მინიმალიზმი სახლში - ინტერიერი, სადაც ზედმეტი არაფერია, მილენიალთა თაობის არჩევანია

მილენიალებზე, Y თაობის ადამიანებზე (დაბადებული 1984 წლიდან 2000 წლამდე), რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ კრაფტ ყავისა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მიმართ, ბევრი თქმულა და დაწერილა. ისინი ვერ იტანენ საზღვრებსა და შეზღუდვებს, თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ. ზრდასრულ ასაკში შესვლის მომენტის გადადების ტენდენციის გამო პიტერ პენის თაობასაც კი უწოდებენ.

თუ საცხოვრებელი სახლის ინტერიერის მოწყობაზე ვისაუბრებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მათთვის პრიორიტეტი ეკოლოგია და სიმშვიდეა, ცხოვრება ზედმეტი ქაოსის გარეშე. მილენიალები უარს ამბობენ მშობლების ანტრესოლებზე, პირსახოცების და მზითვის დაგროვებაზე, ბებიის დროინდელ ფაიფურის სერვიზებზე, ირჩევენ
მარტივ და მკაფიო მინიმალისტურ სტილს.

რა არის მინიმალიზმი? მინიმალიზმი არის ცხოვრების წესი, რომელიც დაყვანილია აბსოლუტურ მინიმუმამდე. მინიმალიზმში არ არის ადგილი "ზედმეტი" ნივთებისთვის. ის მიზნად ისახავს ზედმეტ მოხმარებაზე უარის თქმას და მხოლოდ საჭირო ნივთების ყიდვას, სტილის დევიზია "რაც ნაკლები, მით უკეთესი".
ალბათ დაგებადებათ კითხვა: სიმარტივე და მინიმალიზმი ერთი და იგივეა? არა! მინიმალისტური დიზაინი არ არის მხოლოდ გარეგნული იერსახე, ის ასევე ეხება ემოციებსა და შეგრძნებებს. მსგავსი ტიპის ლაკონური ინტერიერი ამშვიდებს ადამიანის ნერვულ სისტემას და დადებით აურას ასხივებს. ამ სტილის საზღვრებს არ შეიძლება ეწოდოს ბუნდოვანი. არსებობს გარკვეული წესები და მითითებები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მიმართულებას.

ნეიტრალური ფერები
თუ მინიმალიზმს ირჩევთ, ხმამაღალი "არა" უთხარით ფერს! მინიმალისტურ სახლში ჭარბობს ნეიტრალური ფერები - თეთრი, ნაცრისფერი ან კრემისფერი და პასტელის ფერები, როგორც წესი, მონოქრომული.

ღია სივრცეები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალიზმი არის ცხოვრების წესი ზედმეტი ხმაურის გარეშე, ანუ დიზაინი, რომელშიც მსუბუქი ესთეტიკა და ჰაერის შეგრძნება შერწყმულია უმარტივეს ელემენტებთან, რომლებიც არ არის თვალსაჩინო, თუმცა ქმნიან ერთიან სტილს.

სუფთა ხაზები
მინიმალისტურ ინტერიერში წამყვანი როლი სიმარტივეს აკისრია. დომინირებს მკაფიო ხაზები. ინტერირი ფოკუსირებულია ფუნქციურობაზე და არა დეკორაციებზე.

ფოკუსი
ამავდროულად, მნიშვნელოვანია ინტერიერში "ფოკუსის" შექმნა , საჭიროა ერთი თვალსაჩინო დეტალი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ინტერიერი მოსაწყენი არ იყოს.

რატომ უყვართ მილენიალებს მინიმალიზმი?
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან არიან ისინი, მთავარია ის, რომ მათ გემოვნებას განსაზღრავს მათი პირადი უპირატესობები, ასევე გარემოებების შედეგი. მრავალი კვლევის მიხედვით, მილენიელები 20%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი მშობლები. როდესაც შემოსავალი ნაკლებია და დანაზოგი თითქმის ნულოვანია, მინიმალიზმი თითქმის ერთადერთი გონივრული არჩევანია. უფრო მეტიც, ამ ადამიანებს ცოტა დრო აქვთ სახლის მოვლისთვის. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ისინი ორიენტირებულები არიან სიმარტივეზე, შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ეს აუცილებელია.


თუმცა ერთადერთი მიზეზი არ გახლავთ. მილენიალი პირველი თაობაა, ვინც ისარგებლა ტექნოლოგიებით. თანამედროვე სამყარო ძალიან განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელშიც ადამინები 40-50-60 წლის წინ ცხოვრობდნენ. სასტუმრო შეიძლება გახდეს ჩვენთვის სახლი, კაფე კი ოფისი. ჩვენი ცხოვრების სწრაფად ცვალებადი ტემპის და ხასიათის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არის საჭირო ისეთი "მატერიალური საგნების" დაგროვება, რომლებიც ადამიანს ადგილთან დააკავშირებს.

ბუნებაზე ზრუნვა "ათასწლეულის" ადამიანის ქცევის კიდევ ერთი გამორჩეული ასპექტია. ცხოვრების ამ წესის პოპულარობა თანდათან იზრდება, რადგან 21-ე საუკუნის უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი იწყებს იმის გააზრებას, თუ რამდენ ზიანს ვაყენებთ ადამიანები ბუნებას თუნდაც პლასტმასის წარმოებით და გამოყენებით და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები