2023 წლის აქტუალური ნივთები და ტრენდები ინტერიერში

თუ თქვენი ინტერიერი მოძველდა, შეგიძლიათ გადაახალისოთ და აქციოთ უფრო თანამედროვედ. ამისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე აქსესუარი.
გაინტერესებთ, რომელიც ნივთები, აქსესუარები მიიჩნევა ტრენდულად 2023 წელს?

მრგვალი ფორმები და ხაზები

თანამედროვე მოდა ორიენტირებულია უსაფრთხოებზე, კომფორტსა და სიმყუდროვეზე, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოიყენება მომრგვალებული ფორმები.
აღნიშნულ ტრენდს ოთახის გეომეტრიაც კი ექვემდებარება. თუ რემონტის პროცესში ხართ, გირჩევთ გააკეთოთ მომრგვალებული კუთხეები და თაღები. ეს ძალიან ლამაზია.

ინდივიდუალურობა და ვინტაჟი

ადრე ძალიან ბევრი ინტერიერი ჰგავდა ერთმანეთს, ეს თითქოს ნორმა იყო, ახლა კი
აქტუალურია ინდივიდუალური ინტერიერი და ასევე ვინტაჟია ელემენტები. ნორმა ინტერიერში აღარ არსებობს, ყველს შეუძლია მოირგოს მისთვის სასურველი სტილი, შერეული თუ ცალკე აღებული. განსაკუთრებით ხელსაყრელია ამ კუთხით ვინტაჟური ნივთების გამოყენება, რომელიც სივრცეს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს და ხდის მას ყველასგან გამორჩეულს.

ფერთა გამა


ამ წელს ძალიან აქტუალურია თბილ ფერთა გამა, მაგალითად ვარდისფერი და ყავისფერი. ის ინტერიერს ბევრად ღრმასა და მრავალფეროვანს ხდის. ასეთ ფერებს უხდება ბუნებრივი მასალები, მაგალითად ხე, ტილო, ბამბა, როტანგი და სხვა.

შპალერი მაქსიმალიზმის სტილში

საბედნიეროდ, მოსაპირკეთებელი მასალები არც ისე ხშირად კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით შპალერი, ამიტომ, თუ რემონტის პროცესში ხართ და შპალერს ანიჭებთ უპირატესობას, ნუ შეშინდებით, გარწმუნებთ, ის 5 წლის შემდეგაც იქნება მოდაში, თუმცა გირჩევთ შეარჩიოთ მაქსიმალისტური სტილის.

როტანგი

ქვასთან, ხესთან და ნატურალურ ფერებთან ერთად ბოლო დროს ძალიან პოპულარულია როტანგი. მისი მთავარი ხიბლი ბუნებრივი ფაქტურაა, რომელიც ინტერიერს დამატებით სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს.

ტყავის დეკორატიული ელემენტები

კიდევ ერთი ტრენდული და აქტუალური მასალაა ტყავი, ამიტომ სერიოზულად გირჩევთ, თქვენს ინტერიერს დაუმატოთ ტყავი, თუმცა ზომიერად, რამდენიმე აქცენტი აბსოლუტურად საკმარისი იქნება.

ხელოვნების ნიმუშები

თუ გინდათ, რომ თქვენი სახლი იყოს მდიდრული და დახვეწილი ყურადღება ხელოვნების ნიმუშებზე გაამახვილეთ, შეარჩიეთ ფერწერული ტილოები, დახვეწილი ნამუშევრები, რომელიც რეალურად დაამშვენებს თქვენს ინტერიერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები