მომღერალი სოფო გელოვანი მეუღლე ნოდი ლანდიასთან და ორ ვაჟთან ერთად 2 წლის წინ საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. თუმცა მეუღლის დიდ ოჯახში გატარებულ 5 წელს ძალიან თბილად იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფო კარგად და მყუდროდაა მოწყობილი, ამბობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ჩვენი დროებითი საცხოვრებელია, ჩვენი სახლი უფრო ბუნებაში, სუფთა ჰაერზე წარმომიდგენიაო. მართალია, სოფოს ბიჭების ერთად შეკრება ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ დიასახლისის დახმარებით ოჯახური ფოტოსესიაც მოვაწყვეთ.
- ბავშვობა ბარათაშვილის ხიდთან, კულტურის სამინისტროს გვერდით რომ ძველი სახლია, იქ გავატარე, შესაბამისად, ამ უბანზე
ვარ შეყვარებული. ჩემი მეუღლეც იქვე ახლოს ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, იმავე უბანში გავთხოვდი. 5 წელი ვიცხოვრეთ ჩემი მეუღლის დიდ ოჯახთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ამას სულ სხვა ხიბლი აქვს. მეც დიდი ოჯახიდან მოვდივარ - სამი და, ერთი ძმა, მშობლები, ბებია-ბაბუა ერთად ვიყავით და ამის შემდეგ უკვე ნოდის მშობლებთან ცხოვრებაც არ გამჭირვებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდნენ, ჩემთვის კომფორტი შეექმნათ, განებივრებული ვიყავი დახმარებით, იმდენი საქმე ნამდვილად არ მქონდა, რაც დღეს მაქვს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცალკე გადმოსვლა მეც ძალიან გამიჭირდა, ჩემს უფროს ბიჭს, დათას, ის სახლი უფრო უყვარს და გული სულ იქით მიუწევს, მაგრამ ვცდილობ, აქაურობაც შევაყვარო. მიუხედავად იმისა, რომ ბებიები და ბაბუები მუდამ გვერდში გვიდგანან - ბავშვების დატოვება იქნება ეს თუ სხვა, რაც ცალკე გადმოვედით, საოჯახო საქმეები მთლიანად მე დამეკისრა. არ მყავს დამხმარე, რომელიც დამილაგებს სახლს, მომიმზადებს სადილს, თავად ვაკეთებ ყველაფერს და მსიამოვნებს კიდეც. როცა საქმე მაქვს და გასასვლელი ვარ, ნოდიც მეხმარება და მიწყობს ხელს. ზოგადად, ოჯახის, ბავშვების, საშინაო საქმის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება საკმაოდ რთულია, მაგრამ როცა ხელს გიწყობენ, შეუძლებელი აღარაფერია. მიუხედავად ასეთი თბილი ურთიერთობების და მოგონებებისა, ვფიქრობ, მაინც ჯობია, წყვილმა ცალკე იცხოვროს და თავად იზრუნოს საკუთარ შვილებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მყუდრო სახლი გვეყიდა, სადაც შევქმნიდით ჩვენს ისტორიას.
ჩემს მეუღლეს ძალიან უნდოდა სახლი ქალაქგარეთ, მაგრამ მე ვიყავი წინააღმდეგი. მართალი გითხრათ, მეც ვოცნებობ ასეთ სახლზე, მაგრამ როდესაც გყავს შვილები, დადიან სკოლაში, ბაღში, სხვადასხვა წრეზე და დღის განმავლობაში ბევრი სარბენი გაქვს, ძალიან რთულია ქალაქგარეთ ცხოვრება. როცა გაიზრდებიან, დიდი იმედი მაქვს, გადავალთ სადმე ქალაქთან ახლოს, სუფთა ჰაერზე. რაც შეეხება ამ ბინის ყიდვის ისტორიას, სრულიად სპონტანურად მოხდა, სიმართლე გითხრათ, საბურთალო ჩემთვის უცხო უბანი იყო, მით უმეტეს შანხაი, მაგრამ ქუჩა, სადაც ჩვენი კორპუსი მდებარეობს, შედარებით შემაღლებულზეა და ისე ძალინ დაბინძურებული არ არის ჰაერი. სწორედ ამან მოგვხიბლა და ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ დავსახლებულიყავით. მაშინ შავი კარკასი იყო, ფასიც - ჩვენთვის მისაღები და ვიყიდეთ. დავიწყეთ რემონტი, სწრაფად და სადად გავაკეთეთ ყველაფერი და მალევე გადმოვედით.
