გრიგორი ლეფსს რუსული ესტრადის მოყვარული ქართველები წლებია იცნობენ და უყვართ კიდეც. ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მომღერალია, ცნობილი ხრინწიანი ხმით. თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ გრიგორი ლეფსი სინამდვილეში ქართველია - გრიგოლ ლეფსვერიძე, რომელიც სოჭში დაიბადა 1962 წელს. მამამისი სოჭში ხორცკომბინატში მუშაობდა, დედა, ნათელა - პროფესიით მედდაა. ჰყავს ასევე და ეთერი.
სკოლა სოჭში დაამთავრა, თუმცა სწავლის სიყვარულით არ გამოირჩეოდა. უფრო სპორტი აინტერესებდა, ფეხბურთით იყო
ლეფსის დედა ნათელა და და - ეთერი
მოსკოვიც არ შეხვედრია გულითადად. ჩათვალა, რომ უკვე ყველა შანსი დაკარგა, სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა, ჩხუბობდა და როგორც ამბობს, 100 კილოგრამამდე იწონიდა...
თუმცა მოახერხა ამ წუმპედან ამოსვლა, აღმოჩნდა რუსულ ესტრადაზე და ისეთ წარმატებას მიაღწია, რუსული ესტრადის მეგავარსკვლავად იქცა და მისმა ჰონორარებმაც იმატა. დღეს ის მდიდარი და წარმატებულია, ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი (უფროსი გოგონა, ინგა, პირველი ცოლისგან). არც დედა და და დავიწყებია, რომელთაც მოსკოვში ბინა უყიდა და ხშირად ნახულობს.
თავად ლეფსს მოსკოვში 320 კვადრატული მეტრი ფართის უზარმაზარი ბინა აქვს მოსკოვში, რომლის მისაღები ოთახი ტაძარს უფრო ჰგავს - მთელ ოთახში 150 ხატისგან შემდგარი კოლექციაა განთავსებული. ეს კოლექცია საკმაოდ ფასეულია და კარგ პირობებსაც მოითხოვს, ამიტომ აპირებს მომღერალი მათ გადატანას აგარაკზე, რომელსაც არემონტებს. ამ სივრცეს კი ალბათ მერე სხვანაირად მოაწყობს.
ლეფსის ქალიშვილები
ფანჯრებიდან მოსკოვი ჩანს. სახლში ყველაზე დიდ დროს თავად მომღერალი საბილიარდეში ან ბიბლიოთეკაში ატარებს.
ამ სახლის და აგარაკის გარდა, მომღერალს აქვს ასევე ვილა ტაილანდში, კუნძულ ფხუკეტზე. ვილა ბევრ მნახველს აოცებს, თავისი სიმყუდროვით და საოცარი მდებარეობით. ორსართულიანი სახლი პლაჟ სურინთან ახლოს არის.
ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ ლეფსი ვილის გაყიდვას აპირებდა - 2 მლნ დოლარად. თუმცა ჯერჯერობით არ გაუყიდია.
კომენტარები