ნოდარ იორამაშვილი პროფესიით მშენებელ-ინჟინერია წარმოშობით გორიდანაა, სკოლა სოფელ ტინისხიდში დაამთავრა, პროფესიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაეუფლა. გვეუბნება, რომ სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიც არის. ერთხელაც წინანდალში ერთ-ერთი კომპანიის პროექტის ფარგლებში "რედისონის" მშენებლობის ხელმძღვანელობა მიანდვეს.
"თელავში მომიწია 7 თვე ცხოვრებამ, თბილისში სამი კვირის ბავშვი დავტოვე და აქეთ გადმოვსახლდი. მერე უკვე ოჯახიც მეუღლე და ორ ბავშვი (პატარა 3 თვის იყო) გადმოვიყვანე. მეუღლის მშობლების გადმოყვანაც დაგვჭირდა, რომ მოგვხმარებოდნენ...
"რედისონის" მშენებლობა რომ დამთავრდა, მერე სხვა სასტუმროს მშენებლობაზე გადავერთე. წინანდალში ვცხოვრობდი, კერძო სახლი მქონდა დაქირავებული დიდი ეზოთი, ფანჩატურით,
აუზით - ძალიან მოგვეწონა აქეთ ყოფნა. ბავშვები ბაღში მივიყვანეთ, ბევრი ადამიანი გავიცანი, დიდი სანაცნობო წრე გავიჩინე. 2018 წელს აქ გაცნობილმა და შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - გვეუბნება ნოდარ იორამაშვილი, რომელსაც კახურმა ყოფამ, ურთიერთობებმა იქ თავისი გარემოს აშენებაც მოანდომა.
"მინდოდა, ჩემი გარემო მქონოდა, მიწის ძიება დავიწყე. მოკლედ, რაღაც პერიოდის მერე შევიძინე 1800 კვადრატული მეტრი. პროექტი ახაშენშიც გვქონდა და იქაც ისე მომეწონა სიტუაცია, ვენახი "ფაფრის მინდვრებზე“, საფერავის მიკროზონაში შევიძინე. იქ რქაწითელი და საფერავია 90-იან წლებში იყო გაშენებული. შევარემონტე, მივხედე, დავწურე ყურძენი... მერე პანდემია დაემთხვა. იცით, რომ ბევრი რამ შეფერხდა, დაკონსერვდა და 2021 წლის იანვრიდან საქმიანობა თბილისში გავაგრძელე".
- თუმცა წინანდალში შეძენილ მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყეთ...
- კი, ძალიან მინდოდა საკუთარი ხის კოტეჯი მქონოდა, ნატურალური ხე ძალიან მომწონს. მერე ჩემი იდეა ჩემს მიწას მოვარგე, განსხვავებული დიზაინის ორსართულიანი საცხოვრებლის პროექტი შევქმენი. ნებართვები თელავში ავიღე და მშენებლობა დავიწყე, რაშიც მამა დამეხმარა. თელავში გადმოვიყვანე და ერთი წელი აქეთ ცხოვრობდა, შრომობდა. მე პროექტები მქონდა აღებული და არ მეცალა. განაგრძეთ კითხვა