როგორ იქცა ერთი უბრალო სოფლელი ბიჭი მსოფლიოს უმდიდრეს ბალეტმეისტერად, რომლის მდიდრული აპარტამენტები ბევრს აოცებს

ეს სახლი ვოლტერის სანაპიროზე მდებარეობდა, 23 ნომერში, მე-18 საუკუნეში აშენებულ შენობაში, რომლის ხედიც სენასა და ლუვრზე გადიოდა.
ინტერიერი ზედმეტად მდიდრული გახლდათ, იმდენად მდიდრული, რომ აღმატებით ხარისხთან ასოცირდებოდა.

ცნობილი ბალეტმეისტერი და ბალერონი რუდოლფ ნურეევი (1938-1993) წელის 1961 წელს საბჭოთა კავშირიდან დასავლეთში გაიქცა, სადაც თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთება მოახერხა.


ის იყო ძალიან ნიჭიერი, ჯიუტი და უზომოდ შრომისმოყვარე. გეგონებოდათ, ორი სიცოცხლე აქვსო. დროთა განმავლობაში საფრანგეთში ხელშეუხებელ ფიგურად ჩამოყალიბდა, გახდა რა პარიზის ცნობილი ოპერის ქორეოგრაფი.

მის შესახებ ყველამ იცოდა. ბალეტში ის ნომერ პირველი იყო. მისი
ჰონორარები ასტრონომიულ თანხებს უტოლდებოდა, მატერიალური კუთხით მის შესაძლებლობებს ზღვარი არ ჰქონდა. ერთი უბრალო სოფლელი ბიჭისთვის ეს ახდენილი ოცნება იყო. მის სახლებსა და შემოსავლებზე ლეგენდები დადიოდა. ის კი შეუჩერებლად ცეკვავდა და ახალ-ახალ უძრავ ქონებას ყიდულობდა.

როგორც ნებისმიერი ხელოვანი, ნურეევიც ძალიან ბევრს მოგზაურობდა. საზღვარგარეთაც ჰქონდა სახლები, მაგალითად ლონდონში, მონაკოში, ნიუ-იორკში და ა.შ.
ვოლტერის სანაპიროზე მდებარე სახლი კი მისი საყვარელი ნავსაყუდელი იყო. ის ალი ბაბას საგანძურს წააგავდა. ამ სახლში ყველაფერი ძვირფასი იყო.
ნურეევი იყო გაუმაძღარი ადამიანი, რომელიც ვერ იტანდა თავმდაბლობას. უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, პოპულარობა. მის სახლში ერთმანეთს ერწყმოდა აფრიკა და აზია.


რა თქმა უნდა, პარიზულ ინტერიერს თავისი დირიჟორი ჰყავდა -პროფესიონალი იტალიელი დიზაინერი რენცო მონგიარდინო, რომელიც დამკვეთის სურვილებითა და მოთხოვნებით ხელმძღვანელობდა.


ეს სახლი გახლდათ საჩვენებლი სახლი, აქ ხალხს ეპატიჟებოდნენ არა დასათავლიერებლად, არამედ ფუფუნებით განსაგმირად. სახლის მეპატრონეს ამის გაკეთება საერთოდ არ უჭირდა.

ნურეევს ოჯახი არ ჰყოლია. 54 წელი იცოცხლა. გარდაიცვალა შიდსით. 1995 წელს, მისი გარდაცავლებიდან ორი წლის შემდეგ მისი სახლი აუქციონზე გაიტანეს.





კომენტარის დამატება