როგორ სახლში ცხოვრობს კახა კალაძის ოჯახი (+ფოტოები)

ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცოლითა და სამი შვილით სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მათი ინტერიერი, გემოვნებით მორთული ოთახები უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა jetseter.ua-მ შეაფასა, ფოტოებიც გადაუღეს და განათავსეს საიტზე. ჩვენს მკითხველებსაც ვაძლევთ საშუალებას, დაათვალიერონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოჯახური წყვილის სახლი.

სამსართულიანი სახლი თბილისში, ვაკეში მდებარეობს, თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობია და ოჯახი იქ კახას გამინისტრებიდან მალევე გადავიდა. სახლის გაფორმებაში კახას ეხმარებოდა თავისი მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი. ის დაეხმარა ასევე კალაძეს ქალაქგარეთ აგარაკის გაფორმებაში.

რომელიც შედარებით მკაცრი და მინიმალისტური გამოვიდა. "თუ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიყურება სრულიად შავი აუზი, ჩვენთან ჩამოდით და გაჩვენებთ", - იცინის ანუკი. თუმცა დავუბრუნდეთ თბილისურ სახლს.

ისეთი სივრცე გამოვიდა, სადაც მოდური ობიექტები ჰარმონიულად თანაცხოვრობს ბავშვების სათამაშოებთან. 

სახლში პრაქტიკულად მთელი ავეჯი იტალიიდან არის ჩამოტანილი, ძველებურ ნივთებს კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოუყარეს თავი ოჯახის წევრებმა.

სახლის მშენებლობაში კალაძის ცოლი, ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერი ანუკი არეშიძე, არ ჩარეულა, თუმცა ბინის მოწყობაში მაქსიმალურად მონაწილეობდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სივრცე ყოფილიყო ნათელი, მყუდრო და პატარა ბავშვების საცხოვრებლად გამოსადეგი. აქ რომ გადავიდნენ, ანუკი მეორე შვილს ელოდა. ახლა კი უკვე სამი ბიჭის დედაა.


პირველ სართულზე დერეფნიდან შედიხართ სასტუმრო ოთახში, რომელიც პირობითად სამ ნაწილად არის გაყოფილი: სასადილო ზონა, "ლაუნჯი" და უფრო კაცური სივრცე ბიბლიოთეკით, ბუხრით და სპეციალური ოთახით ღვინის შესანახად.


პირველივე სართულზეა სამზარეულო და სტუმრების სააბაზანო.

მეორე დონეზეა პრივატული ტერიტორია – საძინებლები, ბავშვების ოთახები, საგარდერობე.
მესამე სართულზე კი ტერასაა შთამბეჭდავი ხედით.


ამ სახლში ოჯახი წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს. როგორც კახა ამბობს ხოლმე, ანუკის ძიძები ეხმარებიან, თუმცა მთელ დროს ბავშვებთან ატარებს. "თუმცა თავად ვპოულობ ხოლმე დროს ბიჭებთან ურთიერთობისთვის. უფროსი ლევანი მიჯერებს, თუმცა საკმაოდ ჯიუტია. მინდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, თუმცა ბურთი დიდად არ აინტერესებს. სამაგიეროდ, შუათანას უყვარს ძალიან. ლევანის ნათლია ჩემი მეგობარი ბერა ივანიშვილია...", - ამბობს უფროსი კალაძე.
ლევანს სახელი კახას უმცროსი ძმის, საკმაოდ ტრაგიკულ ვითარებაში დაღუპული ლევან კალაძის პატივსაცემად ჰქვია. ლევანს მოფერებით ბუბუს ეძახიან, კახაბერს – ბიბის. მესამე ვაჟს ვაჩე ჰქვია. კიდევ ბევრი ფოტო კალაძის სახლიდან იხილეთ ფოტოგალერეაში

კომენტარები

იზოლდა კავლელაშვილი 2019-05-18 20:57
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, ბედნიერება და სიხარული არ მოაკლოს

ამ მშვენიერ ოჯახს
იზო ზაქარაძე 2019-02-04 15:36
პატიოსანი ოჯახია ვფიქრობ ვინმესთვის არაფელი წაუგლეჯია მერობამდე ეს ადამიანი მდიდარი იყო ფულითაც და სულითაც. მიუხედავად მე ძალიან მიჭირს მაინც არ ვბოროტობ მის ოჯახზე იხარეთ და იბედნიერეთ....
leila. 2017-07-02 10:49
ra kargi paтarebi arian.
marTli 2017-04-01 10:51
Cveulebrivia,
K.M.79 2017-03-31 14:25
გაიხარეთ და გამრავლდით, კეთილო ხალხო!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები