ფერადი სოფელი უჩვეულო სახლებით, რომელიც მნახველს აღაფრთოვანებს


საფრანგეთის ერთ-ერთ კოლორიტულ სოფელს, კაიზერსბერგს, შეუძლია იამაყოს თავისი უჩვეულო ისტორიით, რომელიც უკავშირდება სამეფო კარსა და საოცარ არქიტექტურას. სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო იქცა ეს სოფელი ტურისტულ ცენტრად.


მუხედავად იმისა, რომ ეს სოფელი საკმაოდ პატარაა, ნაყოფიერი მიწის, ქვეყნის სამეფო რეზიდენციასთან სიახლოვისა და ელზასის სამ მთავარ ქალაქთან დამაკავშირებელი სტრატეგიული მარშრუტის წყალობით, კაიზერსბერგმა რეგიონში საკმაოდ სერიოზული ადგილი დაიმკვიდრა. მე-13 საუკუნეში ჰოჰენშტაუფენის მეფე ჰენრი VII-მ , ხეობის შესასვლელის გაკონტროლების მიზნით, იმპერიული ციხის გაფართოება და გამაგრება გადაწყვიტა. ეს პატარა სოფლის განვითარებისთვის მნიშნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა. სოფელს
სახელად კაიზერსბერგი ეწოდა, (გერმანულიდან ითარგმნება, როგორც "იმპერატორის მთა").

სწრაფი აყვავების ხანა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1293 წელს გერმანიის მეფემ, ადოლფმა, მოსახლეობას ისეთივე უფლებები და შეღავათები მიანიჭა, რაც კოლმარის ქვეყნის მთავარ ქალაქში იყო, რითიც პატარა დასახლება იმპერიულ ქალაქად აქცია (პირველ მსოფლიო ომამდე კაიზერბერგი გერმანიის ნაწილი იყო).

კაიზერბერგი გამაგრების ობიექტი გახდა, ნაგებობის ნაწილი, რამაც ხელი შეუწყო ციხესიმაგრის გალავნის და 6 კოშკის აშენებას ხუთი კარიბჭითა და დიდი გალავნით. სოფელში დღემდეა შემორჩენილია 5 კოშკი და ციხის გალავნის ნაწილი, რომლის გასწვრივ პირველი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი მოწყო.


სოფელში არის კიდევ ერთო ღირსშესანიშნაობა, რომელიც აქ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა. ეს არის გამაგრებული ხიდი (1514 წელს ჩაანაცვლა ტრადიციული ხის ხიდი), რომელიც აღჭურვილია ორივე მხრიდან პარაპეტებითა და ხვრელებით, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი აგრესიული, დამპყრობლური მოქმედება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო მდინარე ვაისის გასწვრივ, ხეობაში, სადაც ფერადი სოფელი მდებარეობს. ხიდის შუაგულში აედიკულა, სვეტებით შემოსაზღვრული ნიშაა, რომელსაც გერმანიის საღვთო რომის იმპერიისა და ქალაქ რონშანის გერბი ამშვენებს. ეს ის ქალაქია, რომელშიც რელიგიური სალოცავი, XVIII საუკუნის ღვთისმშობლის პოლიქრომული ქანდაკებაა შემორჩენილი.


კაიზერბერგის ფერადი, დეკორატიული და ყვავილებით გაფორმებული ხის სახლები ადგილობრივი ლანდშაფტის ნაწილია და არა მხოლოდ ერთი დასახლების, არამედ მთელი რეგიონის იმიჯს წარმოადგენს. ეს ლამაზი სახლები ტურისტებს აღაფრთოვანებს, თუმცა ძველ დროს სახლის იერსახის მიხედვით მისი პატრონის სტატუსის შესახებ ღებულობდნენ ინფორმაციას, ვის რამდენი შვილი ჰყავდა, რამდენი საქონელი და ა.შ.


მე-15 და მე-16 საუკუნეებში მდიდარი მეწარმეების მფლობელობაში არსებული რენესანსის ხანის სახლები წარმოადგენდა ქვით ნაშენებ ცოკოლზე დადგმულ კონსოლურ ნაგებობას. ეს შენობები გამოირჩეოდა მდიდრული და ლამაზი ფასადით, ხშირად ქვედა სართულებს მაღაზიებად, ტავერნად და სასტუმროდ იყენებდნენ.


ყურადღების მისაქცევად იყენებდნენ ნათელი ფერის აბრებს, სპეციალური ფანჯრის ჩარჩოებს, დეკორატიულ პანელებს, მცენარეებს, ადამიანების გამოსახულებებსა თუ მითოლოგიურ არსებებს. ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, რამეთუ ეს რეგიონი მეღვინეობითაც იყო ცნობილი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები