სატვირთო კონტეინერი საოცარ სახლად გადააქციეს, სახურავზე - გაზონით

სატვირთო კონტეინერები დიდი ხანია შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა კონფიგურაციისა და განზომილების საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის. მათ ტრანსფორმაციას, როგორც წესი, ახორციელებენ ენთუზიასტები, რომლებიც ოცნებობენ, რაც შეიძლება მალე შეიძინონ ბინა ან მყუდრო სახლი ბუნების წიაღში დასასვენებლად. უბრალოდ შეხედეთ მინიატურული კონტეინერისგან შექმნილ სახლის, რომლის სახურავი ლამაზ მწვანე გაზონად გადაკეთდა, მის საფეხურებს კი სურნელოვანი ყვავილები ამშვენებს.

მინი კოტეჯის საფუძველი შეიძლება იყოს 20 ან 40 ფუტი კონტეინერი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მფლობელის საჭიროებებზე და მიწ
ის ხელმისაწვდომობაზე. წარმოდგენილ მოდელში ფასადი გაფორმებლია ბუნებრივი ხით, რომელსაც შესანიშნავი თბოიზოლაციის მახასიათებლები აქვს, ის ადვილად შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი ფერისა და ტექსტურის მასალით.

მსგავსი კოტეჯის დადგმა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, როგორც ქალაქის გარეუბნებში, ისე ნებისმიერი ზღვის თუ ტბის სანაპიროზე. უფრო მეტიც, მსგავსი კონტეინერისგამ შესაძებელია გაკეთდეს როგორც საცხოვრებელი სახლი, ისე საოფისე ფართი თუ სტუდია.
კონკრეტული პროექტის მთავარი ხიბლი ფუნქციური სახურავია, რომელზეც დამონტაჟდა ღია ტერასა. 

გარდა ამისა, კოტეჯს აქვს არანაკლებ შთამბეჭდავი და სასარგებლო მიშენება, რომელიც მოქმედებს როგორც სახურავზე მიმავალი ფუნქციური კიბე, რომლის საფეხურები ყვავილების ლამაზი კლუმბებით არის გაფორმებული. კიბეების ქვეშ არსებული სივრცე გამოყენება გაზონის სათიბების, სხვადასხვა ხელსაწყოების, დასაკეცი ავეჯის და მობილური საზაფხულო სამზარეულოს შესანახად.

რაც შეეხება ინტერიერს, კონტეინერზე ამოჭრილია ღიობები, რათა შიგნით მაქსიმალურად მეტი მზის შუქი შევიდეს. გარდა ამისა, ფასადი საგულდაგულოდ არის დათბილული, რათა სახლმა სითბო შეინარჩუნოს.

ინტერიერის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ხის ფიცრები და დაფები, გამონაკლისს მხოლოდ სველი წერტილი წარმოადგენს.
სახლში თითქმის არ არის ტიხრები.



მისაღები ოთახი თავისი ტრანსფორმირებადი დივნით შუშის კარის მიღმა მდებარეობს, ღამით ის საძინებლად იქცევა.
ცენტრალური ნაწილი სამზარეულოს უკავია ზეთისხილის ფერის ავეჯით, რომელიც შეკვეთით არის დამზადებული. სამზარეულოს განყოფილებას ესაზღვრება იმავე ფერის ფართო შესანახი კარადა და სასადილო ფართი, რომელიც განისაზღვრება ფანჯრის ქვეშ დამონტაჟებული ბარის დახლით, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერის სახლი შესანიშნავი დამატება იქნება საზაფხულო კოტეჯის ან ბაღის ნაკვეთისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები