პროფესორი, რომელმაც ბებიის სურვილის ასასრულებლად ქალაქი დატოვა და ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა მოაწყო

პრო­ფე­სო­რი უჩა ჩი­ქო­ვა­ნი ამ ეტაპ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას მარ­თა­ლია აღარ ეწე­ვა, თუმ­ცა თა­ვის მა­მულს, სო­ფელ გორდში (ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) აქ­ტი­უ­რად უვ­ლის. ქა­ლა­ქის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და.
გორ­დი ცნო­ბი­ლი სო­ფე­ლია. ის სამი მხა­რის - იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლო­სა და ლე­ჩხუ­მის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. სო­ფე­ლი და­დი­ა­ნე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ით და ტყე-პარ­კი­თაც არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, იმე­რულ სო­ფელ­ში, და­დი­ა­ნე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა კი­თხვას ნამ­დვი­ლად აჩენს, რა­საც თა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი ახ­სნა ჰქო­ნია. 1704 წლი­დან სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის - და­დი­ა­ნის ტი­ტულს გორ­დე­ლი აზ­ნა­უ­რის, კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი ფლობ­და. იმე­რე­თის სა­მე­ფოს ვე­ზი­რი ლე­ვან III და­დი­ა­ნის დროს აღ­ზევ­და. მოკ­ლე
დრო­ში გორ­დელ აზ­ნა­ურს იმე­რე­თის მე­ფემ ბაგ­რატ IV-მ ვე­ზი­რო­ბა მის­ცა, ლე­ჩხუ­მი და სა­ი­ნა­სა­რი­ძეო უბო­ძა. მა­ლე­ვე კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვა­რი გახ­და. კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი კი სო­ფელ გორდში სწო­რედ დღეს უჩა ჩი­ქო­ვა­ნია. ბა­ტო­ნი უჩა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პრო­ფე­სო­რია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერთი კა­თედ­რის გამ­გე იყო. ბო­ლოს მა­ინც სის­ხლმა უყივ­ლა, არ მო­ას­ვე­ნა, სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და და ჩი­ქო­ვა­ნე­ბის მა­მუ­ლი აა­ღორ­ძი­ნა.

უჩა ჩი­ქო­ვა­ნი: "კი, აქე­და­ნაა კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნი. ჩვენ მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ, რაც დო­კუ­მენ­ტუ­რა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხეც არ­სე­ბობს. მა­მუ­ლი ჩემ­მა ბე­ბი­ამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, რო­მე­ლიც მა­გა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მი­დან გახ­ლდათ, ინ­ჟინ­რის ოჯა­ხი­დან იყო. ჰოდა, ამ ყო­ჩაღ­მა ქალ­მა აქ დიდი სახ­ლი აა­შე­ნა... 98 წლის გარ­და­იც­ვა­ლა, ბო­ლომ­დე შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი გახ­ლდათ, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და საღი აზრი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, ამ­დე­ნი ხანი შრო­მამ გა­აძ­ლე­ბი­ნაო. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იყო მისი და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ად­გი­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას ეკა­ვა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სტუმ­რი­ა­ნო­ბა, მის­თვის თა­ვი­სი შრო­მი­თი მიღ­წე­ვე­ბის გა­მო­ფე­ნა იყო. მისი სული ალ­ბათ დღე­საც გა­ხა­რე­ბუ­ლია, მის მა­გა­ლით­ზე აღ­ზრდილ­მა შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა და შვილ­თაშ­ვი­ლებ­მა ეს ტრა­დი­ცია რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

ბოლო წლებ­ში სულ ამ­ბობ­და, - სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, კი მო­დი­ხართ სტუმ­რად და რომ არ ვიქ­ნე­ბი, დე­ივ­სე­ბა აქა­უ­რო­ბაო... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 5 წელი რომ გა­ვი­და, აქ მარ­თლაც ისე­თი ეკალ-ბარ­დი წა­მო­ვი­და, თან, ბევ­რი რამ ჩა­მო­ი­შა­ლა... რომ მოვ­დი­ო­დი, ცუ­დად ვხდე­ბო­დი, ბე­ბი­ა­ჩე­მის სი­ტყვე­ბიც მახ­სენ­დე­ბო­და. მა­მუ­ლის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი, სა­ხუ­რა­ვი გა­მო­ვუც­ვა­ლე და საქ­მეც ნელ-ნელა წა­ვი­და,“ - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი უჩა.

- აქა­უ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა 2010 წელ­ში და­გი­წყი­ათ. თა­ვი­დან რა იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი?

- პირ­ველ რიგ­ში ის, რომ სახ­ლი აღ­მედ­გი­ნა. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ აქა­უ­რო­ბას მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა უნ­დო­და. ბე­ბი­ას ყვე­ლა ოთახ­ზე სვე­ლი წერ­ტი­ლი ჰქონ­და მიდ­გმუ­ლი. ამან იმის­კენ მი­ბიძ­გა, რომ სას­ტუმ­როდ გა­და­მე­კე­თე­ბი­ნა... პირ­ველ­სა­ვე წელს, იმ­დე­ნი სტუ­მა­რი მო­ვი­და, რომ მერე მე­ო­რე კორ­პუ­სიც, ძვე­ლე­ბურ სტილ­ში ავა­შე­ნე. კო­ვიდ­მა კი ცოტა უკან დაგ­ვწია, ხალ­ხი გა­აქ­ცია... განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

@ 2022-09-06 16:07
ვინაა ეს ხელოვნური პროფესორი, რას გადაგვაყოლეთ მაგის ტყემლებს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები