საუდის არაბეთში, განსაცვიფრებელ ლანდშაფტში, სადაც მთები მცხუნვარე უდაბნოს ქვიშასა და წითელი ზღვის სანაპიროს ერწყმის, მდიდრული კურორტი გაიხსნა. ერთი შეხედვით უსულო კლდეებში კომფორტული ვილები იმალება. ეს გახლავთ ულტრათანამედროვე სასტუმრო კომპლექსი, რომელიც დასვენებისა და გართობის დაუვიწყარ გამოცდილებას გთავაზობთ კლდეებში და უდაბნოს პლატოებზე, რომელიც ასევე ზღვის ლურჯ წყლებს გადაჰყურებს. კურორტი წითელი ზღვის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომელიც მსოფლიოში ლუქს ტურიზმის განვითარების ყველაზე ამბიციურ პროექტად ითვლება.

ყოველმხრივ ეგზოტიკური კურორტი დასავლეთ საუდის არაბეთის ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ რაიონში, ჰიჯაზის მთებში, მდებარეობს, თუმცა საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 20 წუთის

ეს გახლავთ უხეში რელიეფი, სადაც ძველად თავშესაფარს პოულობდნენ ძველი ნაბატეელები (უძველესი არაბული ტომი). სახლების მიუდგომელი კლდეების სიღრმეში დამალვის მათეული გატაცება არქიტექტორების ინსპირაციად იქცა, რომლის წყალობითაც შეიმუშავეს საოცარი პროექტი. თანამედროვე შესაძლებლობების წყალობით, შესაძლებელი გახდა მდიდრული საცხოვრებელი და საჯარო სივრცეების კლდეებში ინტეგრირება, რაც კომფორტს, ექსკლუზიურ კეთილმოწყობას, კონფიდენციალურობას და კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა მილიონობით წლის წინ თავად ბუნების მიერ შექმნილ მთებში განხორციელდა, თანამედროვეებს არ შეეძლოთ ეკოსისტემისთვის ზიანის მიყენება. უპირველესი ამოცანა იყო ლანდშაფტის შენარჩუნება, თუმცა კლდის გათხრებთან დაკავშირებული სამუშაოების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.


მშენებლების თქმით, მათ იგივე მასალა გამოიყენეს, რაც კურორტზე ვილების, რესტორნებისა და სხვა ობიექტების შესაქმნელად გათხარეს. ამან შესაძლებელი გახადა ლანდშაფტის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება და არქიტექტურული ობიექტების საიმედოდ შენიღბვა ლოდებისა და კლდეების ქვეშ, რათა დამთვალიერებლებს მდიდრული კომპლექსის ნახვა მხოლოდ კლდოვან წარმონაქმნებს შორის დამალული ხეობის გადაკვეთის შემდეგ შეეძლოთ.


კურორტი მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით აშენდა და ტურიზმის ინდუსტრიაში მდგრადობის ნათელი მაგალითი გახდა, რადგან ყველა ობიექტი აგებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, ამავდროულად, მზის ენერგია და ჩამდინარე წყლებისა და ნარჩენების შეგროვების, გაწმენდისა და გადამუშავების სისტემები გამოიყენება ფართომასშტაბიანი ობიექტის მხარდასაჭერად.


ასევე, კურორტის ორგანიზატორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და გაზრდას, რეგიონის ცოცხალი ორგანიზმებისა და ეკოსისტემების დაცვას, სამშენებლო სამუშაოების დასაწყისში ორგანიზებულ სპეციალურ სანერგეში მოყვანილი კლიმატისადმი ადაპტირებული მცენარეების დარგვას.


დაინტერესებულ პირებს გვინდა ვაცნობოთ რომ , ვილების და ლუქსის ჯავშნები დაწყებულია. ამჟამად მიმდინარეობს აქცია, სადაც სტუმრები, რომლებიც დაჯავშნიან ზედიზედ ორ ღამეს, მიიღებენ უფასო მესამე ღამეს. ვინც ოთახს 45 დღით ადრე დაჯავშნის, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.


