შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ნივთების შენახვა

მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ეზოთერიკოსები.
როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ოჯახის წევრებს უჩნდებათ კითხვა - შეიძლება თუ არა მისი ნივთების შენახვა. ბევრი ოჯახი არ არის მზად, გასცეს საყვარელი ადამიანის ნაქონი ნივთები. შეიძლება კი?

ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ სამოსი, რომელშიც გარდაიცვალა ადამიანი, უმჯობესია დაიწვას, მისი ნაქონი ნივთები კი ღარიბებს დაურიგდეთ. სამახსოვროდ შეიძლება დაიტოვოთ წვრილმანი ნივთები, რამდენიმე ცალი.
კარგი იქნება, თუ დატოვებულ ნივთებს გარეცხავთ, გაავლებთ წყალში. ეს უნდა გაკეთდეს გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის სული საბოლოოდ განისვენებს.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ საათი
ჩერდება ადამიანის გარდაცვალების დროს, ეს ენერგეტიკული კავშირის მაჩვენებელია. ამ დროს საათის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ადამიანთან ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გქონდათ.

რაც შეეხება გარდაცვლილის საწოლს, თუ ადამიანი მასზე გარდაიცვალა, ეს საწოლი გაჟღენთილი იქნება უარყოფითი, ნეგატიური ენერგიით. თუ გადასაგდებად არ გემეტებათ, მაშინ უნდა აკურთხებინოთ.
არც გარდაცვლილის ფოტოების გამოფენა ღირს მთელ სახლში, ამ დროს ნეგატიური ენერგია ვრცელდება. შესაძლოა ფოტოებმა ოჯახის წევრების თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს. საკმარისია ერთი ფოტო და მის დაკიდებასაც აქვს გარკვეული პერიოდი.
რაც შეეხება ძვირფასეულობას, ის ჯობია მარილიანი წყლით გაირეცხოს და ისე შეინახოთ ან მოიხმაროთ.

კარგი იქნება თუ 40 დღის შემდეგ სახლს აკურთხებინებთ. გარდაცვლილი ადამიანის ნივთები ერთ ყუთში მოათავსეთ და ნაკურთხი წყალი აპკურეთ.

კომენტარები

ნინო 2023-08-02 13:15
ურწმუნო ადამიანი რას არ დაწერს. თუ ღმერთის გწამთ რა შუაშია იქ სატოლი და პულოვერი? სად უწერია უფალს ნივთების შიში ენერგეტიკა არის სანთელი და ლოცვები ილოცეთ და ეცადეთ უფალთან იყოთ და არა მაჯლაჯუნებთან. რა გჭირთ ხალხნო უფალზე ძლიერი არავინაა
nana 2023-07-29 17:26
მამა რომ გარდაიცვალა 27 წლის წინ მე ვიწექი მის საწოლში, არ ნაკურთხი წყალი ადამიანო კაცი გარდაიცვალა კი არ გაიხრწნა საწოლში,ეხლა დედაჩემი წევს უკვე 15 წელია იმ საწოლში და კი მიუკაკუნა 91 წელს ბედნიერად და არც ავადმყოფობს დღემდე,მორჩით ამ სისულელეებს
მაშა 2023-07-29 10:43
დახურეთ მუზეუმები!!!
ნინი 2023-07-28 15:10
რას გვერჩით ხალხნო.ისედაც ყოველდღიურობა ისე სანერვიულოა. ხოდა რაც გავაკეთეთ 10 წლის წინ ახლა უნდა ვინერვიულით თურმე არასწორად მოვიქეცით????
ეზო 2023-07-28 01:44
???? :)))))) შეიძლება ოღონდ რჩჩილის საწინააღმდეფო საშუალებასთან ერთად. რა გვეშველებაააა. ვერ ამოვდივართ უვიცობიდან....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები