ანტიტრენდები ინტერიერში - დიზაინი, რომელიც არააქტუალური და მოძველებულია

მოდა მუდმივად იცვლება. ეს ინტერიერის მოდასაც ეხება. ხდება ისე, რომ სოლიდურ თნხას გაიღებ, გგონია, რომ სახლი ბოლო მოდაზე მოაწყვე და ერთ წელიწადში... ნურას უკაცრავად, შენი არჩეული დიზაინი აქტუალობას კარგავს. ყველაზე ახალი დიზაინიც კი შესაძლოა იქცეს ყველაზე არააქტუალურად. აბა, როგორ მოვიქცეთ?

ბევრი რჩევებისთვის პროფესიონალებს მიმართავს ხოლმე. თუმცა ეს იმის გარანტია მაინც არ არის, რომ თქვენი დიზაინი დიდი ხნის განმავლობაში წარმატებული იქნება. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დროსთან ერთად იცვლება ადამიანების გემოვნება და ახალმა ტრენდებმა შესაძლოა ძალიან მარტივად გადაუსვას ხაზი ყველაფერ იქამდე არსებულს.

ინტერიერის გადაწყვეტა

სტერილურად ახალი
ავეჯი

ახალი რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კარგად ეხამება რაღაცას, დიდი ოსტორიის და წარსულის მქონეს.
ეს შესაძლოა იყოს ფოტოები, ჭურჭელი, ჩარჩო, რომელიმე საყოფაცხოვრებო ნივთი. სრულიად ახალი ნივთებით მოწყობილი სახლი არ არის მყუდრო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი არის მაღაზიაში და არა ოჯახში.

ავეჯის კომპლექტი
ავეჯის გარნიტურმა აქტუალობა დიდი ხანია დაკარგა და რეტრო სტილის გადმონაშთად აღიქმება ამ ცნების არცთუ კარგი გაგებით. ალბათ გახსოვთ ოსტაპ ბენდერი და მისი 12 სკამი. დიახ, ეს მაშინ მოდაში იყო, მაგრამ მას შემდეგ 100 წელი გავიდა და დროა მივიღოთ ცვლილებები.

ერთი ჭაღი

ყველაზე ლამაზი, ყველაზე დიდი ჭაღიც კი ვერ გაანათებს კარგად მთელ ოთახს. სწორედ ამიტომ მოიფიქრეს ინტერიერის დიზაინერებმა სივრცის ზონირება და თითოეული ზონისთვის ინდივიდუალური განათება. დიზაინის კუთხით ეს ძალიან ეფექტური გადაწყვეტილებაა.

მასიური ავეჯი
ერთის მხრივ ნატურალური ხე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ეს გახლავთ ხარისხი, გამძლეობა, მაგრამ მეორე მხროვ ის დიდ ადგილს იკავებს. გვაკარგვინებს სივრცეს. ძნელია ასეთ ავეჯთან თანამედროვე ნივთების შეხამება.

ნამდვილი კლასიკა

წარსულს ჩაბარდა ბევრი სახის შალითა და დეკორატიული ქსოვილი, ხალიჩები, ფარდაგები, ხავერდი, მოოქროვილი ნივთები. ზოგს ეს მოსწონს, მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ ის მტვრის ბუდეა. გეთანხმებით, შეიძლება მდიდრულია, მაგრამ ალერგიული და არა თანამედროვე. და თუ გაქვთ ეს ნივთები, თითო უნდა გქონდეთ და უფრო აქცენტირებულად, ვიდრე დიდი დოზით.

პრიალა ზედაპირი და თეთრი ფერი

სრულიად თეთრი ინტერიერი საავადმყოფოს მოგაგონებთ და ასეთ სივრცეში ცხოვრება რამდენად არის კომფორტული, თქვენი გადასაწყვეტია.

როგორც ქვა და როგორც წითელი ხე

მოძველდა ნატურალური მასალების იმიტაცია, იქნება ეს ნატურალური ქვა თუ ხე. რაც გინდა კარგად იყოს იმიტირებული, მაინც ეტყობა, რომ ეს არ არის ნამდვილი. ყალბი კი ლამაზი არაა ხოლმე.

გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა ნიუანსი რემონტის დროს. ეს ნამდვილად საყურადღებოა და თუ მათ განახორციელებთ, დაგვიჯერეთ, არ წააგებთ და შედეგად მიიღებთ დახვეწილ, სადა ინტერიერს, რომელსაც მოდის ცვალებადობა დიდს ვერაფერს დააკლებს, რადგან გემოვნება და სისადავე ის ფაქტორებია, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები