მერილ სტრიპის სახლი - მოხიბლული დარჩებით!

 

სამგზის ოსკაროსანის, ყველასთვის საყვარელი მერილ სტრიპის ეს სახლი ბევრს აოცებს და ხიბლავს. ვარსკვლავმა 1954 წელს აგებული დიდი შენობა 2013 წელს იყიდა 4,5 მლნ დოლარად (თუმცა საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარი იყო). სახლს ცნობილი არქიტექტორი ჰყავდა, დიზაინი კი მერილის სურვილით გადააკეთეს და რეკონსტრუქცია ცნობილ დიზაინერ ქსორინ ბალბესს დაევალა. 

სახლი მერილმა თავისი ვაჟისთვის, ჯენრი ჰამერისთვის იყიდა, თუმცა მოგვიანებით შვილმა უარი უთხრა იქ ცხოვრებაზე. მერილმა იქ მცირე ხანს იცხოვრა და ორიოდ წელში გაყიდა. სწორედ გასაყიდად რომ გამოიტანა, მაშინ გახდა შესაძლებელი სახლის ასე დაწვრილებით დათვალიერება

- სხვაგვარად ვარსკვლავები თავიანთ ბინებში ასე მარტივად არ უშვებენ ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს. 

თანამედროვე ინტერიერის, დახვეწილი დიზაინის მქონე სახლი ოთხი საძინებლითა და აბაზანით, აუზითა და სპა-სალონით, მარმარილოს იატაკით და კაკლის ხის კიბეებით, უსაფრთხოების სისტემით, შუშის ფასადით და ბევრი სხვა უპირატესობით, დამაინტრიგებელი შეთავაზება აღმოჩნდა და მსურველებიც გამოჩნდნენ. საბოლოოდ ცნობილიმა ამერიკელმა ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა იყიდა 4,8 მილიონ დოლარად.

კომენტარები

იზი 2018-11-20 16:15
აგიაშვილსა ნიკასო, არ მოეწონა პიკასო. მას მერე ფიქრობს პიკასო-რა დავუშავე ნიკასო.
keti 2018-11-09 15:46
ძალიან მომეწონა , ჩემი ოცნების სახლს გგავს
krazanas 2018-11-04 20:01
მე მომეწონა კრაზან,კარგი სახლია ,მარა უბედურის ერთი ბიჭი ყოლია ამ სახლში რო არ იცხოვრა
კრაზანა 2018-11-02 19:39
ანის- ძალიან დამაინტერესა ანი, ამ მოკრძალებული ქალბატონის, დანარჩენი უკეთესი სახლების შენს მიერ დაანონსებულმა ინფორმაციამ. იქნებ გვითხრა, სად, რამდენი და როგორი ინტერიერის სახლებს ფლობს თავად მოკრძალება? ეტყობა დაქალობ მასთან და იქნებ ჩვენც გაგვიმხილო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინმფორმაცია!!!

ნატას - ეპითეტი "მდიდრული" არ არის განსაზღვრება "მინიმალიზმთან" თავსებადი. იქ სადაც სივრცე და ფართობი არის, მინიმალიზმზე არ ლაპარაკობენ.

მაიკოს - გასაგებია შენი განცდები, მაგრამ მერილინის შვილის სახლში თავი დაცულად შენ რატომ უნდა გეგრძნო ვერ მივხვდი? ან კიდევ, სხვის გამჭვირვალე სახლში შენ რატომ გრძნობ თავს შიშვლად ცოტა დამაბნეველია... ისე კი ვაფასებ შენს ფანტაზიებს :))))
ნინი 2018-10-24 14:12
სულაც არ მომწონებია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები