ევროპის ყველაზე მაღალი სოფლის ერთადერთი მკვიდრი ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე

ევროპის ყველაზე მაღალი სოფლის ბოჭორნის ერთადერთი მკვიდრი, ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა ასე წარუდგინა ფეისბუქ-საზოგადოებას:

"2012 წლიდან თუშეთში, მშობლიურ სოფელში მუდმივად ცხოვრობს. ბოჭორნა, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრ სიმაღლეზეა, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებად დასახელდა.
ირაკლი ექიმის იმედზეა მთელი თუშეთი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გზა იკეტება. ავადმყოფებთან ცხენით დადის. ბევრს უმკურნალა და გადაარჩინა.
ეს საოცარი კაცი ამ ზამთარსაც თუშეთში იქნება და თუშებსაც და მესაზღვრეებსაც მისი იმედი ექნებათ.
ვიდრე ირაკლი ექიმი ცოცხალი იქნება, ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელი იქნება.
თქვენთან მოკითხვა დამაბარა.
ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო.
დიდხანს იცოცხლეთ!"


კომენტარები

manana 2018-03-21 13:00
ღმერთმა დიდიხანს გაცოცხლოთ კარგო ადამიანო.
amin!!! 2017-12-22 18:37
shen gaixare gamravdli da 1 milionad iqecit!!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები