რომელი ნივთების შეძენა ჯობს „მეორადებში“


ახალი ნივთები ყოველთვის პანაცეა არ არის. ზოგჯერ ანტიკვარის მაღაზიებსა და ე.წ. მეორადებში ისეთი ნივთების შეძენაა შესაძლებელი, რომელიც თქვენს ინტერიერს იდეალურად მოერგება. ხშირად აქ ისეთ ორიგინალური და ხარისხიანი რამ შეგხვდებათ, რასაც სხვაგან უბრალოდ, ვერ ნახავთ. მოდით, ვნახოთ, რომელი ნივთები შეგვიძლია შევიძინოთ მეორად მდგომარეობაში.

სასანთლე


ტყუილად როდი ამბობენ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მოდა ცვალებადი და ბრუნვადია და ადრე თუ გვიან მოდაში შემოდის ისევ ის, რაც ოდესღაც უკვე იყო აქტუალური. მაგალითად, ძველებური შანდლები , სასანთლეები შესაბამის ინტერიერში ვინტაჟურად და ძალიან ლამაზად
შეიძლება გამოიყურებოდეს.

წიგნები



ძველმანების მაღაზიაში რეალურად შესაძლებელია ძალიან საინტერესო და იშვიათი წიგნის ნახვა. ფასიც შედარებით ხელსაყრელი აქვს ხოლმე. სხვათა შორის, ძველ წიგნებს დიზაინერები როგორც აქცენტს, ისეც იყენებენ ხოლმე, აღიქვამენ მას დეკორის ნაწილად.

შუშის ნივთები

ინტერიერის გაფორმების დროს დიდი ძალისხმევა სჭირდება ხოლმე მის დეტალებით გამდიდრებას, აქტუალობას არასდროს კარგად შუშის აქსესუარები, რომლის შეძენაც ნამდვილად არის შესაძლებელი ძველ ნივთებს შორის.

ერწერული ტილოები და ჩარჩოები


კედლების გაფორმება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება ნახატია, რომლის შეძენაც ნამდვილად ღირს მეორად ნივთებში, ასევე ხშირად გვხვდება ასეთ ადგილებში ვინტაჟური, ძველებური აფიშები, რაც ზოგიერთი დიზაინერისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა ხოლმე.

ფაიფური


ფაიფური ის არის, რაც ძველებური ნივთების მაღაზიებში თამამად და დაუფიქრებლად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ავეჯი


მეორედების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ვინტაჟური ავეჯი, რესტავრირებული ან თავად გაუკეთო მას რესტავრაცია, თუმცა გვინდა გირჩიოთ, რომ საუბარი არ არის რბილ ავეჯზე, რბილი ავეჯის მეორად მდგომარეობაში შეძენა ბევრად მეტ სიფრთხილეს საჭიროებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები