კაცმა ქალი პირველად სცენაზე ნახა, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში „ბერნარდა ალბას სახლი“, შემდეგ უკვე ტელევიზიაში – სატელევიზიო ფილმის გადაღებისას.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ხასიათები აქვთ, მაინც მალე დაახლოვდნენ და გრძნობაც გაჩნდა... ქორწილი ნეფეს სახლში გადაიხადეს, პატარძალს ცისფერი მოკლე კაბა ეცვა, გულზე და თმაში გვირილები ჰქონდა დაბნეული. საქორწინო მოგზაურობაში ბაკურიანში გაემგზავრნენ. მხატვარი და მსახიობი უკვე 44 წელია ერთად არიან. რიცხვები კარგად ახსოვთ, 1975 წლის 28 იანვარი იყო. „6 წელიც და ოქროს ქორწილი გვექნება“, - ამბობს მხატვარი.
კაცი ბობოქარია, ფეთქებადი, ქალი -
მშვიდი, გაწონასწორებული, მაგრამ, როგორც წესი, სწორედ ასეთი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი თვისებების მატარებელი ადამიანების კავშირია ხოლმე ყველაზე მყარი...
***
თემო გოცაძე და მარინა ჯანაშია თბილისში, ვაკეში 2007 წლიდან ცხოვრობენ. მიწა, როგორც მხატვარს, სახელოსნოს ასაშენებლად თბილისის აღმასკომმა გამოუყო, მაგრამ იმ პერიოდს დაემთხვა ეროვნული ხელისუფლების დამხობა, სამოქალაქო ომის ქარცეცხლი და ა.შ., ამიტომ არც მშენებლობის დრო იყო და მით უფრო, არც საშუალება. მოგვიანებით, ბატონი თემოს შვილმა ბექამ, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, გადაწყვიტა, აეშენებინა კორპუსი ერთ ჰოლანდიელ ინვესტორსა და მეგობრებთან ერთად და ეს ჩანაფიქრი 21-ე საუკუნის დასაწყისში ეტაპობრივად განხორციელდა.
ბატონი თემურისა და ქალბატონი მარინას საცხოვრებელ სივრცეში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სახელოსნო, სადაც მხატვარს მუშაობის საშუალება ექნებოდა და ასეც გადაწყდა.
***
კარი დიასახლისმა გამიღო. ამ დროს მისი მეუღლე დიდ მაგიდასთან იჯდა და კითხულობდა. იშვიათად მინახავს სადმე ამდენი წიგნი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია მათი ბიბლიოთეკიდან. მაგიდაზე წასაკითხად გამზადებულ წიგნებს შორის ეწყო: ორჰან ფამუქი, დიმიტრი გლუხოვსკი, ელიფ შაფაქი...
საერთოდ, წიგნებს სისტემატურად ყიდულობენ და კითხულობენ. დავინტერესდი, რომელი ავტორების წიგნები ედო საძინებელში თავთან მსახიობს. ეს იყო ზაირა არსენიშვილი, რომლის შემოქმედება მისთვის ბოლო პერიოდის აღმოჩენაა და ძალიან მოსწონს.
კედლებზე საკუთარი სპექტაკლების აფიშებისა და ფოტოების გამოფენა არ უყვარს. აქ მხოლოდ ერთი ფოტოა, ნანი ჩიქვინიძესა და მიშა თუმანიშვილთან ერთად გადაღებული. იქვეა რეზო გაბრიაძის ნახატი „შერეკილები“, რომელიც მან მსახიობს უსახსოვრა.
ქალბატონი მარინას ძვირფას ნივთებს შორისაა: მეუღლის მიერ მეტროპოლიტენ მუზეუმიდან ჩამოტანილი მართლმადიდებლური, მოოქრული ჯვარი. მინიატიურული ორნამენტებით გაფორმებული ჯვარი მისთვის ძალიან ძვირფასია. „ისე, თუ უყვარს სამკაულის ჩუქება?“ - მეუღლეზე ვეკითხები. „არა, უფრო მეტად წიგნები, ეს საჩუქრებია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“... - მპასუხობს.
