ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ ბათუმში მდებარეობს. მუზეუმის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი ქედას მკვიდრი, ბატონი ქემალ თურმანიძეა. ოჯახის თანადგომით და ხელშეწყობით დღეს მუზეუმში 3800-მდე ექსპონატია განთავსებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებში. მუზეუმის შესახებ ბატონ ქემალს და მის შვილს, თამთა თურმანიძეს ვესაუბრეთ.
ქემალ თურმანიძე:
- დავიბადე ქედის რაიონის სოფელ ნამონასტრევში. 1979 წლიდან ვცხოვრობ ბათუმში. პროფესიით მშენებელი ვარ, საწარმოო სწავლების და ხეზე კვეთილობის სახალხო ოსტატი. ჩემი გატაცებაა სამუზეუმო საქმიანობა, ეთნოგრაფიის მიმართულებით კვლევა, ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობა, ასევე ქორეოგრაფია, ხალხური ფოლკლორი და ზეპირსიტყვაობაა.
მუზეუმის გახსნამდე ვმუშაობდი ხეზე
კვეთილობის მიმართულებით. ვიღებდი მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე. მიღებული მაქვს თითქმის ყველა ჯილდო, რაც ჩვენს ქვეყანაში გაიცემა. ასევე, მრავალი მედალი, სიგელი თუ დიპლომი, ვარ ღირსებისორდენოსანი და სახელმწიფო ეროვნული პრემიის მფლობელი. ამ ყველაფრის პარალელურად, წლების განმავლობაში დავდიოდი აჭარის მაღალმთიანეთში და მოსახლეობისგან ვყიდულობდი ეთნოგრაფიულ ნივთებს.
- რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება და რამდენად რთული იყო ჩანაფიქრის განხორციელება?
- მუზეუმის გახსნა ასე უცებ, ერთბაშად არ გადამიწყვეტია, ამას ათეული წლები მოვანდომე. თავდაპირველად, ეთნოგრაფიული ნივთებისგან შევქმენი დარგების მიხედვით კუთხეები, შემდეგ, შესაბამისი დარგის მიხედვით დავამზადე მანკენები მოძრაობის, შრომითი საქმიანობის, ხასიათის და ჩაცმულობის გათვალისწინებით. მოწონება დაიმსახურა როგორც პრესის, ასევე ტელევიზიის მხრიდან, რასაც შემდგომში მოჰყვა ხალხის დაინტერესება. ასე, თანდათანობით ათეული წლების განმავლობაში მიიღო მუზეუმის სახე. ჩანაფიქრის განხორციელება მარტივი არ ყოფილა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. გაწეული შრომის გარდა, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, დღეს ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ყოველივე ამად ღირდა.
- დაწვრილებით მოგვიყევით მუზეუმის შესახებ, რას მოიცავს და რისი ნახვა შეუძლია დამთვალიერებელს?
- მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს განსხვავებულ გარემოს, განსხვავებული ცხოვრების სტილის გასაცნობად და რაც ყველაზე მთავარია, იგი თანაბრად მიმზიდველია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
მუზეუმში წარმოდგენილია ყოფითი ცხოვრება, ფეიქრობა, ბიჭების და გოგონათა სათამაშოების კუთხე, ნადირობა, მეთევზეობა, წვრილმანი ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, ბეღელი, ნალია, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ძირითადი ხელოსნობის დარგები, ქვის მთლელი, მჭედელი, თიხის ჭურჭლის დამზადება, ნავთ-მშენებლობა, წისქვილი, ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით. ზემოჩამოთვლილი დარგები გაფორმებულია შესაბამისი ფოლკლორული სიმღერებით (აუდიოჩანაწერი).
საპასუხისმგებლო იყო ეს საქმიანობა, რადგან ჩვენთან მოსული ტურისტი თუ ნებისმიერი დამთვალიერებელი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო და რაც მთავარია, იმდენად სრულყოფილად უნდა წარმოგვედგინა ყველა წვრილმანი, რომ კრიტიკის ან შენიშვნის საფუძველი არავის დარჩენოდა. მხედველობაში მაქვს როგორც ეთნოგრაფები, ასევე ექსპოზიციონერები, ისტორიკოსები, ასე რომ, შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობდი ყველაფერი სიზუსტით და გემოვნებით ყოფილიყო წარმოდგენილი.
ვხელმძღვანელობდი ნიკო ბერძენიშვილის მიერ გამოცემული წიგნებითა და ნაშრომებით, ვითვალისწინებდი დამთვალიერებელთა ინტერესებს, მათ შეხედულებებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად საკუთარი ხედვით და შემოქმედებითი უნარებით მოვაწყვე ის, რასაც დღეს დამთვალიერებელი ხედავს. რამდენიმე თვით, ზოგჯერ წლებითაც ადრე ვგეგმავდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა სამომავლოდ.
- დღეს რამდენ ექსპონატს აერთიანებს მუზეუმი?
- მუზეუმი დღეისათვის მოიცავს 3800-მდე ექსპონატს, რომელიც აერთიანებს 42 დარგს. შრომითი საქმიანობის უკეთ შეცნობის მიზნით, ეს ყველაფერი გაცოცხლებულია 62 მანეკენით და დართული მაქვს 75 ერთეული ისტორიული ფოტო მასალა.
- ვინ გეხმარებოდათ ყოველივე ამაში?
- სახელმწიფომ ერთი ლარის მიყიდვით პრინციპით გადმომცა მიწის ნაკვეთი, სადაც მოვაწყვე ინფრასტრუქტურა, დავრგე ნარგავები, ავამაღლე ტერიტორია და შემოვღობე ბეტონითა და ბუნებრივი ქვით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელებაში 1992 წლიდან გვერდით მედგა მეუღლე. ჯერ კიდევ ახალდაქორწინებულები ვიყავით, როცა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით და პარალელურად, ყოველი დანაზოგით ვყიდულობდით ექსპონატებს. ასე გრძელდებოდა წლები. შეგვეძინა სამი შვილი, გოგონებმა უმაღლესი განათლება მიიღეს და ჩვენს მიერ შექმნილ მუზეუმში არიან დასაქმებულები. ერთ-ერთი ექსკურსიამძღოლია და პარალელურად პიარ მენეჯერობასაც ითავსებს. უფროსი საბუღალტრო საქმეებს აგვარებს. ვაჟი ჯერ სტუდენტია, ისიც ტურიზმის განხრით ეუფლება ცოდნას. ასე რომ, ერთმა ოჯახმა, ერმანეთის გვერდით დგომით შევქმენით პირველი კერძო მუზეუმი საქართველოში, სადაც დასაქმებული გვყავს საქართველოს რვა მოქალაქე.
- ულამაზესი ჩანჩქერი ამშვენებს მუზეუმის ეზოს. ეზოს დიზაინზე ვინ იზრუნა?
თამთა თურმანიძე:
- დიახ, მუზეუმის ეზოში გვაქვს 11 მეტრი სიმაღლის ხელოვნური ჩანჩქერი, ტყის საფარით. მისი აშენების იდეა მუზეუმის მშენებლობის პროცესშივე გაჩნდა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ფაქტობრივად, იგი ეზოს მთავარი ატრაქციაა, სადაც ექსკურსიის ბოლოს თითქმის ყველა დამთვალიერებელი სამახსოვრო ფოტოს იღებს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუზეუმის მშენებლობის პროცესში დიზაინერი, არქიტექტორი არ ჩართულა. ეზოს დიზაინი, გამწვანება, ბილიკები, გარე საგამოფენო სივრცეები - ყველაფერი შექმნილია დამფუძნებლის შეხედულებითა და გემოვნებით.
- ნაგებობათა მაკეტები, ადამიანთა ფიგურები ვის ეკუთვნის, ვისი შექმნილია?
- შესაძლოა ბევრჯერ გამოვიდა ხაზგასმა, თუმცა, მუზეუმის უნიკალურობაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთან წარმოდგენილი თითოეული ხეზე კვეთილობის ნიმუში, ნაგებობათა მაკეტები თუ მანეკენები შექმნილია ერთი პიროვნების, მამაჩემის, ქემალ თურმანიძის მიერ. სწორედ, აღნიშნული ფაქტი, რომ მუზეუმის ექსპონატები ათეული წლების განმავლობაში იქმნებოდა ერთი ადამიანის მიერ, არის ტურისტების დაინტერესების უმთავრესი მიზეზი.
- უცხოელი სტუმრები რა შთაბეჭდილებებით ტოვებენ მუზეუმს?
- ვიზიტორები, დამთვალიერებლები ძირითადად უცხოეთიდან გვყავს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ექსკურსიის ბოლოს მათი უმრავლესობა ტაშით გვაჯილდოებს. მუზეუმში მოსულ ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება აქვს პირადად გაიცნოს ამ ყველაფრის ავტორი და დაუსვას მისთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა.
ასევე, მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს, ერთია შექმნა ხელოვნების ნიმუში და მეორე, სწორად მიიტანო ხელოვანის სათქმელი დამთვალიერებლამდე. ამაში განუზომლად დიდია ჩვენი ექსკურსიამძღოლების (გიდების) როლი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.
მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი მეექვსე წელია გაიხსნა, მოწინავე ადგილს იკავებს და ტურისტთა რჩეული ობიექტია, ისეთ საერთაშორისო ტურისტულ საიტზე, როგორიცაა Tripadvisor.com
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე ვმუშაობთ მუზეუმში წარმოდგენილი დარგების შესახებ ნაშრომის გამოცემაზე, ასევე სურვილი გვაქვს კატალოგის სახით გამოვცეთ ავტორის მიერ შესრულებული ხეზე კვეთილობის ნიმუშები. თავისუფალ დროს ვგეგმავთ კვლავ ვიმოგზაუროთ სოფლებში და თუ ისევ არის შემორჩენილი ძველი ნივთები, შევისყიდოთ, რათა კიდევ უფრო გავამდიდროთ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია. გარდა ამისა, გვსურს სკოლებში ბეჭდვითი სახით გავარცელოთ ინფორმაცია ჩვენი მუზეუმის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მოზარდ თაობას უკეთ გაეცნოს ჩვენი ქვეყნის წარსულს. სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს, რომ ქართველმა მოგზაურებმა თითქმის არაფერი იციან ჩვენს შესახებ, ამიტომ, გვინდა ამ კუთხით მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია, რაშიც დიდი როლი მიუძღვის პრესას, რისთვისაც მადლობას გიხდით თქვენ.
მერი ბლიაძე

კომენტარები