ზაალ ჩიქობავას ოჯახში თითოეული წევრისთვის დაიდგა ნაძვის ხე

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. მისი მორთვა ზოგისთვის უბრალო აუცილებლობაა, ზოგი კი ამ საქმეში მთელ გულს დებს და ნაძვის ხის აწყობას ერთგვარ რიტუალად აქცევს. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მსახიობ ზალიკო ჩიქობავას მეუღლე თათა სვანიძე, რომელმაც 2017 წლის დასახვედრად არა ერთი, არამედ ოთხი ერთამნეთზე უკეთესი ნაძვის ხე დადგა...

- წელს ნაძვის ხე კი არა, ნაძვის ტყე მოგიშენებიათ...
- ასე გამოვიდა. ყოველს წელს თითოს ვამატებ. შარშან სამი მქონდა, წელს მეოთხე მივამატე და ოჯახის წევრების სახელები დავარქვი. უკვე თითოეულ ჩვენგანს სათითაოდ გვაქვს

ნაძვის ხეები. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, შენ ალბათ მომავალ წელს კიდევ ერთ შვილს მეხუთე ნაძვის ხის ხათრით გააჩენო (იცინის).
მე ძალიან მიყვარს ახალი წელი და სულ ვამბობ, ამ დროს ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებს განწყობას-თქო. გასაგებია, ირგვლივ მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ ხელმისაწვდომ ფასებშიც შეიძლება ადამიანმა გაიხალისოს თავი. აი, მაგალითად ჩემს ნაძვის ხეებს სულაც არ ამშვენებს მაინცდამაინც ძვირად ღირებული მოსართავები, რასაც ხედავთ, ფანტაზიის და კრეატივის ნაყოფია.


- ალბათ ამ ნაძვის ხეების აწყობას საკმაო დროს ანდომებთ...
- ნამდვილად შრომატევადი საქმეა, ოთხივეს ვაწყობ პარალელურ რეჟიმში... მთელი რიტუალია ეს. დავაწყობ სათამაშოებს ძირს, მივუჩენ ნაძვის ხეებს ადგილს და ვიწყებ მორთვას. დავკიდებ რაღაცას, არ მომეწონება? გადავანაცვალებ მეორეზე და ა.შ ვარ განცხრომაში. თან ეს ყველაფერი ხდება მუსიკისა და სიმღერის ფონზე. 
მერე თვალი ისე მაქვს უკვე გაწაფული. საკმარისია, ვინმემ თუნდაც ერთ სათამაშოს ადგილი შეუცვალოს, მაშინვე ვხვდები. ამას წინათ მივედი სახლში და მივხვდი, რომ ნაძვის ხეებთან ისე არ იყო ყველაფერი, როგორც დავტოვე. ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი და ჩემი მეუღლე მეუბნება, ეტყობა ფარდა რომ გადავწიე და ფანჯარა გამოვაღე, მაშინ აირია რაღაცო. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მინიმალური ცვლილებაც კი არ გამომეპარება.


მე ისე მიყვარს ნაძვის ხე და მისი ატრიბუტები, რომ ჩემი ის მეგობრებიც კი ფანატიზმამდე მივიყვანე და ნაძვის ხეების მორთვა "დავაწყებინე", ვინც საახალწლოდ მხოლოდ ნაძვის ტოტის მორთვით იფარგლებოდნენ ხოლმე.

- ნაძვის ხის სათამაშოებს თავადაც ხომ არ ამზადებთ?
- მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ქსოვა, კერვა, ქარგვა, ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება არასდროს მიცდია... იმდენნაირი ხელნაკეთი სათამაშოა, ამის საჭიროებაც არაა. მიხვალ, იყიდი და გაალამაზებ. თუმცა, გამოვტყდები, ვიდეოგაკვეთილები რომ მინახავს, მითქვამს, რა უნდა ამის გაკეთებას, ხომ შემეძლო, თავადაც დამემზადებინა-მეთქი. რეალურად კი, არასდროს არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია.


ციცი ომანიძე

ასევე იხილეთ ქალბატონი ტატას შესანიშნავი ორანჟერეა მრავალსართულიანი სახლის აივანზე

კომენტარები

nino 2016-12-28 00:07
tata zalian lamazi nazvis xeebi gaqvs. zalian momwona yovelives es rac shen gagiketebia. yochagi gogo xar, mraval axal wlebs daeswari yoveltvis bednieri da sixarulit sacse, miyvarxarr

კომენტარის დამატება