კომპანიის შესახებ
„მერლონსი“ არის საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მთავარი მიზანია გამართული სერვისით ევროპული ხარისხის პროდუქციის მიწოდება ადგილობრივ მომხმარებელზე კომფორტული შოურუმებიდან.
კომპანიის ისტორია 2011 წელს დაიწყო, როცა „მერლონსმა“ მოახერხა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანტექნიკისა და კერამიკული ფილების ბრენდის – VitrA-ს ექსკლუზიურად შემოყვანა. ეს ნაბიჯი იქცა გარდამტეხ მოვლენად არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ამ ინდუსტრიისთვისაც, რადგან საქართველოში, სადაც სასტუმროებისა და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობა აქტიურად ვითარდებოდა, სწორედ მაღალი ხარისხის, ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბრენდების საჭიროება შეიქმნა.
რითია გამორჩეული VitrA-ს პროდუქცია?
ახალი სივრცეები და დიზაინის მრავალფეროვნება
2023 წელს „მერლონსმა“ გახსნა დიდი ფორმატის ფილების შოურუმი, რომელიც იქცა ინსპირაციის სივრცედ არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. მალე ის გაფართოვდა და ახლა აქ უკვე წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ascale, Infinity, Simas, Aquaforte, Schock, Meir, Dune, Carisa და სხვა.
რა პროდუქციას სთავაზობს მერლონსი მომხმარებლებს?
მერლონსი სთავაზობს მომხმარებელს – დიდი და პატარა ფორმატის ფილების, სამზარეულოს ნიჟარებისა და შემრევების, სააბაზანო მოწყობილობებისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო სხვა ელემენტების ფართო არჩევანს.
ეს შოურუმი არა მხოლოდ პროდუქციის დათვალიერების, არამედ პროფესიონალური რჩევებისა და დიზაინერული გამოცდილების მიღების სივრცეცაა, რაც მომხმარებლის არჩევანის პროცესს უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.
2025 წლის ივნისში კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და თბილისში გახსნა ავეჯისა და განათების ახალი შოურუმი, რომელიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის ცხოვრების სტილსა და მზარდ მოთხოვნებს. ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი მაღალი ხარისხის, დიზაინერულ ავეჯსა და ინტერიერის ელემენტების მიმართ, ამიტომ ეს მიმართულება ბუნებრივი გაგრძელება გახდა „მერლონსის“ განვითარების სტრატეგიისა.
ინოვაციური სერვისები და მომხმარებელზე ზრუნვა
„მერლონსის“ განვითარება მხოლოდ პროდუქციის მიწოდებით არ შემოიფარგლება. კომპანია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელს პროცესები გაუმარტივოს. ამ მიზნით, 2023 წელს ქართულ ბაზარზე პირველად შემოვიდა უახლესი ტექნოლოგია – იტალიური „პრუსიანის“ ხუთღერძიანი CNC დანადგარი. მისი საშუალებით შესაძლებელია დიდი ფორმატის ფილების, მარმარილოსა და გრანიტის დამუშავება მაქსიმალური სიზუსტითა და ეფექტურობით.
რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სერვისს: მიტანას, ატანას და მონტაჟს. საგარანტიო მომსახურებაც მოქნილადაა მოწყობილი – მომხმარებლისთვის პროცესი მარტივია და მაქსიმალურად მორგებული.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ სერვისიც გამართულია – მომხმარებელს შეუძლია ენდოს პროდუქტზე გრძელვადიან გარანტიას.
მაგალითისთვის, საგარანტიო სერვისის მისაღებად აქ არ სჭირდებათ მომხმარებლებს ყუთისა და ჩეკის წარდგენა, ისედაც მარტივად ხდება მათი იდენტიფიცირება კომპანიაში არსებული დახვეწილი ბაზის მეშვეობით.
რა მიზანი აქვს კომპანიას?
„ჩვენი მიზანია ქართულ მომხმარებელს შევთავაზოთ ის ხარისხი და სერვისი, რასაც ევროპის წამყვან ქალაქებში შეხვდები,“ – აცხადებენ კომპანიაში.
მსოფლიო ბრენდები ავეჯისა და განათების სფეროში
ახალ შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდები, რომელთაგან თითოეული საკუთარი კონცეფციითა და სტილით გამოირჩევა:
- Pedrali – იტალიური ავეჯის ბრენდი, რომელსაც 60 წლიანი ისტორია და 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს. ქმნის თანამედროვე, მდგრად ავეჯს როგორც საცხოვრებელი, ისე საზოგადოებრივი სივრცეებისთვის.
- Bolia – დანიური ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ნატურალური მასალების გამოყენებით, ეკომეგობრული მიდგომებით და მინიმალისტური სტილით. მისი ავეჯი ხელნაკეთი ოსტატობისა და მდგრადი არჩევანის სინთეზია.
- LTForm – იტალიური საოფისე სავარძლები, რომლებიც აერთიანებს ელეგანტურ დიზაინს, კომფორტსა და თანამედროვე ერგონომიკას.
- Viokef – ბერძნული ბრენდი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს განათების სისტემების შექმნაში. მისი პროდუქცია აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ფუნქციურობასა და ბუნებრივ მასალებზე დაფუძნებულ ესთეტიკას.
თბილისში არსებული შოურუმი შექმნილია ისე, რომ სტუმარმა პირდაპირ ადგილზე იხილოს, შეეხოს და განიცადოს პროდუქცია. ეს გამოცდილება ბევრად დამაჯერებელია, ვიდრე კატალოგის დათვალიერება და იქედან შერჩევა.
ჰიბრიდული ბრენდინგის სტრატეგია
მერლონსი ახორციელებს ჰიბრიდულ ბრენდინგს – ეს ნიშნავს, რომ კომპანია ერთდროულად ინარჩუნებს პარტნიორი ბრენდების იდენტობას და ამავე დროს ქმნის საკუთარ უნიკალურ სახელწოდებას ქართულ ბაზარზე.
რა სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს ეს მიდგომა?
მომხმარებელს ერთ სივრცეში აქვს შესაძლებლობა ნახოს სხვადასხვა კატეგორიის პრემიუმ და პრაქტიკული სეგმენტის პროდუქცია;
მიიღოს პროფესიონალური კონსულტაცია და სერვისის მხარდაჭერა;
იმუშაოს ისეთ მასალებთან, რომლებსაც მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორები ირჩევენ.
ვისთვის არის განსაკუთრებით საინტერესო მერლონსის ახალი შოურუმი?
„მერლონსის“ ახალი ავეჯის შოურუმი განსაკუთრებით საინტერესოა არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის და მათთვის, ვინც აფასებს სტილსა და ხარისხს. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეარჩიოს არა მხოლოდ მზა ავეჯი, არამედ მის გემოვნებაზე მორგებული ფერი, ტექსტილი და კონფიგურაცია.
სივრცე, სადაც იდეები რეალობად იქცევა
ეს არის სივრცე, სადაც „შთააგონე წარმოსახვა“ სლოგანის მნიშვნელობა ყოველდღიურად ცოცხლდება: მომხმარებელი ინსპირაციას იღებს და საკუთარ იდეებს რეალობად აქცევს.
მრავალფეროვანი სეგმენტები – პრემიუმიდან ხელმისაწვდომამდე
რატომ არის უნიკალური მერლონსი?
„მერლონსი“ საქართველოს ბაზარზე უნიკალურია იმით, რომ არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კატეგორიაზე. კომპანიამ შეძლო პრემიუმ კლასის დიზაინერული ავეჯისა და სანიტარიული ტექნიკის შემოტანა ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიცაა Pedrali, Bolia და VitrA, რომლებიც მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებსა და დიზაინერებში კარგად არიან ცნობილი.
ამავდროულად, შოურუმებში წარმოდგენილია ბაზრის საშუალო სეგმენტისთვის გათვლილი პროდუქტებიც, რომლებიც გამოირჩევა ოპტიმალური ფასისა და ხარისხის ბალანსით. ეს ნიშნავს, რომ „მერლონსში“ ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც კერძო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი ბინის რემონტს აწყობს, ისე დეველოპერი, რომელიც დიდმასშტაბიან პროექტს ახორციელებს.
"მერლონსის" პროდუქციამ და სერვისებმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი უზრუნველყო საქართველოში. ისეთები, როგორიცაა McDonald's-ი, Hilton Batumi, Ibis Styles Tbilisi, Ibis Red Tbilisi, Biltmore Tbilisi, Radisson Tbilisi, იუსტიციის სახლი, საერთაშორისო აეროპორტები, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალი შენობა, სასტუმრო კასტელო მარე და სხვ.
ასეთი მრავალფეროვანი მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს მოემსახუროს ფართო აუდიტორიას – არქიტექტორებს, ინტერიერის დიზაინერებს, სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს, და მათაც, ვინც უბრალოდ სურს საკუთარ სახლში ევროპული ხარისხი და ესთეტიკა შეიტანოს.
ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება
„მერლონსის“ მისიაა - „ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად“.
სწორედ ამიტომ მისი სლოგანი — „ხარისხი, რომელიც განიჭებს სიმშვიდეს და დიზაინი, რომელიც გხდის თავდაჯერებულს“ — არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის ბრენდის ყოველდღიური საქმიანობის ფილოსოფია.
რატომ მერლონსი?
დღეს „მერლონსი“ არ არის მხოლოდ პროდუქციის დისტრიბუტორი. ეს არის ბრენდი, რომელიც ქმნის გამოცდილებას, აერთიანებს ინოვაციასა და ტრადიციას და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ გარემოს, სადაც ხარისხი და სტილი ჰარმონიულად ერთიანდება.
თანამედროვე ევროპული ბრენდები დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოსდაცვით სტანდარტებს – ავეჯის გადამუშავებადობას, წყლის ეკონომიას სანიტარიულ ტექნიკაში, ეკო-მეგობრულ წარმოებას. „მერლონსი“ ამ ღირებულებებს საქართველოში ავრცელებს.
R