მსახიობისთვის ძვირფას ნივთებს შორის ასევე არის კანის 46-ე კინოფესტივალის სიმბოლური კლაპი, მამამისის ნაქონი საათი, ნინო არსენიშვილის ნაჩუქარი ჭიქა, ერეკლე მეორის გამოსახულებით (ქალბატონმა მარინამ სწორედ ამ მეფის როლი განასახიერა გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „უკანასკნელი დედოფალი“). ერთი კუთხე ქუდებს უჭირავს, რამდენიმე მათგანი ქალბატონი მარინას შეკერილი ან გაფორმებულია, მათ შორისაა ერეკლეს ქუდი, რომელიც სპეციალურად სპექტაკლისთვის შექმნა.
კერვა და ქსოვა კარგად ეხერხება და საკუთარ ნახელავსაც ხშირად ირგებს. ოჯახშიც ინახება მისი შეკერილი ნივთები. აქ ბატონი თემო ერთვება: - ყველაფერი ეხერხება. ადრე ზღვაზე კენჭებს აგროვებდა და ლარნაკებს აფორმებდა, ძალიან ლამაზი გამოსდიოდაო...
***
მსახიობისა და მხატვრის სახლის დიდი სივრცე ფუნქციურადაა გადანაწილებული. უამრავ დასრულებულ თუ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნახატს შორის, თემო გოცაძეს რამდენიმე კუთხე აქვს: ერთგან ესკიზი იქმნება, მეორეგან ორიგინალი იწერება, მესამე კუთხეში კითხულობს, მეოთხე კი - ტელევიზორის საყურებლად არის განკუთვნილი. სამზარეულოში ბუხარი და ისევ წიგნებია, ბუხრის თავზე - მარინა ჯანაშიას პორტრეტი, მეუღლის შესრულებული.
აქვეა ეზოში გასასვლელი კარი და პატარა ბაღი, სადაც ყვავილები და სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს. თბილისში, თუნდაც პატარა, მწვანე სივრცე ფუფუნებაა და ეს ადგილიც სწორედ ასეთია. როგორც ბატონი თემო ამბობს, მის მეუღლეს ძალიან უყვარს ვარდები. ბაღში 11 სახეობის ვარდი ხარობს და მათ შორის ერთ-ერთი ცისფერი ვარდია.
ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნის შესაძლებლობა, სოფელ სხვიტორში ზაფხულობით აქვთ ხოლმე, მარინა ჯანაშიას დედულეთში, სადაც ღამის სიჩუმეს მხოლოდ მდინარე ჩიხურას ხმა არღვევს...
***
- ბატონო თემო, ქალბატონ მარინას „აქვს“ თეატრი, იღებდნენ კინოში, თქვენ მუშაობდით ტელევიზიაში, იყავით „მხატვრის სახლის“ დირექტორი და გქონდათ სხვადასხვა სამსახური. შინ რა დროს ატარებდით და ატარებთ?
- ჩემი საქმე შინ კეთდება. სახლიდან იშვიათად მიწევს გასვლა, ხან საღამოს სპექტაკლზე მივდივარ, ან რესტორანში, ან კიდევ ქორწილში, როცა გვეპატიჟებიან. დილას, 10 საათამდე ყველაზე მეტს ვმუშაობ. სხვათა შორის, ჩვენი ურთიერთბა ბევრად განაპირობა ამ დროში აცილებებმა და შემდეგ შეხვედრებმა. ანუ როცა მე ვმუშაობდი, მარის ეძინა, მერე სამსახურში მივდიოდი. შინ რომ ვბრუნდებოდი, ის უკვე თეატრში იყო. ჩვენი ურთიერთობა არ იყო 24 და 48-საათიანი.
მარინა:
- სამაგიეროდ ახლა არის, ამ სიბერეში (იცინიან).
- ასეთი საათობრივი შეხვედრები ოჯახში და ურთიერთობა გაცილებით საინტერესო მგონია, არა?
თემო:
- ცხადია, საინტერესოა. შეხვედრებისას მისი სპექტაკლები ყოველთვის იყო განხილვის საგანი, ისევე, როგორც ჩემი ყველა ახალი ნახატი. ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, სამყაროზე და ეს საუბრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მარინა:
- ყველაზე ნაკლებად ყოფით თემებზე ვსაუბრობდით, ახლა უფრო შემოიჭრა ის ჩვენს რეალობაში.
თემო:
- მოგეხსენებათ, როგორი პირობები იყო 90-იან წლებში. ორივეს კარგად გვესმოდა, რომ რაც გვაქვს - გვაქვს, ამაზე მეტი არ გვექნება. ამ თემაზე არასოდეს გვიჩხუბია, არც უსაყვედურია. მატერიალური საკითხები უწინ ნაკლებად გვაინტერესებდა და ასეა ახლაც.
მარინა:
- საბედნიეროდ, ორი ისეთი ადამიანი შევხვდით ერთმანეთს, რომ ეს თემა ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული.
- რა არის სახლში თქვენთვის მთავარი?
თემო:
- ამ სახლში მთავარი სამი რამაა: ნახატები, მასალები (რომლითაც ნამუშევრები იქმნება) და წიგნები. ბიბლიოთეკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს უმთავრესია. ცხადია, ინფორმაციას გარე სამყარო გაძლევს, მაგრამ მთავარი მაინც წიგნიდან „მოდის“.
მარინა:
- ზაფხულში სხვიტორში რომ მივდივართ, თან უამრავი წიგნი მიგვაქვს, მაგრამ არ გვყოფნის. ამიტომ შარშან გავიარეთ „ბიბლუსში“ და კიდევ შევიძინეთ. მერე ჩამოვიდა ჩემი შვილიშვილი მარიტა, რომელმაც კიდევ ბევრი წიგნი ჩამოგვიტანა. იქ ისეთი გარემოა, ყველაფრისგან ისვენებ. თან, ჰამაკში კითხვას არაფერი სჯობს...
***
მხატვრის რელიკვიებს შორის ბევრი ფოტოა, რომლებიც მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა დროსა და ადგილასაა გადაღებული. თემო გოცაძეს წლებია, არ შეუცვლია საკუთარი ხელით გაკეთებული დაზგა, რომელზეც მისი ნამუშევრები იქმნება. მაგიდაზე დევს კვერთხი. როგორც მუზათა მპყრობელს, ისე აჩუქეს წარწერით - „თემო გოცაძეს გურამ ახრახაძისაგან“.
- კიდევ რომელი ნივთებია, თან რომ მოგყვებათ მრავალი წელი?
- არის რაღაცები... აი, მაგალითად, კრიალოსანი, 33 ქარვის ქვით. ჩემი უფროსი მეგობრის, აწ გარდაცვლილი გია ბადრიძის ნაჩუქარია. რეზო თარხან-მოურავის ნაჩუქარი ფუნჯები მონუმენტური მხატვრობისთვის, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. საერთოდ, ძვირფასი ნივთებისადმი არასოდეს მქონია ინტერესი.
ბევრ ანტიკვარს გაუვლია ჩემს ხელში, ასევე ბევრის ჩუქება დაუპირებიათ და არ მიმიღია, რადგან ეს საქციელი უკვე სხვა რამეს მოითხოვს და რად მინდა?! ჩემთვის იცით, რა არის ანტიკვარი?! ის უამრავი წიგნი, ავტორისეული წარწერებით, ბრწყინვალე პიროვნებების ნაჩუქარი. ესაა ჩემთვის ღირებული, ანტიკვარიატი არ არის ცხოვრების განმსაზღვრელი.
მარინა:
- ჩვენი სიმდიდრე შვილები, პაწაწუნა შვილიშვილებია და არა ნივთები.
თემო:
- არიან ადამიანები და ოჯახები, ვისთანაც მართლა ინახება ძვირფასი ნივთები. ვინც ასეთ ნივთებს აგროვებს, სანამ შეიძენს და მისი გახდება, კანკალებს. ზუსტად იმას ჰგვანან, ვისაც ბევრი ქალი მოსწონს, სხვა არაფერი აინტერესებს და ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი ქალი ჰყავდეს ცხოვრებაში.
- ქალების კოლექცია... და თქვენ თუ გქონიათ როდესმე რამის კოლექცია?
- ჩემი კოლექციაა წიგნები და მასალები. ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, ბევრი სამუშაო მასალა მქონოდა.
- ქალბატონო მარინა, თქვენ?
- ამაზეც მე გიპასუხებთ, მარინას კოლექციაც წიგნებია და კიდევ ერთი რამ, მე უნდა ვთქვა, რადგან მარინა არ იტყვის.
მარინა:
- არ თქვა!..
თემო:
- არა, ვიტყვი... არ არსებობს დღე, რომელსაც მარინა ჩანაწერების სახით არ აფიქსირებდეს. თუ არ ჩავთვლით იმ 7 თვეს, როცა ავადმყოფობდა და ახლა არ მინდა ამის გახსენება... 21 წლის ასაკიდან რომ დაიწყო წერა, დღემდე ტომებად აქვს, ყოველდღიურ ცხოვრებას ანალიზს უკეთებს. ამაზე დიდი უნარი ადამიანს რა უნდა ჰქონდეს?! ეს კიდევ სხვა კულტურაა და მარინას აქვს ეს თვისება.
მარინა:
- გამომამზეურა, მე ამაზე არ ვსაუბრობ...
- ქალბატონ მარინას უნდა ვკითხო თუ თქვენ აღარ ვიცი, მაგრამ ამ ჩანაწერების მემუარების სახით გამოცემას ხომ არ აპირებთ?
თემო:
- მარინა არა, მაგრამ მე მყავს რძალი, რომელიც ამას გააკეთებს.
მარინა:
- არა, არა, ერთ დღეს ფერფლად ვაქცევ ამ ნაწერებს.
თემო:
- არავითარ შემთხვევაში! მეტიც, ვფიქრობ, მამაშენის ტექსტიც უნდა დაიბეჭდოს.
მარინა:
- მამაჩემის ჩანაწერები ძალიან საინტერესოა. მისი ცხოვრება ისე აეწყო, როგორც ფილმში „ღიმილის ბიჭები“. მას სულ სხვა ოცნებები ჰქონდა, თურმე კონსერვატორიაში ჩაბარებას გეგმავდა, მაგრამ სკოლა
რომ დაამთავრა, სხვა ბავშვებთან ერთად, ომში წაიყვანეს. მე ხომ თეატრალურ ინსტიტუტში ისე ჩავაბარე, რომ ჩემს ოჯახში არავინ არაფერი იცოდა. გამოცდაზე რომ გავედი, საღამოს მამას დაურეკეს, თეატრალურში ერთი კარგი ბავშვი აბარებს და შენი ვინმე ხომ არ არისო. მამამ რომ გამომხედა, თავი ჩავღუნე. მიუხედავად იმისა, რომ მისგან არასოდეს მახსოვს ხმამაღალი სიტყვა, მაშინ მეგონა, მისი რეაქცია ცას და დედამიწას დაანგრევდა, მაგრამ მშვიდადმითხრა: „შენ ჩემი ოცნება აასრულე“...
მამა თავის ნაწერებში აღწერს ომის პერიოდს. მაშინ სკოლას ამთავრებდა. წერს, თუ რა ხდებოდა თბილისში, როგორ აფარებდნენ სქელ ფარდებს ფანჯრებზე, რომ გარეთ შუქი არ გასულიყო, როგორ მეგობრობდნენ ერთმანეთთან, როგორ დადიოდნენ ყოველ საღამოს ბავშვები ოპერაში და ა.შ. ეს ყველაფერი ისე საინტერესოდ აქვს მოთხრობილი, ვფიქრობ, ღირს გამოცემა.
თემო:
- ეს ყველაფერი დღეს და ხვალ თუ არა, ზეგ აუცილებლად დაიბეჭდება! ჩვენ რომ აღარ ვიქნებით და გავა 30-50 წელი, უნდა გამოიცეს.
- ქალბატონო მარინა, ამდენი წელია გიცნობთ და არ ვიცოდი, რომ წერდით. ბატონმა თემომ გაამხილა თქვენი საიდუმლო. თქვენ თუ შეგიძლიათ მასზე მითხრათ რამე ისეთი, რაც არ იცის საზოგადოებამ?
მარინა:
- არა, თემოს ყველაფერი „გარეთ“ აქვს გამოტანილი.
თემო:
- თემოს ეგეთი საიდუმლო არ აქვს. თემო მთელი ცხოვრება იყო გახსნილი და ასევე დაამთავრებს. რა მაქვს დასამალი?! რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ.
- დაბოლოს, ქალბატონო მარინა, 21 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი ხართ და მაინტერესებს, თუ გითქვამთ ოდესმე ფრაზა: „თეატრი ჩემი მეორე სახლია“, თუ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცეა მაინც?
- ახალგაზრდობაში ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო თეატრი, შემდეგ - ოჯახი და მესამე იყო სამშობლოს შეგრძნება. ახლა ასე ნაწილდება: ოჯახი, სამშობლო და თეატრი. მეტიც, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ახლა სამშობლოა უფრო მძაფრად და პირველ ადგილზე...
ანა კალანდაძე

კომენტარები