დიღომი 8 – უბანი, რომელიც თბილისის მწვანე ოაზისად იქცა

თბი­ლის­ში ცო­ტაა ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც სიმ­შვი­დე, კომ­ფორ­ტი და ელე­გან­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­თი­ან­დე­ბა. დი­ღო­მი 8 სწო­რედ ასე­თი უბა­ნია — თბი­ლი­სის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ მხა­რეს მოქ­ცე­უ­ლი სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია იზი­დავს მათ, ვინც ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს პირ­ველ ად­გილ­ზე აყე­ნებს.

დი­ღო­მი 8-ის ქუ­ჩე­ბი სუფ­თა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მწვა­ნე და თა­ნაბ­რად გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლია. აქ იგ­რძნო­ბა სივ­რცე და სუფ­თა ჰა­ე­რი, არც მჭიდ­რო კორ­პუ­სე­ბი, არც ხმა­უ­რი და არც მუდ­მი­ვი სა­ცო­ბე­ბია. უბან­ში ვი­ლე­ბი­სა და კერ­ძო სახ­ლე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თო სტილ­სა და ელე­გან­ტუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

სახ­ლი­დან ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაც კი საკ­მა­რი­სია,
რომ ბუ­ნე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე, რაც დი­ღო­მი 8-ს ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა. მთის ხე­დე­ბი, გამ­წვა­ნე­ბა და მტკვარ­თან სი­ახ­ლო­ვე უბანს გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას სძენს და სა­ცხოვ­რებ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის.

დი­ღო­მი 8-ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი „თბი­ლი­სი მოლი“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უბ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი აქვთ, რო­გორც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, ასე­ვე გარ­თო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის.

დი­ღო­მი 8 გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია ოჯა­ხე­ბის­თვის, რად­გან ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი და სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე მწვა­ნე ეზო­ე­ბი და უსაფრ­თხო გა­რე­მო იდე­ა­ლურ სივ­რცეს ქმნის ბავ­შვე­ბის­თვის. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მშობ­ლებს ეხ­მა­რე­ბა შვი­ლე­ბი უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში გა­ზარ­დონ და ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე სერ­ვის­ზე ჰქონ­დეთ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

სწო­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, სიმ­შვი­დე, წეს­რი­გი და ყვე­ლა სა­ჭი­რო ობი­ექტთან სი­ახ­ლო­ვე უბანს ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად აქ­ცევს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები