიღრმეს წინასწარ მომზადებული ნიადაგით და ზედაპირს ასწორებენ. ნიადაგით ამოვსებიდან 10-14 დღის შემდეგ ატარებენ პროფილაქტიკურ სამუშაოებს და ნიადაგს 40 %-აინი ფორმალინით ამუშავებენ.
ჟენშენი მხოლოდ თესლით მრავლდება, ის რბილობს უნდა მოაშოროთ. 3-4 დღე უნდა დაალბოთ სველ ქვიშაში, მერე კარგად უნდა გარეცხოთ და კიდევ 24 საათით დატოვოთ ქვიშაში. ამის შემდეგ ისევ კარგად რეცხვაენ სიტოში და ისევ ქვიშაში ათავსებენ, (ერთი წილი თესლი და სამი წილი ქვიშა), ათავსებენ ხის ყუთში, ახურებენ ხის თავსახურს და რგავენ მიწაში 30-40 სმ სიღრმეში. თვეში ერთხელ ამ მასას ასველებენ. ასეთ მდგომარეობაშო თესლი 1 წელი უნდა იყოს. თესლი ნიადაგში აგვისტოში თავსდება და შემოდგმოთ, როგორც წესი, ის იძლევა ნაყოფს.
დათესვამდე თესლს რეცხავენ მარგანეცის ხსნარში და ანიავებენ ჩრდილში რამდენიმე საათის განმავლობაში. მარგანეცის ხსნარი უნდა იყო 0,5 პროცენტიანი.
სიცივეების დაწყებამდე ზოლებს, სადაც დათესილია ჯენშენი, ფარავენ ფოთლებით. დაახლოებით 10 სმ ფენით. გაზაფხულზე, როდესც იწყება თბობის პროცესი, ამ ფოთლებს აშორებენ. ასევე ნათესი უნდა მოიჩრდილოს. ნათესი პერიოდულად უნდა გაფხვიერდეს და უნდა დატენიანდეს.
ნათესის გადარგვა კი ხდება ოქტომბერში, მცენარის მიწის ზედა ნაწილის გახმობისას. ამოთხრილ ფესვებს რიგ-რიგობით ალაგებენ ემალის ჭურჭელში. ჭურჭლის ძირზე დაფენილი უნდა იყოს სველი ნაჭერი ან ხავსი. თავზეც სველ ტილოს აფარებენ. გადარგვასაც იმავე დღეს ახორციელებენ. ჯერ ფესვებს 3-5 წუთის განმავლობაში აჩერებენ მარგანეცის ხსნარში. შემდეგ კარგად რეცხავენ და 10-15 წუთის განმავლობაში აშრობენ.
სამკურნალო საშუალება
ფესვი იწონის 400 გრამს. მისგან დამზადებულ პრეპარატებს (სპირტიანი ნაყენი, ფხვნილი, ტაბლეტი) იყენებენ მედიცინაში. მისი გამოყენება ამ სიცოცხლის ფესვის მატონიზებელ უნარს მიეწერება. ეს მცენარე მართლაც სასიცოცხლო ენერგიასთან ასოცირდება და ამიტომაც უწოდეს ჩინელებმა “სიცოცხლის ფესვი”.
ჟენშენის ფესვში 100-მდე აქტიური ნივთიერება მოიპოვება, რომლებიც მეტად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე.
მას აქვს მატონიზებელი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, მასტიმულირებელი ეფექტი. აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას.
როგორც გითხარით, მას აქტიურად გამოიყენებენ მედიცინაში. მაგალითად, ციმბირული ჟენშენია გამოყენებული ცნობილი ბრიტანული ბრენდის "ვიტაბიოტიქსის" მამაკაცებისთვის განკუთვნილ ვიტამინების კომპლექს "ველმენში". ჟენშენს ხშირად "ადაპტოგენსაც " უწოდებენ, რაც ნიშნავს ნაერთს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს და ზრდის მის რეზისტენტულობას ყოველდღიური სტრესის მიმართ.

კომენტარები