ეს ჭურჭელი დღესაც ბევრს აქვს სახლში - გერმანული "როზენტალის" სერვიზის უნიკალურობა და სილამაზე


ფაიფურის ჭურჭელი სახლის ნამდვილი მშვენება და დიასახლისის სიამაყეა. წლების განმავლობაში ზოგიერთი ბრენდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე ბევრს აქვს მისი ჭურჭელი სახლში. ასეთი იყო „როზენტალის“ ჭურჭელი.
ოდითგანვე ძვირფასი ფაიფური ერქვა იმ ჭურჭელს, რომელიც იყო მყარი, მაგრამ სიფრიფანა და გამჭვირვალე გვერდებით. დღეს მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხს მანქანაშიც დასაშვებია, თუ იგი ოქროთი ან პლატინით დეკორირებული არაა.

ოჯახური ბიზნესი
როზენტალის ფირმა საოჯახო და სარესტორნო ჭურჭლის ერთ-ერთ ძვირფას ბრენდს წარმოადგენს. მისი ისტორია 130 წელზე მეტს ითვლის. თუმცა, თანამედროვეობა არ დაუკარგავს. სილამაზის შექმნაში ცნობილი დიზაინერები,
მხატვრები და დეკორატორები მუშაობდნენ. მათ შორის პოპარტის ფუძემდებელი ენდი უორჰოლი.
ფილიპ როზენტალის მამა რიგითი ფაიფურით მოვაჭრე იყო. 17 წლის იყო ფილიპი, როცა უზრუნველი ოჯახი მიატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. უამრავი პროფესია მოსინჯა და მიხვდა, რომ არჩევანი მინის და ფაიფურის შესყიდვაზე უნდა შეეჩერებინა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, Raitenbach-ის სასახლის ნაწილი იქირავა და მეგობარ მხატვართან ერთად ნაყიდი ფაიფურის ჭურჭლის მოხატვა დაიწყო. ასე დაიწყო 24 წლის ფილიპმა "როზენტალის ფაიფურის" დამზადების ისტორია.



ბრენდის დაბადება 1979 წლიდან იწყებს აღრიცხვას. ფილიპმა ჭურჭლის ყიდვა-გაყიდვაში ძმა მაქსიც ჩართო, მხატვრების რაოდენობა კი 20-მდე გაიზარდა. უკვე 1883 წელს ძმებმა სასახლის დაქირავებული ნაწილი შეიძინეს და თანამშრომლების რიცხვი 80-მდე გაზარდეს.



წარმატებულმა საქმიანობამ მიახვედრა ძმები, რომ ფაიფური ჭურჭლის შეძენას მისი დამზადება ჯობდა და ისინი ზელბში გადაბარგდნენ. "როზენტალი" პოპულარული გახდა თავისი ხარიხით, კრეატიულობითა და ორიგინალურობით. ის ინარჩუნებდა ძველ ფორმებს, მაგრამ როკოკოსა და ბაროკოს კვალდაკვალ მყიდველს მოდენრსაც სთავაზობდა.
თუნდაც სიგარების ფიალა რად ღირს, იგი 1886 წელს დაამზადეს. მას ორგინალური ფორმა და წარწერა აქვს: "ცეცხლწაკიდებული სიგარების მოსასვენებელი ადგილი".


მსოფლიო წარმატება
ფაიფურის ჭურჭლის წარმოებიდან 50 წლის შემდეგ "როზენტალი" გერმანიის უძლიერესი კომპანია იყო. მისი ფილიალები საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
მესამე რეიხის პერიოდში ბრენდს მსოფლიო პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ ებრაული გვარის გამო როზენტალებს გერმანიის დატოვება მოუხდათ. ასე განადგურდა უამრავი არაგერმანული წარმოშობის გვარების ფირმები, მაგრამ როზენტალებმა აქაც გამოიჩინეს ფხა.



1950 წელს ფილიპ როზენტალის ვაჟი, თავადაც ფილიპი სამშობლოში დაბრუნდა და ბრენდი კვლავ ააყვავა. უფროსი როზენტალი 2001 წელს გარდაიცვალა. მან პატივი სცა ოჯახის ტრადიციას, გააათმაგა ოჯახის კაპიტალი და მსოფლიო აღიარება მოუტანა ბრენდს - Rosenthal. თავადაპირველად გამოისყიდა ის სასახლე, სადაც ბრენდი პირველ ნაბიჯებს დგამდა. მის მისაღებ ოთახში ფაიფურის თეფში-სანათები ანათებდა. სარდაფში ფაიფურის მოპირკეთებული აუზი მოაწყო. მის სასახლეს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები, დიზაინერები, მხატვრები სტუმრობდნენ. ააშენა ფაბრიკა, სადაც ჭიშკარში შესულ ადამიანს ფლამინგოს წყარო ხვდება.



როზენტალის სერვიზი
ყველაზე პოპულარული ჩაის სერვიზი "მარიაა" სახელი ფილიპ როზენტალის ცოლის პატივსაცემად ეწოდა. ის 1916 წელს დამზადდა, თუმცა, პოპულარობა დღესაც არ დაუკარგავს. უნდა ითქვას, რომ გამოფენებზე "როზენტალის" სერვიზები მომენტალურად ხდებოდა პოპულარული და ფრანგული ფაიფურის "არტ ნუვოს" კოლექციებსაც კი უწევდა კონკურენციას. საინტერესო ისაა, რომ საუკუნის წინ შექმნილ-მოხატულ სერვიზს, ხმარების შემდეგაც არ დაუკარგავს ფორმა, ნახატებს - ფერი. თანამედროვე სერვიზებს შორის აღსანიშნავის ჩაის სერვიზი პატარებისთვის, რომლებიც "პატარა უფლისწულის" სცენებითაა დამშვენებული.



ვერსაჩესთან მეგობრება
1993 წელს "როზენტალ" და "ვერსაჩი" დამეგობრდნენ. მათი მიზანი იყო შეექმნათ ექსტრავაგანტური და მოდური დიზაინის ჭურჭელი ისე, რომ არ დარღვეულიყო კავშირი ტრადიციულსა და თანამედროვე ელემენტებს შორის. თეფშების ცენტრში, რა თქმა უნდა, ტრადიციული გორგონას თავი უნდა ყოფილიყო. დიზაინში გამოიყენეს ანტიკური და თანამედროვე ელემენტები.



"როზენტალი" დღეს
"იცხოვრე შემოქმედებით" - ესაა კომპანიის სლოგანი. მათი პროდუქცია მუდამ თანამედროვე და ხარისხიანია. "როზენტალი" ქმნის არა მარტო მინისა და ფაიფურის ჭურჭელს, არამედ მოვერცხლილ დანა-ჩანგლებსა და კოვზებს, ვაზებს, ზარებს, სტატუეტკებს, ზარდახშებს. გარდა ამისა, იქმნება ჭურჭელი სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძისთვის. დღეს "როზენტალი" გარდა ტრადიციული სერვიზებისა, ოჯახისა და მდიდრული რესტორნებისთვის ჭურჭელს ქმნის.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები