ეს სახლი 20 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა. ის მუდმივი საცხოვრებელი არ ყოფილა, საზაფხულო კოტეჯი იყო, სადაც ადამიანები მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ატარებდნენ დასვენების დღეებს. დროთა განმავლობაში ინტერიერი მოძველდა, მეპატრონეს კი, რა თქმა უნდა, რაღაც უფრო თანამედროვე სურდა.
გადაწყდა, რომ განახლებული სახლი უნდა ყოფილიყო ნათელი, ჰაეროვანი, ბუნებრივი მასალები ხელუხლებლად უნდა dდაეტოვებინათ, ინტერიერი კი სასიამოვნო, კომფორტული და პრქტიკული უნდა ყოფილიყო. რადგან სახლი ხის მორებისგან იყო აშენებული, უნდა ეზრუნათ დატენიანებაზე და ვენტილაციაზე, ისე, რომ შიგნით ყოფნა სასიამოვნო ყოფილიყო.
არადა, ხის მორებისგან აშენებული
მისაღებში მთლიანად განაახლეს ბუხარი - გაკეთდა ლაკონური თანამედროვე ბუხარი ტრადიციული აგურითა და გრანიტით მოპირკეთების გარეშე.
შედეგი იყო კომბინირებული სამზარეულო/მისაღები/სასადილო ოთახი, მაგრამ სამზარეულო ზონირებულია დამატებითი კარით, რათა სუნმა არ შეაღწიოს სხვა ოთახებში.
რადგან სახლი ხის იყო, კედლებისა და ჭერის მოპირკეთების დროს დიზაინერები ძალიან შეზღუდული იყვნენ, ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტი ხის შეძლებისდაგვარად შენარჩუნება იყო. ამიტომ, მორები გაიწმინდა და შეიფერა მსუბუქ ტონებში სპეციალური ზეთების გამოყენებით.
რაც შეეხება ფერებს, ახალ ინტერიერში გამოიყენეს ბუნებრივი ფერები, აქცენტის ფერები შეირჩა სახლის მფლობელების სურვილის მიხედვით: მუქი შინდისფერი და ზურმუხტისფერი.
სკამების გარდა, მთელი ავეჯი შეკვეთით დამზადდა ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით. ასევე ინდივიდუალურად შეიქმნა ტექსტილი და ავეჯის შალითები.
გაჭრეს და გააფართოვეს ფანჯრებიც, შეცვალეს გათბობის სისტემა, დაამონტაჟეს კონდიცირების, ვენტილაციისა და დატენიანების სისტემები და მთლიანად გადააკეთეს აუზი.
ასევე მთლიანად შეიცვალა კიბის სტრუქტურა, შესასვლელი, დერეფანი, კარადები, გაფართოვდა კარი.
345 მ2 ფართის სახლი ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ფანჯრებიდან ჩანს ტბა და ტყე, ეს არის საუცხოო ადგილი, მოშორებული ქალაქურ ქაოსს.