რატომ არ შეიძლება პურის ან საფულის გადაგდება - 6 ნივთი, რომლის გადაგდებისას ფრთხილად უნდა იყოთ


თანამედროვე სამყაროში ადამიანები ძალიან ადვილად ამბობენ უარს არასაჭირო ნივთებზე, თუმცა ძველად ასე როდი იყო.
ზოგიერთი წესის მიხედვით, ზოგიერთი ნივთის გადაგდება საერთოდ არ შეიძლებოდა, მით უმეტეს, მისი სხვა ადამიანისთვის გადაცემა ან ჩიტების ხელში მოხვედრა. ადამიანები, რომელთაც სჯერათ ცრურწმენების, ამ წესს დღესაც მკაცრად იცავენ.
რამდენად დასაჯერებელია ეს მეცნიერულად აუხსნელი ფაქტები, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ამ წესებს დღემდე ითვალისწინებენ.

თმები და ფრჩხილები

ეს ჩვენი ენერგეტიკის გასაღებია. ეს ნივთები შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად. ხალხური გადმოცემის თანახმად, შესაძლოა ჩიტებმა ადამიანის თმებისგან
გააკეთონ ბუდე, ამ შემთხვევაში თმის პატრონს მუდმივად შეაწუხებს თავის ძლიერი ტკივილები.

პური

პური ოდითგანვე ოჯახის კეთილდღეობის და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა და მისი გადაგდება არაფრით არ შეიძლებოდა. ეს მოსაზრება დღემდე არსებობს და ადამიანები, წინაპრების პატივისცემის ნიშნად, ერიდებიან პურის გადაგდებას.

მარილი

ეს არის სიცოცხლის, ოჯახური ბედნიერების სიმბოლო. მარილის საშუალებით შესაძლოა ადამიანს უმკურნალო ან პირიქით, მიაყენო გარკვეული ზიანი. მარილის გადაყრით ადამიანი შესაძლოა დაემშვიდობოს საკუთარ კეთილდღეობას. ამიტომ მარილის გადაყრის დროს ფრთხილად იყავით.

რელიგიასთან დაკავშირებული ნივთები


ხატები, ჯვრები, რელიგიური ნივთებია, რომელსაც დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ადამიანები ადრეც და ახლაც, ეს ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც დაცვა სჭირდება.

ფოტო

ფოტო ძალიან ბევრ ინფორმაციას ინახავს იმ ადამიანზე, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი და პირდაპირი დამაკავშირებელია ამ ადამიანს ენერგეტიკასთან. ფოტოს მეშვეობით ყველაზე გამოუცდელ მაგსაც კი შეუძლია ადამიანის ბიოველის დაზიანება.

საქორწინო კაბა და ფატა


არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქორწინო კაბის ან ფატის გადაგდება, მით უმეტეს, დაწვა. ეს შესაძლოა ძალიან ნეგატიურად აისახოს წყვილის ცხოვრებაზე, მათ სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე.

საფულე


სანამ ძველი საფულის გადაგდებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, რამდენჯერ შეგინახავთ მასში ფული. ამ აქსესუარს დიდი კავშირი აქვს ადამიანის ენერგეტიკასთან, ამიტომ მასთან სიფრთხილეა საჭირო.

საათი

განსაკუთრებით სახიფათოა იმ საათის გადაგდება, რომელიც ახლობლის ნაჩუქარია. ამით შესაძლოა გამოიწვიოთ კონფლიქტები და გაუგებრობები ოჯახში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები