ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა


ბოლო დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, დე­და­ქა­ლა­ქი­დან გა­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხეს მი­ა­შუ­როს და იქ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით ხის, თუ სხვა ტი­პის სახ­ლი აა­შე­ნოს... 2019 წლის ზა­ფხულ­ში მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტორ­მა ვანო ჭე­ლი­ძემ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რა­ჭა­ში, 6 დღე­ში ხის სახ­ლი აა­შე­ნა.

"ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნა­მა­ნევ­ში და­ი­ბა­და ჩემი ბა­ბუა. იქ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ჭე­ლი­ძეა, სა­დაც ბა­ბუ­ის შთა­მო­მავ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი... ერთხე­ლაც სურ­ვლი გა­მიჩ­ნდა და მათ­თან ვთქვი - აქ სახ­ლს შე­ვი­ძენ­დი-მეთ­ქი. ეს მო­ვინ­დო­მე კი­დეც, მაგ­რამ პირ­ველ ცდა­ზე არ გა­მო­მი­ვი­და, შემ­დეგ უკვე ნა­თე­სა­ვებ­მა მო­ინ­დო­მეს, დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ. ბი­ძა­ჩე­მის
ცოლ­მა სო­ფელ­ში ერთი ად­გი­ლის ნახ­ვა შე­მომ­თა­ვა­ზა - თუ მო­გე­წო­ნე­ბაო...

ნა­მა­ნე­ვი თა­ვის დრო­ზე დიდი სო­ფე­ლი იყო, 500-მდე კომ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა იქ უკვე ბევ­რი ნა­სახ­ლა­რია, ზამ­თარ­ში სულ 5-6 ოჯა­ხი რჩე­ბა... მოკ­ლედ, ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მაჩ­ვე­ნეს, მო­მე­წო­ნა. მოს­წო­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ მომ­წონს, ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კარ­გი ხე­დია და ად­გი­ლი სწო­რედ ხე­დის გამო მო­მე­წო­ნა... სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­ვი­და, რომ ის ტე­რი­ტო­რია მა­ჩუ­ქეს. რა­ღაც­ნა­ი­რად მათი დიდი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, იქ დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. ადა­მი­ან­მა, ვინც მა­ჩუ­ქა, მი­თხრა, გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ჩე­მე­ბის ნა­სახ­ლარ­ზე სახ­ლს აა­შე­ნე­ბო... სახ­ლამ­დე ძვე­ლი სა­ურ­მე გზა იყო და ისიც ჩაშ­ლი­ლი, ტრაქ­ტორს მო­ვას­წო­რე­ბი­ნე. ახლა იქ უკვე ლა­მა­ზი ბი­ლი­კია, სა­დაც ჩემი მან­ქა­ნი­თაც ავ­დი­ვარ...


- და ერთ დღე­საც იქ სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ჩახ­ვე­დი?..

- კი, ჩემს მან­ქა­ნა­ში ჩა­ვა­წყე დაჭ­რი­ლი ფა­ნე­რე­ბი, არ­მა­ტუ­რა, ცე­მენ­ტი, ქვი­შა და რა­ჭა­ში წა­ვე­დი. წამ­ყვა მე­გო­ბა­რი. რო­გორც მქონ­და სახ­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი, იმის მი­ხედ­ვით ჯერ სა­ძირ­კვლის და­მუ­შა­ვე­ბა და­ვი­წყე. თა­ვი­დან მოვ­ხა­ზე, მერე თო­კე­ბი გა­ვავ­ლე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლი ჯერ თო­კე­ბით ავა­წყე. დიდი სი­ზუს­ტე მჭირ­დე­ბო­და, 2 სმ-იც რომ არას­წო­რად მო­მე­ზო­მა, ისე­თი ვერ გა­მო­ვი­დო­და, რო­გო­რიც მინ­დო­და.

17 აგ­ვის­ტოს 3-4-მა კაც­მა ორ­მო­ე­ბი ამოვ­თხა­რეთ, ფა­ნე­რე­ბით კვად­რა­ტე­ბი შევ­კა­რით, არ­მა­ტუ­რე­ბი ჩა­ვუ­ლა­გეთ და კო­ლო­ნე­ბი ბე­ტო­ნით ჩა­ვას­ხით. ბე­ტონს გაშ­რო­ბა უნ­დო­და და ამი­ტომ, თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. აქ ვი­ყი­დე სა­ხუ­რა­ვის მა­სა­ლა, ფიც­რე­ბი... სა­ჭი­რო ზო­მებ­ზე დავ­ჭე­რი, კარ-ფან­ჯრე­ბი და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე და ამ ყვე­ლაფ­რით თა­ვის აბა­ზა­ნა-უნი­ტა­ზით სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­ვავ­სე, ჩემს ბი­ძაშ­ვილ­თან და კი­დევ ორ თა­ნამ­შრო­მელ-მე­გობ­რებ­თან ერ­თად რა­ჭა­ში წა­ვე­დი. იქ კდევ 2 ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვე­მა­ტა და 24 აგ­ვის­ტოს ნელ-ნელა მუ­შა­ო­ბით, 6 დღე­ში სახ­ლი გავ­მარ­თეთ.

იმ დღე­ებ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად სხვა სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დით, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო. მე­ო­რე დღეს დი­ლას ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და 4 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბას ვერ ვა­ახ­ლებ­დით. ამი­ტომ გვი­ა­ნო­ბამ­დე პრო­ჟექ­ტო­რის შუქ­ზე ვშრო­მობ­დით. 29 აგ­ვის­ტოს და­ვას­რუ­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი და 30 აგ­ვის­ტოს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს ახალ­სახ­ლო­ბა და იუ­ბი­ლე ერ­თად აღ­ვნიშ­ნე. იმ დრო­ის­თვის ავე­ჯიც ჩა­მო­მი­ვი­და, ჩემი ოჯა­ხიც ჩა­მო­ვი­და და სტუმ­რე­ბიც მი­ვი­ღე.

- რით თბე­ბა სახ­ლი?

- კარ­გი თბო­ი­ზო­ლა­ცია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, კედ­ლე­ბი ორ­მა­გია, გა­რე­დან ტე­ნის დამ­ცა­ვია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სახ­ლში ღუ­მე­ლი დგას და იქა­უ­რო­ბას სრუ­ლი­ად ყოფ­ნის. ახალ წლამ­დეც ვი­ყა­ვით, ახა­ლი წლის მერე რამ­დენ­ჯერ­მე და არ­ცერ­თხელ არ შეგვცივ­ნია. სახ­ლი 2 სარ­თულ­ნა­ხე­ვა­რია. პირ­ვე­ლი 50 კვ-მია, მე­ო­რე - 40 და ზე­მოთ კი­დევ 2 პა­ტა­რა ანტრე­სო­ლია - 8-8 კვმ-ის სა­ძი­ნებ­ლე­ბი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები