უჩარჩოო მეფუტკრეობა საგარეჯოში - „ადამიანს სკასთან მისვლა მხოლოდ თაფლის ამოსაღებად სჭირდება“

საგარეჯოში მცხოვრები ნიკოლოზ ოსიყმიშვილი ფუტკარს განსხვავებული ტექნოლოგიით ამრავლებს. ის ფუტკარს ბუნებრივ პირობებს უქმნის და სკაში ჩარჩო და ფიჭა არ შეაქვს. როგორც ნიკოლოზ ოსიყმიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მის მიერ დამზადებულ სკებში ფუტკარი ფიჭას თვითონვე აკეთებს და გარედან პარაფინიანი ფიჭის შეტანა არ უხდება, შედეგად კი ფუტკრის მიერ დამზადებული თაფლი 100%-ით ნატურალურია.

„ფუტკარს თაფლის დასამზადებლად ჩარჩო საერთოდ არ სჭირდება. ზედმეტი უცხო საგანი სკაში, ჩარჩოები და ა.შ. შესაძლოა ფუტკრის დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ახლა მეფუტკრეებს სკებში ნაყიდი ფიჭა შეაქვთ, რომელიც რეალურად ფიჭა არ

არის, 90%-ზე მეტი პარაფინია, ანუ ნავთობპროდუქტი. რა თქმა უნდა, პარაფინიან ფიჭაში გაკეთებული თაფლი ნატურალური ვერ იქნება. მე სკებს ვამზადებ, რომელშიც არც ჩარჩოებია და არც ფიჭა შემაქვს, თვითონ აშენებს ფუტკარი ფიჭას და მერე შიგ დებს თავისივე თაფლს. ბუნებრივ პირობებში არიან. ადრე ხომ ასე იყო, ფუტკარი ფუღუროში შეფრინდებოდა და იქ აშენებდა ფიჭას, აკეთებდა თაფლს, ადამიანი ხომ არ სჭირდებოდა? ფიჭის უჯრედის ზომასაც აქვს მნიშვნელობა, ფუტკრის მიერ დამზადებული ფიჭის ზომა უფრო მსხვილია, ფუტკარიც უფრო მსხვილი იბადება. თან ფიზიოლოგიითაც განსხვავებულია მათგან, ვინც პარაფინიან ფიჭას იყენებს. მათთან იმუნური სისტემა არ მუშაობს და ფუტკრები ავადმყოფობენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეფუტკრემ.

54 წლის ნიკოლოზ ოსიყმიშვილი პროფესიით ინჟინერია. მისი თქმით, მეფუტკრეობით დაახლოებით 2 წლის წინ დაინტერესდა. შესაბამის ლიტერატურის გაცნობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანი თაფლის წარმოების პროცესში ზედმეტად ერევა. ოსიყმიშვილის თქმით, მისი ტექნოლოგიით ფუტკრის მოშენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ამისთვის სპეციალური ცოდნა არ არის საჭირო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

გიორგი 2020-01-29 16:38
არაადეკვატური პიროვნებაა ბატონი ნიკოლოზი. შენიშვნას და კრიტიკას ვერ იტანს და ყოველთვის შეურაწყოფაზე გადადის. ამიტომაა რომ ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც ვერასდროს წაიწევს მისი მეთოდიკა წინ, სხვა ბევრი მიზეზებით თუნდაც.
Rolando&eka 2016-11-22 11:37
. ikneb misamarti mogvcerot.an tel.nomeri. cinascar madlobas gixdit.
Rolando&eka 2016-11-22 11:32
Rigor dagikavshirdet?
nestani 2016-07-13 16:46
rogor dagikavshirdet?momwons meputkreoba,yidva minda magram damwyebi var da movlas maswavlit?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები