ბიჭმა თიხისა და მიწისგან ეკოლოგიურად სუფთა სახლი ააშენა


ნებისმიერ ადამიანს აქვს ოცნების სახლი. ზოგი ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებს, ზოგიც კი მხოლოდ ოცნებით შემოიფარგლება.
ახლა გაგაცნობთ შემთხვევას, როდესც მეოცნებე ბიჭმა საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს შეუძლებელი არაფერია.



აბა, ვის უნდა ასეთ ეკოლოგიურად სუფთა სახლში ცხოვრება.



ამ ყმაწვილმა გადაწყვიტა ეკოლოგიურად სუფთა სახლი აეშენებინა და იქ საცხოვრებლად გადასულიყო.



იგი ფიქრობს, რომ გარდა იმისა, რომ ასეთ სახლში ცხოვრება დადებითად მოქმედებს ადამიანზე, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა ყოფითი მოთხოვნის დაკმაყოფილება.



მან გადაწყვიტა სახლი აეშენებინა მასალისგან, რომელიც ხელთ ექნებოდა.
ასეთი მასალა აღმოჩნდა ქვიშა და თიხა. სწორედ მისი გამოყენება გადაწყვიტა.
ეს სახლი საერთოდ არ გავს ჩვეულებრივ სოფლის სახლს. სახლი ზედ მიწაზეა განთავსებული, არ აქვს კუთხეები. ერთი შეხედვით ის ზღაპრული ჰობიტების სახლს წააგავს.



ყველაზე დიდი დრო კედლების ამოყვანას დაჭირდა. შიდა კედლები შედარებით მარტივად აშენდა. მთელი კონსტრუქცია ხის კარკასს ეყრდნობა.
სახლში არის ყველაფერი აუცილებელი, სამზარეულო, საწოლი. სახლის საერთო ფართი 45 კვადრატული მეტრია.



სახლის მეპატრონე ამბობს, რომ სახლში არ არის სრულყოფილი ელექტრომომარაგება, ის მეზობლიდან შნურით აქვს გადმოყვანილი.



სახლს პატარ-პატარა ფანჯრები აქვს, რაც არ არის საკმარისის შიდა ნაწილის გასანათებლად და ამიტომ სახურავზე ერთი დიდი ფანჯარაა გაკეთებული.
სახლს საკმაოდ რთული კონსტრუქციის მქონე ფეჩი ათბობს.  ეს უჩვეულო მოწყობილობა თავის საქმეს კარგად ასრულებს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები