"სოფელში ვცხოვრობ და ისევე ვშრომობ, როგორც აქაური მოსახლეობა. რასაც ვაკეთებ, ხალისით ვაკეთებ", - გვეუბნება სამი შვილის დედა ნათია ჩიბუხაშვილი. ის გერმანული ენის სპეციალისტია, დაიბადა და გაიზარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში. შვილებს ზრდის და საოჯახო მეურნეობას უვლის. "უფროსი გოგონა 15 წლისაა, ტყუპი გოგო-ბიჭი - 13-ის... მესამე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, მე-4 კურსზე უკვე პირველი გოგო შემეძინა, ლექციებზე რომ მივდიოდი, ჩემი შვილი ხშირად ლექტორატში იყო ხოლმე. მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს დავცილდი - სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჩემების სახლში გადმოვედი. დები და დედა
საზღვარგარეთ ცხოვრობენ".
- სახლში მე და ბავშვები ვართ. საქონელი და ფრინველი სულ გვყავდა და მათი მოვლის საქმეში უფრო აქტიურად ჩავერთე. მერე უცხოეთიდან დედა ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მე წავედი. გამიმართლა, კარგ ხალხში აღმოვჩნდი. საქმეც ავაწყვე, მაგრამ ძალიან რთული იყო ბავშვების გარეშე ცხოვრება. საბერძნეთში ბინაც შემომთავაზეს, შვილებისთვის სკოლის შერჩევაშიც დაგეხმარებითო. არ გამიჭირდებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ბავშვები საკუთარ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ. სხვა ქვეყანაში გაზრდილები სამშობლოს სცილდებიან. მოკლედ, 2019 წლის მიწურულს სამშობლოში დავბრუნდი.
- და მიუბრუნდით მეურნეობას, სადაც დღეს, როგორც გვითხარით, სიამოვნებით საქმიანობთ.
- რომ ჩამოვედი, დედას 2-3 ძროხა ჰყავდა. მერე საქონელი გამრავლდა. ისედაც ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მათ პატრონობას ხელი სიამოვნებით მივყავი. გავზარდეთ ხბორები, მერე მათი გაჩენილიც გავზარდეთ და ამჟამად ცხრა სული მყავს - ექვსი ძროხა, ერთი დეკეული, ორი ხბო და კიდევ ერთს ველოდებით. ქათმებიც მყავს და ცოტა იმაზე მეტიც იყო, ვიდრე ახლაა, მათ შორის, აბრეშუმის ქათმებიც, მაგრამ მელიამ მოგვპარა. სახლი სოფლის განაპირასაა, თან ბავშვებს კარი ღია დარჩათ და წააცუნცულა.
- რძის პროდუქტებს ამზადებთ?
- დიახ. რძესაც ვყიდი, ყველსაც და მაწონსაც... ბევრი შრომა მიწევს, მაგრამ რაღაცებში ფული მაინც მაკლდება და დედა მეხმარება. ამ შრომის პარალელურად კიდევ სადმე სამუშაოდ რომ გავიდე, არ გამოდის, ბავშვებს მთელი დღეები მარტო ვერ დავტოვებ. ხან ჩემებისგან, ხან სხვებისგანაც მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო, მაგრამ ამჟამად ასე ვთვლი საჭიროდ, ბევრად უკეთეს შედეგს მოიტანს ის, რომ ახლა ჩემს შვილებთან ვარ. განაგრძეთ კითხვა