სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო - როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი

ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. ახლა მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს, მხოლოდ სარეგისტრაციო დახლი აკლია.

ჯერჯერობით არ არის დაქორწინებული და ბინაში მარტო ცხოვრობს. თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი, სადაც სოფიკოს აქვს აღებული ბინა, 1914 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერ. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი,

ტოლსტოი და სხვანი.

სოფიკოს ძველი ბინიდან ფორტეპუანო დარჩა. ”რესტავრაცია გავუკეთე და დავიტოვე. ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჩემს მისაღებ ოთახში”, - ამბობს სოფიკო. ფორტეპიანოზე მისი ოჯახის წევრების ფოტოები აქვს მოთავსებული.

ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, აფხაზ დიზაინერსა და მხატვარს გია ჩაუშბას ანდო. ”მინდოდა, რომ ეს სივრცე მე დამსგავსებოდა, გია მე კარგად მიცნობს და ზუსტად განახორციელა ეს იდეა. მე მიყვარს ექსპერიმენტები, მალე მბეზრდება ყველაფერი და ამ ბინაშიც ბევრი ექსპერიმენტია”. 

 

წაიკითხეთ ასევე:  როგორ გამოიყურება გია ჯაჯანიძის ახალი ბინა თბილისის ცენტრში – ვინ აჩუქა სამსართულიანი ბინა ტელეწამყვანს

ნინო კუზანოვას ბათუმური ბინა, რომელსაც 160 ათას დოლარად ყიდის

დანარჩენი ფოტოები კი შეგიძლიათ, ფოტოგალერეაში იხილოთ. 

 

 

კომენტარები

ეკა 2021-02-22 20:30
ეს გოგო არ ვიცი მაგრამ მას ბაბუიდან ვცნობთ, მთელი ცხოვრება საქართველოს მტრობდა და მკვდარიც კი ისეთი მიშა დაგვიტოვა მიშას ხელით ურევს ქვეყანას....
ტარას გაბისონია 2019-04-30 18:47
ცხონებული კახა ბენდუქიძე ამბობდა,რომ ამ ქალბატონის რუსულ Russia Today-იში მუშაობა იყო სამარცხვინო...
მერილინ 2019-03-13 00:27
საქართველოს გაყიდვითა და გაღლეტით შეძენილი შხამად ყველას!მთელ შთამომავლობას!.პ.ს. საკმაოდ უგემოვნო ბინა ქონია სოფოს.
ნნნ 2019-01-06 01:44
ძაღლი მიაკვდა სულში. სახლი სიზმრად მაქვს ქცეული!!! რომელი უსიდისო ამართლებთ მას, ზუსტადაც აფხაზეთის გაყიდვით ნაშოვნი ფული დაუტოვა მის მოდგმას. ოდესღაც ყველას ეწევა ჩვენი გამწარება!!!!!
ელგუჯა 2018-10-02 22:40
ერთი ქობალია ციურის ტვინში ჩამახედა.
Liana jangveladze 2018-10-02 01:02
Zagli miakvda sulshi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები