დახვეწილი და თანამედროვე ინტერიერის 5 საიდუმლო ინგლისელი დეკორატორისგან


ეს შავი ინტერიერი მკვეთრი დეტალებით დეკორის ხრიკების ცოცხალი სახელმძღვანელოა. გაშინებთ შავი ფერი და უჩვეულო აქსესუარები? გადაიკითხეთ ჩვენი სტატია და იქნებ შეგეცვალოთ კიდეც მოსაზრება მსგავს ინტერიერთან და თამამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ინგლისელი დეკორატორის, ებიგეილ არჰენის ექსცენტრიულმა და თამამმა სტილმა ნამდვილად დაიმსახურა ინტერიერის დიზაინერების დიდი ყურადღება. დღესდღეობით ეს ქალბატონი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებისა და სპა ცენტრების გაფორმებით არის დაკავებული, კითხულობს ლექციებს სახლის დეკორთან დაკავშირებით და ასევე მუშაობს სანათებისა და აქსესუარების კოლექციებზე, რომელთა შთაგონების წყაროც მისი უსაყვარლესი ძაღლებია - შნაუცერი მანგო და ტერიერი მოდი.

ებიგეილის
სახლი ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, შენობაში, რომელიც ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში აშენდა. ერთი შეხედვით ეს სახლი ძველი ჰოლანდიელო ოსტატების ნატურმორტს მოგაგონებთ - მუქი ფერი და ბევრი ტექსტურა, დეტალი და ნივთი. ეს ყველაფერი შექმნა დიზაინის ლომმა, როგორც მას მოდის ბლოგერები მოიხსენიებენ. მისი სახლი ინტერიერის დიზაინის ცოცხალ სახელმძღვანელოდ იქცა.
ამ ქალბატონს საკუთარი წესები აქვს, რომელთაც ახლა გაგაცნობთ.

1. იყავით თამამი ფერებთან მიმართებაში



სკანდინავიური სტილისადმი საყოველთაო ყურადღების ფონზე, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს, ებიგეილის შავი ფერისადმი მიდრეკილება ნამდვილად ექსცენტრიულად გამოიყურება, თუმცა ის მშვენიერია. როგორც ავტორი ამბობს, შავი ფერის ფონზე სხვადასხვა აქსესუარები ბრილიანტებივით გამოიყურება. ეფექტის გასაძლიერებლად დიზაინერი გვთავაზობს იატაკის, ჭერის, კარის, სარკის ჩარჩოს და ბუხრის კედლის ფერებში შეღებვას. ავეჯი კი მსგავსი ფერის უნდა იყოს.
ნეიტრალური მუქი ფერი, მაგალითად მუქი ნაცრისფერი, სხვადსხვანაირი განათების დროს სხვადასხვანაირად გამოიყურება და ეს ძალიან მომგებიანია.

2. გაეთამაშეთ მასშტაბებს



დეკორის ნივთები არ უნდა იყოს ერთფეროვანი. ეს ძალიან მოსაწყენია. როდესაც ზომა ვარირებს, სტუმარს სახლში დიდი, უფრო მეტიც, გიგანტური ზომის ფიგურები დახვდება ის არავითარ შემთხვევაში არ მოიწყენს. გიგანტურო ზომის ნივთი შეიძლება იყოს სანათი, მცენარე ან თუნდაც ნახატი.
დიზაინერი თვლის, რომ სწორედ ყველა წესის დარღვევით მიდის ადამიანი წარმატებამდე. პარადოქსია, მაგრამ სწორედ დეტალების, ტექსტურის, დეკორისადა ორნამნტების სიჭარბეს მივყავრთ თითქმის მედიტატიურ სიმშვიდემდე. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი მაგრამ, ეს ყველაფერი მეპატრონის შინაგანი გამოხატულება უნდა იყოს.

3. საიდუმლო ტექსტურაშია



თქვენ შეგიძლიათ მიყვეთ ერთ ფერს, მაგრამ ტექსტურა უნდა იყოს განსხვავებული. ხორკლიანი ზედაპირი ქმნის სიმყუდროვეს. ფოტოზე ჩანს, როგორი სხვადასხვა ტექსტურის დეტალებია გამოყენებული ამ საძინებელში.





4. გაერთეთ და გააოცეთ!






ნუ შეგეშინდებათ ინტერიერში ისეთ დეტალების გამოყენება, რომელიც ადმიანს გაამხიარულებს და გააღიმებს. ეცადეთ შეიძინოთ მხოლოდ ისეთი ნივთები, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, მოსაწყენი ნივთები სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან.



5. მორთეთ ბაღი სახლივით



ბაღი თქვენი დამატებითი ოთახია. კარგად გათვლილი განაათება და ტექსტილი აქ ნამდვილად საჭიროა. მეტი თავისუფლება აქ ხელს ნამდვილად არ შეგიშლით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები