მიუხედავად იმისა, რომ კედლის მოპირკეთება ერთი და ორი წლით არ ირჩევა ხოლმე, ამ შემთხვევაშიც არსებობს რაღაც, რაც მოდაშია და რაც არც ისე აქტუალურია. მოდით განვიხილოთ, როგორი კერამიკული ფილებია მოდაში 2023 წელს და გადავხედოთ ტენდენციებს, რომელიც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში აქტუალობას ნამდვილად არ დაკარგავს.
დავიწყოთ იმით, რომ აბაზანის დიზაინი ფილების ნაირსახეობით იწყება, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით არც ისე განსხვავდება, მთავარი განმასხვავებელი ფაქტორები ფასი, ფორმატი და ვიზუალია.
ყველაზე გავრცელებული აბაზანის მოსაპირკეთებლად თიხისგან დამზადებული ფილებია, სხვადასხვა ფორმისა და ფერის. თიხა მაღალ ტემპერატურაზეა გამომწვარი, რაც
მას საიმედოსა და გამძლეს ხდის.
არსებობს ასევე კერამოგრანიტი, რომელიც მზადდება ისევ თიხისგან, თუმცა ის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ იპრესება და რაც მის გამძლეობას უზრუნველყოფს. კერამოგრანიტიც, ისევე, როგორც კერამიკული ფილები, არსებობს სხვადასხვა ფორმის, ფერის და ზომის. კერამოგრანიტის ფილებს შედარებით დიდი ზომისას უშვებენ. რაც შეეხება მის ნაირსახეობას, კაფელთან შედარებით მწირია. ძირითადად ბუნებრივი მასალების, ქვის, ხის, მარმარილოს იმიტაციას წარმოადგენს.
თანამედროვე მასალაა კვარცვინილი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლები სწორედ რომ სველ წერტილებზეა გათვლილი, მას არ აშინებს წყალი და ტემპერატურის ცვალებადობა, ადვილად ირეცხება და მდგრადია მექანიკური დაზიანებებისადმი. ვიზუალურად ლამინატს უფრო წააგავს ვიდრე კერამოგრანიტს ან ქვას, ამიტომ ძირითადად იატაკისთვის იყენებენ. ვიზუალურად ხეს ან ქვას წააგავს. ძალიან უხდება ლოფტის სტილს და მინიმალიზმს.
ახლა კი ვნახოთ, რა აღარ არის მოდაში. მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთების შემთხვევაში მოდა შედარებით ნელა იცვლება, ვიდრე დეკორირებაში, რამდენიმე ანტიტრენდის გამოყოფა მაინც შესაძლებელია. მოძველებულ ვარიანტად ითვლება პატარა ზომის ფერადი კაფელი, მაგალითად მოზაიკა ან მინიკვადრატები, ერთნაირი ფილები ოთხივე კედელსა და იატაკზე.
2023 წელს მოდაშია პრიალა ზედაპირები, მუქი ფერები, მარმარილოს ტიპი, ნახატები, ხორცისფერი, კლასიკური ფორმა, რთული ფერები.