მოგეხსენებათ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოჯახთან ერთად, თბილისთან ახლოს, დუშეთში ცხოვრობს. საცხოვრებელი არც პრეზიდენტობის დროს შეუცვლია და მით უმეტეს, არც თანამდებობის დატოვების შემდეგ. სახლი, სადაც მარგველაშვილი ამჟამად ბინადრობს, 2004 წელს 2500 დილარად შეუძენია. ერთადერთი, რაც პრეზიდენტობის პერიოდში საკუთარ ქონებას შეჰმატა, კოტეჯია, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა, ავეჯიც თავად დაამზადა, მაკა ჩიჩუამ ინტერიერის მოწყობაზე იზრუნა და მისივე იდეით ტურისტებზე დღეში 80$-ად აქირავებენ.
"კურიერთან" საუბრისას გაირკვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობა 6000-ლარიანი დანაზოგით დაუსრულებია, არანაირი პენსია არ დანიშვნია და თავის რჩენის გზად საკუთარ ეზოში არსებული კოტეჯი გამონახა. ამრიგად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ერთ ეზოში რამდენიმე დღე გაატაროს, მეგზურობას და გიდობას კი თავად ოჯახის უფროსი გაუწევს.
თეკლა ჟვანია