ბინა ფართით 100 კვადრატულია, გვაქვს ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და ჩვენი საყვარელი აივანი. ოთახები ჩვენ დავაპროექტეთ, დაგვეხმარა მეგობარი, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენი დიზაინითაა. რემონტის დროს მთავარია გაგიმართლოს ხელოსნებში, მაგრამ ნოდი ისეთი პედანტია, სულ თავზე ედგა და ამიტომ სწრაფად დასრულდა ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩემი და ნოდის გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს, უბრალოდ, მას მოსწონს მეტი ხე ინტერიერში. ამ შემთხვევაში ხისფერი კი გამოვიყენეთ გარკვეულ ადგილებში, მაგრამ ნოდის ვუთხარი, მერე, როცა სახლს ვიყიდით ქალაქგარეთ, იქ გააკეთე სულ ხეში-მეთქი. რემონტის შემდეგ მოწყობის საკითხიც მარტივად მოვაგვარეთ, კარგი ხელოსანი შეგვხვდა, რომელიც საკუთარი ხელით აკეთებდა ყველაფერს და ავეჯი თითქმის მან გაგვიკეთა.
ბინა სადა, მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი.
- ჩემთვის ჭრელი შპალერი, გაფორმებული კედლები ძალიან დამღლელია, ამიტომ მშვიდ ფერებზე შევაჩერეთ არჩევანი, ბავშვების ოთახიც კი ძალიან სადაა. მგონია, რომ სითბოს ქმნის ეს ტონალობა.
მისაღებში ერთი თვალის მოვლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, ჩვენს მასპინძლებს ფერწერა იტაცებთ.
- მომწონს ფერწერული ნამუშევრები და ნელ-ნელა ვავსებთ ჩვენს კედლებს. ძალიან მიყვარს ეს ნახატი, რომელიც ცოტა ხნის წინ მაჩუქეს - ჩემი პორტრეტია, ასე დამინახა ჩემმა მეგობარმა მარი ჩიჯავაძემ და დამხატა, ძალიან ნიჭიერი მხატვარია, გამორჩეული ნიჭის მატარებელი. ნოდარ სუხიტაშვილის არაჩვეულებრივი ნამუშევარი, ჩემმა მამამთილმა გვაჩუქა. ფორტეპიანოს თავზე რომ ჩემი პორტრეტია, ჩემმა უკრაინელმა თაყვანისმცემელმა დამიხატა და გამომიგზავნა.
მომღერლის სახლი ინსტრუმენტის გარეშე წარმოუდგენელია. სოფოს მისაღებში საკმაოდ ძველი ფორტეპიანო დგას, რომელსაც ჩვენი რესპონდენტის მიერ მიღებული პრიზები და ჯილდოები ამშვენებს. შეიძლება ითქვას, რომ ფორტეპიანო სოფოს კარიერული ისტორიის მატარებელია.
- ფორტეპიანო ძველისძველია, ბაბუის ბაბუის დროინდელია მგონი. ისტორიულია, ამაზე ვისწავლე დაკვრა მეც და ყველამ, ვინც კი ჩვენს ოჯახში უკრავდა, განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომაც ჩემი სახლიდან წამოვიღე. რაც შეეხება ფორტეპიანოზე წარმოდგენილ დიპლომებს, პრიზებს, ეს ჩემი ისტორიაა, თუმცა მათი აქ დაწყობა ჩემი სურვილი არ იყო, ნოდის მოსწონს და მისი სურვილით განვალაგეთ.
მისაღებიდან იმდენად მაცდურად მოჩანდა სოფოს სიმწვანეში ჩაფლული აივანი, რომ სიცივის მიუხედავად, იქ გასვლა და გადაღება ვითხოვეთ.
- ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელი ადგილია. როდესაც სახლში შემოვედით და ეს აივანი ვნახეთ, ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა... მაგიდა სკამებითურთ - კი, მაგრამ კიდევ გვინდოდა რაღაც სხვა. და მივხვდით, რომ გვაკლდა სიმწვანე, ფოთლები, ბუნება და უცებ ნოდიმ თქვა, მოდი, მოვიწყოთ პატარა სამოთხეო. თუმცა, რეალურად ამ სილამაზის მოწყობა ჩემი მამამთილის დამსახურებაა. საოცრად ესთეტი ადამიანია ნოდის მამა, ისეთი თაიგულები მოაქვს ხოლმე ჩემთვის, მილიონიდან გამოარჩევ, სხვანაირი ხედვა აქვს და სწორედ მან მოგვაწოდა იდეა, რომ ჩვენს აივანს მოუხდებოდა ხეები, ოღონდ მხოლოდ კი არ თქვა, თვითონ აარჩია და მოგვიტანა, ეს ხეები მისი ნაჩუქარია. ამიტომაც, ჩვენს აივანს “მაწაკას ბაღი” ჰქვია. მოგეხსენებათ, ჩემი მამამთილი ცნობილი გინეკოლოგია, საოცარი ენა აქვს, საყვარელი ადამიანია, მაგრამ მეტსახელად მაწაკას ეძახიან. ჰოდა, რადგან მისი იდეა და ამავდროულად მისი საჩუქარი იყო ეს ხეები და მცენარეები, სახელიც მისი დავარქვით. ჩვენს ბაღს აბრაც აქვს - “მაწაკას ბაღი”. მეგობარი გვყავს, ფილო, რომელსაც კარგი ხელი აქვს, საოცარ რაღაცებს აკეთებს და ეს აბრაც ჩვენი თხოვნით, მან დაგვიმზადა. ყველას უყვარს ამ აივანზე ყოფნა, ხომ აცივდა, მაგრამ ცოტა ხნით, ჩაისთან ერთად მაინც ვსხდებით ხოლმე. ეს ყვავილები ხომ ულამაზესია, მაგრამ იმდენ დროს მოითხოვს მათი მოვლა და ისეთი რთული ყოფილა, რომ ვერც წარმოვიდგენდი. ნოდი დილის 7 საათზე დგება და იწყებს მათ მოვლას, ყოველდღიურად უნდა მორწყვა, ზაფხულში ხან ორჯერაც კი. მაგრამ ძალიან ლამაზია, მარადმწვანეებია და ზამთარშიც სიმწვანე გვაქვს. ვაზიც გავახარეთ და მალე მოსავალსაც მივიღებთ (იღიმის). აქეთ კედელზე ვარდი გვაქვს გაშვებული და როდესაც ყვავილობის პერიოდია, სულ გაფურჩქნილია, ულამაზესი სანახავია.
აივნიდან სოფოს საძინებელს ვესტუმრეთ, რომლის გვერდითაც სამზარეულოა მოთავსებული.
- რემონტის დროს ნოდი ფიქრობდა, სტუდიო გაგვეკეთებინა, მაგრამ მე არ მინდოდა. შეიძლება ეს ვიზუალურად კარგია, მაგრამ მირჩვენია სამზრეულო ცალკე იყოს. მას თავისი დატვირთვა აქვს, სამზარეულოში გოგონების დაჯდომა, ყავის დალევა და საუბარი, მაინც სულ სხვაა... (იღიმის).
ციცი ომანიძე

კომენტარები