ოცნების სახლი: 10 უცნაური დიზაინ-პროექტი, რომლის რეალობად ქცევაც მოხერხდა


ყველა ადამიანი ოცნებობს საკუთარ სახლზე, ზოგს კი იმდენად მდიდარი ფანტაზია აქვს, რომ ძალიან უჩვეულო სახლზე ფიქრობს. თანამედროვე ბაზარი, მასალები და ინსტრუმენტები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ოცნება რეალობად აქციოს. 


  
თანამედროვე ადამიანის ფანტაზიას კი ზღვარი არ აქვს და მართლაც ზღაპრული სახლის შექმნა შეუძლია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ამას საკუთარი ხელით აკეთებს.

ჩვენ შემოგთავაზებთ 10 უჩვეულო დიზაინ პროექტს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას.

1.ჰობიტის სახლი უელსიში


ამ სახლის მეპატრონეს, ფოტოგრაფ საიმონ დეილის 4 თვე და 5,2 ათასი დოლარი დაჭირდა
საკუთარი ოცნების ფრტების შესასხმელად.


2. გუმბათოვანი სახლი ტაილანდში



მართლაც საოცარი, ზღაპრული სახლის ნახვა არის შესაძლებელი ტაილანდში, რომლის შექმნასაც მხოლოდ 36 კვირა და 9 ათასი დოლარი დაჭირდა.



3. კომფორტული სახლი ბორბლებზე აშშ-ში



ახალგაზრდა გოგონამ საკუთარი ოცნების განსახორციელებლად ეს ძველი ავტობუსი შეიძნა და კომფორტულ სახლად აქცია. გოგონას ოცნების რეალობად ქცევა 3 წელი და 120 ათასი დოლარი დაუჯდა.



4. სახლი ძველი ფანჯრებისგან დასავლეთ ვირჯინიაში, აშშ



ეს ალბათ ყველაზე ნათელი და იაფი სახლია, რაც კი ადამიანს შეუქმნია.
იდეის სისრულეში მოყვანას 6 კვირა და 500 დოლარი დაჭირდა. სახლს მთლიანად მინის ფასადი აქვს. მის აშენებას არცთუ ცოტა აივნის კარები და ფანჯარა დაჭირდა.

5. მინი აპარტამენტი ველურ ტყეში, ფინეთი



ეს ზღაპრული სახლი მეპატრონემ, დიზაინერმა, ველურ ტყეში ააგო, რათა განმარტოვებისა და ფიქრის საშუალება მისცემოდა. სახლი მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგნა არის აშენებული.

6. სიყვარულის სახლი ნორვეგიაში 



ეს უნიკალური პროექტი შეყვარებული წყვილისთვის შეიქმნა, რომელიც ყველაზე მეტად ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. Eეს სახლიც, რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის შექმნილი.

7. სახლი-კონცეპტი, რომელიც სტუდენტებმა დააპროექტეს



შვედმა სტუდენტებმა თავად დააპროექტეს და შექმნეს ეს სუპერ ეკოლიგიური სახლი, რომელიც მთლიანად მზის ენერგიაზეა ორიენტირებული.



8. სახლი პენინის მთაზე, დიდი ბრიტანეთი



ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს თანამედროვე აპარტამენტები ბალახის სახურავით მიწის ქვეშ მდებარეობს, თუმცა ასეა. ამ მიწისქვეშა სახლში ყველაფერია სრული კომფორტისთვის.



9. იაპონური ხის სახლი ორეგონაში, აშშ



ამ იაპონური სახლის შესაქმნელად მხოლოდ ბუნებრივი მასალებია გამოყენებული.  სახლის აშენებას სამი თვე და 11 ათასი დოლარი დაჭირდა.

10. სახლი ძველ ტირიფზე გლოსტერშირის საგრაფოში, დიდი ბრიტანეთი



ასეთ სახლზე ალბათ ყველა ადამიანს უოცნებია. ბრიტანელმა ტერი მერედიტმა კი ამ ოცნების ახდენა მოახერხა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები