სახლი 2 კვადრატულ მეტრში: "ამ ციცქნა სახლს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ადამიანმა სრულფასოვნად იცხოვროს და სტუმრებიც მიიღოს"


ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება პატარა სახლები და საცხოვრებლის ორგანიზების მობილური ალტერნატიული გადაწყვეტილებები. ეს გამოიწვია იმან, რომ უძრავი ქონების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში და მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქალაქებში ძალიან გაიზარდა. შემცირების ტენდენციის მხარდასაჭერად და ასევე ალტერნატიული საცხოვრებლის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, ახალგაზრდა ენთუზიასტმა დევიდ რულმა გადაწყვიტა აეშენებინა ძალიან მინიატურული სახლი, რომლის ფართობი ძლივს აღწევს 2,2 კვადრატულ მეტრს. მიუხედავად საცხოვრებელი ფართის არარეალური ზომებისა, მისმა ვიდეომ ორ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა, თუმცა არაოფიციალურად.


პაწაწინა სახლების უპირატესობა ძირითადად ეკოლოგიურობა და მდგრადობაა, თუმცა
ყველაზე მიმზიდველი ასპექტები მაინც შემცირებული კომუნალური ხარჯები, მობილურობა და მაქსიმალური თავისუფლებაა. სულ უფრო მეტი ენთუზიასტია მზად დატოვოს პრესტიჟული სამსახური და საკუთარი სახლიც კი, რათა მაქსიმალურად დადებითი ემოციები მიიღოს მოგზაურობისა და ხალხმრავალი ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრებისგან, იცხოვროს ზედმეტი ვალების გარეშე.


პაწაწინა, მინიატურულ სახლში ცხოვრების ფილოსოფიის მხარდასაჭერად იუთუბერმა დევიდ რაულმა გადაწყვიტა თავად გამოეცადა, თუ როგორია პატარა სახლში ცხოვრება. საკუთარი ხელით ააშენა სადემონსტრაციო ობიექტი მხოლოდ 2,2 კვადრატული მეტრის ფართობით.




ძნელი დასაჯერებია, მაგრამ ამ ციცქნა სახლს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ადამიანმა სრულფასოვნად იცხოვროს და სტუმრებსაც კი უმასპინძლოს.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები