სამუშაო იარაღები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ სახლსა და ბაღში


რა ინტსრუმენტები სჭირდება ნებისმიერ ადამიანს სახლში წარმოქმნილი ამოცანებისთვის სახლში, ეზოში თუ ბოსტანში? არის რამდენიმე სამუშაო იარაღი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ოჯახში და გამუდმებით მეზობლებთან არ მოგიწიოთ მათ სათხოვნელად სირბილი.
რა არის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები სახლში, როცა აუცილებლად დაგჭირდებათ სამუშაო იარაღები?



• ძველი ფანჯრების გამოცვლა
• მილების გამოცვლა ან სანტექნიკის ნებისმიერი პრობლემა
• ელექტრო სადენების თუ ჩამრთველების შეცვლა-დაყენება
• კარის ან საკეტის გამოცვლა
• ჩაშენებული კარადის გაკეთება
• პატარ-პატარა რემონტი სახლში - იქნება ეს კედლის შებათქაშება, შპალერის გაკვრა თუ სხვა.
ასევე ნებისმიერი მოულოდნელობა, რაც შეიძლება უცებ დაგატყდეთ თავს - ონკანი გაფუჭდა, კარი ჩაიკეტა, კედელზე რაღაც არის მისაჭედებელი და ა.შ. და ა.შ.


მაშ ასე, ამ ყოველივედან გამომდინარე, სახლში აუცილებლად დაგჭირდებათ:


• ცული
• ჩაქუჩი
• ხერხი
• ლურსმნები
• ქანჩები
• ხრახნები და სხვა მსგავსი იარაღები
• შურუფები
• სახაზავი
• სატუმბი
• დიელექტრული ხელთათმანები
• სასვრეტელა
• კედლის შესაღებად და გაჯის წასასმელად გამოსადეგი ხელსაწყო
• ფუნჯები
• მაკრატლები
• კარგი დანა სხვადასხვა მასალის გასაჭრელად
• მოხერხებული ჩემოდანი ინსტრუმენტების შესანახად
• და კიდევ სხვა ინსტრუმენტები, რომლებსაც სამუშაო იარაღების ყიდვის დროს გამოცდილ კონსულტანტთან გასაუბრებისას შეარჩევთ


სამუშაო იარაღები აგარაკისა და ბაღისთვის



აგარაკზე, ბაღში, ბოსტანში სამუშაოდ ასევე გჭირდებათ სხვადასხვა ინსტრუმენტი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სამუშაოებს ატარებთ ბაღში, რა ზომის მიწა გაქვთ, რას გეგმავთ და ასე შემდეგ. ჩვენ რამდენიმე აუცილებელ ნივთს ჩამოგითვლით და დანარჩენი კონკრეტილად თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაამატოთ:
• ბარები
• ნიჩბები
• ფიწალი
• ფოცხი
• ცელი
• სეკატორი და ბაღის მაკრატელი
• ხერხები
• დანები
• ეზოს ცოცხი
• წერაქვი
• სარწყავი ჭურჭელი
• შლანგი
• ხელთათმანები
• ვედრო
• ურიკა
• მცენარეების შესაწამლი მოწყობილობა (სასურველია, გქონდეთ ორი, ერყი ქიმიური დამუშავებისა და მეორე დანარჩენი საშუალებებისთვის)
• ცული
• ჩაქუჩი
• ლურსმნები
• თოკები და მავთულები

ნებისმიერ სამუშაო იარაღს უნდა მოუაროთ კარგად, რომ დიდხანს გემსახუროთ. ამისთვის აუცილელებელია, მოხმარების შემდეგ ყოველთვის გაასუფთაოთ და კარგად შეინახოთ.
თუ გარეცხავთ, კარგად გააშროთ. ზოგიერთ ინსტრუმენტს ხანდახან ესაჭიროება სხვადასხვა ზეთით დამუშავება, რომ არ დაიჟანგოს და არ გაფუჭდეს.
დიდი ინსტრუმენტები ჯობს გეკიდოთ კედელზე, ვიდრე სადმე დაალაგოთ. პატარებისთვის კი ცალკე უნდა გქონდეთ შესანახი ადგილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები