ძვირფასი ტილოები და ექსკლუზიური ავეჯი - მირანდა მირიანაშვილის არტ-სახლი

მომღერალი, გემოვნებიანი ქალბატონი, ელიტური ქრონიკების გმირი მირანდა მირიანაშვილი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და დღესდღეობითაც ბევრ დროს ატარებს რუსეთში, ასევე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს მეუღლესთან - ლეონიდ ოგარევთან ერთად. თუმცა წელიწადზე მეტია, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა - ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. მათ მირანდა საქართველოში ზრდის და ამის გამო ბოლო პერიოდში სამშობლოში დიდ დროს ატარებს.

მირანდამ და მისმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ რუსულ გამოცემა ARTANDHOUSES-ს უმასპინძლეს და ქალბატონმა მირანდამ თავის სახლსა და კერძო კოლექციაზე ისაუბრა. გთავაზობთ ფოტოებს და მცირე ამონარიდს მისი
ინტერვიუდან.


- ელიტური ქრონიკების ცნობილი პერსონაჟი ხართ, მაგრამ თქვენი თანამედროვე ხელოვნების უნიკალური კოლექციის შესახებ ბევრმა არ იცის. რამ გიბიძგათ, რომ კოლექციონერი გამხდარიყავით?
- მე და ჩემს ქმარს სახლის კარი ღია გვაქვს ელიტური წვეულებებისთვის, მიღებებისთვის, თემატური საღამოებისთვის, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები ყველასთვის ცნობილია, ვერ ვიტყვი, რომ უცნობია ჩვენი ეს გატაცება. უბრალოდ, პროფესიონალურად არ ვართ ამით დაკავებული. მე მაინც ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს კოლექციონერს, თუმცაღა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნამუშევრები გვაქვს უკვე. ვშიშობ ჩვენს მონაგარს ვუწოდო "კოლექცია", ეს დიდი პასუხისმგებლობაა.


- რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
- ხუთასზე მეტი. ლეონიდს აქვს ვლადიმირ იაკოვლევის და სხვა ნონკონფორმისტების დიდი კოლექცია. მათ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იძენდა და ვერც აცნობიერებდა, რომ ეს კოლექციის შეგროვება იყო.


- ყველა ნამუშევარს აქვს მიჩენილი თავის ადგილი თუ სადმე გაქვთ შენახული? ცვლით ხოლმე ექსპოზიციას?
- ახლა ქალაქგარეთ გავცვალეთ სახლი და რაღაცეების გატანა მოგვიწია. მალე მოვრჩებით ახალი სახლის გაფორმების პროცესს. იქ იქნება ბევრი სკულპტურა, მათ შორის - სახურავზეც. და რა თქმა უნდა, ექსპოზიციებს ვცვლით, რადგან როცა ახალს ვყიდულობთ, გვინდა მას მაშინვე მივუჩინოთ ადგილი. თბილისის სახლშიც ბევრი ნამუშევარი გვაქვს. 


ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, როდესაც ცოლ-ქმარი ერთად არის რაღაცით გატაცებული. ხანდახან თვითონვე გვიკვირს, როცა აღმოვაჩენთ, რომ ცალ-ცალკე მოგვეწონა ერთი და იგივე მოულოდნელი და უცნაური რამ. ასე რომ, არჩევანსაც ერთდროულად ვაკეთებთ ხოლმე, თუ რა შევიძინოთ.


- ინტერიერში საკმაოდ ბევრი გაქვთ დიზაინერული ავეჯიც... უკვეთავთ მათ თუ მზა ნიმუშებს იძენთ?
- სხვადასხვანაირად ხდება. მაგალითად, ეს სავარძელი  FIAC-ზე ვიყიდე, რამდენიმე მაგიდა და საწოლი ჩემი ქმრის პროექტით დაამზადა ილია პიგანოვმა. როიალიც მას შევუკვეთე.

















კომენტარები

nino 2018-04-13 11:59
mand yvelaze Zvirfasi mxolod ori patara angelozi vnaxe :)
რუსა 2018-04-11 11:09
პორტრეტები სახში არაა კარგი,ასრვე ზოგიერთი ფიგერები კატასტროფააა...
მეა 2018-03-17 22:57
შემეშინდა აქ რა მაცხოვრებს მძიმე სახლია
ნინო 2018-01-26 10:23
მძიმე სახლია,ასე მგონია ასეთ სახლში ვერ გავძლებ. ბავშვებს არ უჭირთ?ნეტა იმათ ტვინში და სულში ჩამახედა...
ირმა 2018-01-22 10:29
ბავშვს ვერ გავაჩერებ ასეთ სახლში, შემეშინდა, რაღაც ცუდი აურა იგრძნობა. პატარა ანგელოზები ალამაზებენ მხოლოდ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები