როგორ ააშენა მუსიკოსმა ეზოში კოსმოსური ხომალდი - საოცარი ჩანაფიქრი, რომელიც ცოლის ძალისხმევით განხორციელდა


ყველაზე წარმოუდგენელი ფანტაზიებიც კი შეიძლება იქცეს რეალობად, თუ გვერდით გყავს ადამიანი, ვინც ამ იდეის განხორციელებას შთაგაგონებს. ამ იდეის განხორციელებას შვიდი წელი და $150 ათასზე მეტი დასჭირდა.


ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მუსიკოსმა მეორე ავტომანქანისთვის კიდევ ერთი ავტოფარეხის აშენება გადაწყვიტა, სადაც მანქანების გარდა, მებაღეობის იარაღები და სხვადასხვა აღჭურვილობა შეინახებოდა. დაგეგმვის ეტაპზე კირბიმ მეუღლეს გაუმხილა საკუთარი მოსაზრება, მაგარი იქნება, თუ მის თავზე კოსმოსურ ხომალდს ავაშენებთო.


საინტერესოა. რომ კირბიმ, პროფესიონალმა მუსიკოსმა ადრე დაწერა სიმღერა თავის ეზოში კოსმოსური ხომალდის აშენების შესახებ, ავტოფარეხის აშენების იდეამდე
დიდი ხნით ადრე. ასე რომ, ავტოფარეხის სახურავზე არაჩვეულებრივ ნაგებობაზე ოცნება  უცაბედად არ გაჩენილა.


იმის გათვალისწინებით, რომ ჰოკინსონ ჰილზის (ვაშინგტონის შტატი) სოფლად მდებარე მიწის ნაკვეთს (2 ჰექტარი მიწის ფართობი) არ ჰქონდა შეზღუდვები მშენებლობაზე, წყვილის ავტოფარეხი საკმაოდ ფართო აღმოჩნდა და სახლის ფანჯრებიდანაც შეუმჩნეველი იყო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ცოლს გაახსენდა კირბის სიტყვები კოსმოსური ხომალდის შესახებ. ქალმა დაიწყო ამ საკითხისადმი ინტერესი გამოიჩინა და წყვილმა გადაწყვიტა, რომ სახლი უნდა დაემსგავსებოდა იუპიტერი II კოსმოსურ ხომალდს სერიიდან "დაკარგული სივრცეში".


ოცნების რეალიზებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 7 წელი დასჭრდა. მართალია, დიზაინთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ არსებობდა, თმცა სირთულეები წარმოიქმნა კონტრაქტორების პოვნასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, ფილმის იუპიტერი 2-ის (კინოსტუდიიდან მიღებული) ნახატების და კლიენტების ესკიზების გათვალისწინებით, არქიტექტორებმა შეძლეს გამოეთვალათ სრული ზომის ობიექტი, რომელიც მშვენივრად ჯდებოდა ავტოფარეხის სახურავზე და მთლიანად მალავდა მას.


სააბოლოოდ არსებობს განცდა, რომ კოსმოსური ხომალდი დევს მიწის ზემოთ. ეს ილუზია ძლიერდება საღამოს, როდესაც შესაბამისი განათება ირთვება.



სახლს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ზომები - ბაზის დიამეტრი 12 მეტრია, საერთო ფართი 70 კვადრატული მეტრი. დახრილი კედლების გამო გამოსაყენებელი ფართობი გაცილებით მცირე აღმოჩნდა, თუმცა დარჩენილი ადგილი საკმარისია საიმისოდ, რომ თავი მართლაც კოსმოსულ ხომალდში წარმოიდგინოთ.




1

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები