ებრაელი კაცი კლდეში შეჭრილ უნიკალურ სახლს 50 წელი აშენებდა, დღეს კი გამოსახლება ემუქრება


ებრაელ კაცს, რომელმაც ნახევარი საუკუნე მოანდომა კლდეზე, პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ჰერცლიას ძვირადღირებულ ტერიტორიის მახლობლად, სახლის აშენებას,, გამოსახლება ემუქრება. თუმცა 77 წლის ენთუზიასტი მტკიცედ იცავს საკუთარ პოზიციებს, რადგან ეს სახლი მისი ცხოვრების მთავარი შემოქმედებაა და გარდა ამისა, მას წასასვლელიც არსად აქვს.

საქმე ის გახლავთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ, მათ შორის ისრაელის მიწის ადმინისტრაციამ და გარემოს დაცვის სამინისტრომ მისი სახლი სანაპირო ზოლის მთლიანობისთვის სახიფათო, არალეგალურად აშენებულად გამოაცხადა.

თუმცა საინტერესოა, ვის გამო უფრო მეტად წუხს ხელისუფლება, იმ ადამიანის გამო, რომელიც თითქმის
ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფაქტიურად ცხოვრობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გადაკიდებულ კლდოვან ფერდობზე, თუ ძვირადღირებული უძრავი ქონების მფლობელები, რომლებმაც საკმაოდ საშიშ სანაპიროზე თავიანთი მდიდრული ვილები ააგეს.

ამ დროისთვის გადაწყვეტილება შეჩერებულია იმის გამო, რომ ხანდაზმული მამაკაცი არ ნებდება და სასამართლოს გზით ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას, მან დიდი ძალისხმევა და მთელი ჯანმრთელობა მოახმარა იმას, რომ ჩვეულებრივი კლდე ბიომორფული არქიტექტურის ნიმუშად ექცია და ამით ტურისტებიც დაეინტერესებინა.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ეპოსი, რომელიც მთელი მისი ცხოვრება გაგრძელდა, ჯერ კიდევ 1973 წელს დაიწყო, როდესაც კალონი, ოჯახთან ჩხუბის შემდეგ (მისი თქმით, ქორწინება ფიქტიური იყო), სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ჰერცლიასთან ახლოს დასახლდა. ის კარავში ცხოვრობდა, შეჰყურებდა სანაპიროს შემოსაზღვრულ კლდეებს და ფიქრობდა, რომ ცუდი არ იქნებოდა, ერთ-ერთ გადაკიდებულ პლატოზე პატარა პლაჟის სახლის აშენება.

მას შემდეგ დაიწყო "განდელგილის" შემოქმედებითი ღვაწლი. მან თავდაპირველად კლდეში პატარა გამოქვაბული გამოკვეთა, შემდეგ დაიწყო მისი გაფართოება და არატრივიალური საცხოვრებელი ახალ დონეზე აიყვანა. მისი საცხოვრებელი რამდენიმე იარუსია და სანაპირო კლდის მნიშვნელოვან ტერიტორიას იკავებს.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამაკაცმა სამშენებლო სამუშაოები დამოუკიდებლად, პრიმიტიული და ზოგჯერ თვითნაკეთი იარაღების გამოყენებით აწარმოა. სამშენებლო ან მოსაპირკეთებელი მასალებად კი მხოლოდ სანაპიროზე, გზის პირებზე, ნაგვის კონტეინერებსა და ნაგავსაყრელებზე (თელ-ავივის ჩათვლით) ნაპოვნ გადამუშავებად მასალას. იგი სულაც არ თვლის სამარცხვინოდ ნაგავსაყრელებში საჭირო დაფების, ფილების, ბოთლების, ფრაგმენტების ძებნას, პირიქით, დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ნაგავი, რომლის ხელახალი გამოყენება არ შეიძლება.


დევიზით "ყველაფერი საჭირო და სასარგებლოა, ნაგავი არ არსებობს" მამაკაცი 5 ათწლეული დაუღალავად მუშაობდა და საბოლოო მართლაც შთამბეჭდავი შედეგი მიიღო. ეს ლაბირინთები, კიბეები და სხვა დეტალები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია. პრიმიტიულ ნაგებობაში გამოყენებულია ბოთლები, ნაჟარები, კერამიკული ფილები, ხის დაფები, ხის მორები, მოზაიკა და
ა.შ.





პირველად გამოქვაბულის კომპლექსმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, როდესაც ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია ნგრევა, შემდეგ იყო ორი აფეთქება მიტოვებულ სამხედრო ქარხანაში, პირველი აფეთქება 1992 წელს მოხდა, რის შემდეგ ორი მუშა დაიღუპა, მეორე კი - სულ ახლახანს და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მუნიციპალურმა ხელისუფლებამ გაიხსენა ნისიმ კალონი, რომელმაც დაარღვია კანონი და რომელსაც, მთავრობის ამ კლდეზე ცხორების დროს საფრთხე ემუქრება.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები