29 წლის ირლანდიელი, დუბლინის მკვიდრი კონორ მაკგრეგორი, UFC-ის ჩემპიონი და პოპულარული ტელე-შოუების მონაწილე ერთდროულად ორ კონტინენტზე ცხოვრობს. რინგის ვარსკვლავი დუბლინსა და ლას-ვეგასში მდიდრულ სახლებს ფლობს. მოჭიდავე გერლფრენდთან, დი დევლინთან ერთად ცხოვრობს, რომელიც უკვე 10 წელია მისი პარტნიორია. ამ წლის მაისში წყვილს ვაჟი შეეძინა.
შთამბეჭდავი სასახლე ვეგასის ხედებით, რომელსაც 6 საძინებელი აქვს, დახურულ ტერიტორიაზე მდებარეობს და ის მთლიანად მაკგრეგორს ეკუთვნის. ინტერიერი გაფორმებულია შეკვეთით დამზადებული იტალიური ავეჯით, სახლის ხშირი სტუმრები კი მეზობლად მცხოვრები გასართობი ინდუსტრიისა
და კინობიზნესის წარმომადგენლები არიან.
სახლში სპორტსმენის დასვენებისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი ყველა პირობაა. მაგ: აუზი ღია ცის ქვეშ გასაოცარი ხედებით და მდიდრული სპა-კომპლექსი. თითოეულ საძინებელს აქვს საკუთარი სააბაზანო და ფართო გარდერობი. მოდური სამზარეულო კი აღჭურვილია სუპერთანამედროვე ტექნიკით. ამ ყველაფერთან ერთად სასახლე აღჭურვილია სპორტული დარბაზით, სადაც სპორტსმენი ვარჯიშობს და ფორმას ინარჩუნებს, ემზადება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. სახლს აქვს კიდევ ერთი აუზი, გოლფისა და ბურთის სათამაშოდ განკუთვნილი ტერიტორია. მაკგრეგორი ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი ქომაგია.
ჩემპიონმა ირლანდიაში ახალი სახლი 2 მილიონ ევროდ შეიძინა. მანამდე მაკგრეგორი სამშობლოში ჩასვლისას ქალაქ ლუკანში, მშობლების სახლში ჩერდებოდა, რომელიც დუბლინთან ახლოს მდებარეობს. დღეს მაკგრეგორი, ყოფილი სანტექნიკოსი და ღარიბული უბნის მოზარდი ირლანდიაში ყველაზე ექსკლუზიური კერძო საკუთრების მფლობელია. მაკგრეგორი მდიდრული მანქანების კოლექციონერიც გახლავთ. მის პირად ავტოფარეხში 8 ახალი მოდელია. ასევე აქ გაჩერებულია მაკგრეგორის მშობლებისა და დების მანქანებიც, რომლებიც მათ სპორტსმენმა აჩუქა.

კომენტარები