დღეს გესაუბრებით ერთ პატარა მყუდრო სახლზე, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. 42 წლის მწერალმა და ჟურნალისტმა ეს სახლი საშინელ მდგომარეობაში შეიძინა - ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი ვარდებოდა, კედლები კი ინგრეოდა.
სახლში ყველაფერი დამპალი იყო, ერთი სიტყვით, შენობა საფუძვლიან კაპიტალურ და კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებდა. თუმცა სახლის ახალი მფლობელისთვის ეს მეორეხარისხოვანი იყო, მთავარი მისთვის ის გახლდათ, რომ აქ ოდესღაც მამამისი ცხოვრობდა და სახლის აღდგენა მისთვის ღირსების საკითხს წარმოადგენდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონმა აღნიშნა, რომ არჩევანის წინაშე იდგა, ეყიდა ბინა მშენებარე სახლში და ყველაფერი სუფთა
სახლი პატარა და კომპაქტურია. ფანჯრები აღადგინეს და გააგანიერეს. კედლები გაამაგრეს და იმ ფერში გადაღებეს, რა ფერისაც მრავალი წლის წინ იყო. ვერანდაზე მოეწყო ადგილი ოჯახური თავყრილობებისთვის.
მისაღები ოთახი სასადილო ოთახს ერწყმის ოვალური მაგიდით შუაგულში. ოთახი ფართო და ნათელია. ოთახში დგას მოსასვენებელი ტახტი, ისეთივე, როგორიც სახლის ძველ მფლობელს ჰქონდათ მრავალი წლის წინ და რომელიც ასე შემორჩა ჩვენი მწერლის მეხსიერებას.
დიასახლის ცდილობს 2-3 თვეში ერთხელ მაინც მოუყაროს თავი ერთად ნათესაობას.
სახლის ინტერიერში პოსტერები დომინირებს. ბევრი პოსტერია და მისი მნიშვნელობა მხოლოდ დიასახლისისთვის არის ბოლომდე გასაგები.
ასევე აღადგინეს და განაახლეს შეშის ღუმელი. აქტიურად არის გამოყენებული ხალიჩები.
საძინებელი სახლის გაგრძელებად გვევლინება. აქ არ არის კედლები, რომელიც დაახშობდა სივრცეს, მხოლოდ შუშის ტიხრები და ღია გასასვლელი.
სასადილო ზონა სამზარეულოშიც არის.
კორიდორები განიერი და მყუდროა. წიგნები და ხალიჩები გვამცნოს, რომ სახლში სიცოცხლე ჩქეფს. ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ეს სახლი ლპებოდა.
კომენტარები
დაწერეთ მისი ვინაობა