ნიჭიერ ქალბატონს, თინათინ მაღალაშვილს საქართველოში ტანსაცმლის დიზაინერის სახელით იცნობენ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თინათინი პროფესიით არქიტექტორი, ამავე დროს გრაფიკოსი და ფერმწერია. ამასთან, უკვე ორი წელია ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და საკმაოდ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. საკუთარი ხელით ქმნის მოზაიკას, ხატავს ავეჯს, აკეთებს დეკუპაჟს. მის მიერ შექმნილ დიზაინში ერთმანეთს ერწყმის ხელოვნება, ვინტაჟი და ძველი თბილისური მოტივები, რაც ინტერიერს ორიგინალურს და განსხვავებულს ხდის.
- როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება მხატვრობას?
- პატარაობიდან მიყვარდა ლამაზი კაბების ხატვა, თუმცა ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მეოთხე კლასში ვიყავი,
როცა ცელქობის ნიადაგზე დამაწყებინეს ხატვა, რომ როგორმე ერთ ადგილზე დავესვი. ასე აღმომაჩნდა ხატვის ნიჭი. გიზო თავბერიძე იყო მხატვარი, რომელმაც ჩემში დაინახა მხატვრის ნიჭი, თუმცა ოჯახს არ სურდა ჩემი ხელოვანობა და არ მიმიყვანეს ხატვაზე. წლები გავიდა, კარგად ვსწავლობდი ჰუმანიტარულ გიმნაზიაში, მაგრამ ბოლო წელს უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. მამამ შემიწყო ხელი, მიმიყვანეს ემირ ბურჯანაძესთან და მას მერე არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე. სამხატვრო აკადემია წითელ დიპლომზე დავამთავრე არქიტექტურის განხრით. შემდეგ დავამთავრე ასპირანტურა, 9 წელი ვისწავლე აკადემიაში. დღეს მე რომ ვარ გრაფიკოსი, ფერმწერი, არქიტეტორიც და დიზაინერიც, ეს ჩემი აკადემიური განათლების შედეგია.
- მოდის სფეროში როგორ მოხვდით?
- მოდის სფერო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და აკადემიის დამთავრების შემდეგ, პირველი სალონი გავაკეთე 2002 წელს. მეექვსე კლასიდან ვკერავდი, მიყვარდა "ბურდადან" თარგების ამოღება და კერვა, თუმცა 2002 წლიდან საკუთარ თავზე ვიმუშავე, რომ კარგად მცოდნოდა ის საქმე, რაც ბიზნესად უნდა მექცია. 2008 წელს ჩამოვაყალიბე მოდის სახლი „თინათინ მაღალაშვილი“ და აქტიურად ჩავები ამ სფეროში. პირველი სერიოზული წარმატება მქონდა 2011 წელს, როცა ისრაელის მაღალი მოდის ჩვენებაზე მიმიწვიეს და ჩემი ჩვენება ფეშენ ტვ-მ გააშუქა.
- ბოლო პერიოდში ინტერიერის დიზაინზეც გიწევდათ მუშაობა. საკმაოდ საინტერესო ინტერიერი შექმენით რამდენიმე რესტორანში. რა არის თქვენი ნიშა ამ მიმართულებით?
- ორი წელია ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ. პირველი იყო რესტორანი „ეთნოგრაფი“, სადაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და შიშით მოვკიდე ხელი ამ საქმეს. მაგრამ ის ნდობა, რასაც ჩემს მიმართ იჩენდნენ დამფუძნებლები, გადამწყვეტი აღმოჩნდა. უნდა აღვნიშნო, რომ ინიციატივა ეკუთვნოდა ერთ-ერთ საუკეთესო რესტორატორს - ზურაბ ბაქრაძეს. მეორე იყო უკვე „ზალა რესტორანი“, სადაც ნულიდან დავიწყე და აქაც აბსოლუტური თავისუფლება მქონდა. ჩემი ხელით მაქვს შექმნილი ბარის სადგამი, კედლები, ჭერი, დეკორატიული კუთხეები. პარალელურად ვაკეთებ საგურამოში ოჯახური სასტუმროს ინტერიერს.
- ინტერიერის დიზაინის დაგეგმვის დროს რას ანიჭებთ უპირატესობას, როგორ გეგმავთ სივრცეს?
- ჩემი ნიშა არის ვინტაჟი, არტი და თბილისი. ალბათ ჩემი ჰუმანიტარული განათლება მეხმარება ყოველ ნაბიჯზე, როცა კონცეფციას ვქმნი, რომ გავაცოცხლო ძველი ქალაქური მოტივები ვინტაჟურ გარემოში და დავამატო დიზირებულად არტი.
ინტერიერის დაგეგმვის დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს დიდი სივრცე, მაღალი ჭერი, ამიტომ მიყვარს სარკეებით თამაში ჭერზე დეკორატიულ ელემენტებთან ერთად. მეორე მომენტი არის განათება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კედლების ფერის და ზოგადად ინტერიერის გამა არ უნდა შეცვალოს განათებამ. მთავარი არის კონცეფცია, რაზეც უნდა აიკინძოს ინტერიერის დაგეგმარება, ფერები, დეტალები და ბოლოს დეკორაციები.
- თქვენს სახლში რემონტი მიმდინარეობს. როგორ დაგეგმეთ დიზაინი, რა სტილს მიანიჭეთ უპირატესობა? ალბათ არც ისე მარტივია იმ სახლის დიზაინის შექმნა, სადაც სამი მხატვარი ცხოვრობს...
- კი, ჩემს სახლში ამ ეტაპზე რემონტია. ამ სახლის ისტორია ცოტა სახალისოცაა. თავდაპირველად ვგეგმავდით 150 კვადრატულ ძირს, ორ სართულს და მანსარდას, ზუსტად იმ ფაქტორის გამო, რომ ოჯახში სამი მხატვარია და ყველა თავის აზრს აფრქვევდა. 300 კვადრატულის მაგივრად მივიღეთ 790 კვადრატული 4 სართულზე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სახლი გავაკეთო ოჯახური ტიპის სასტუმროდ, სადაც იქნება განლაგებული თოჯინების მუზეუმი, გემების მუზეუმი და ბევრი საინტერესო კონცეპტი, რასაც ამ ეტაპზე არ გავახმაურებ. სტილი რა თქმა უნდა ჩემებური იქნება, არ ვიცი რა ჰქვია ამ სტილს, მგონი არსად მინახავს, არის ლოფტის დეტალები, ვინტაჟური დეტალებიც, მაგრამ დიდი დოზით არის არტი, მოხატული კედლები, ქანდაკებების კოლაჟები.
- რემონტის დროს, უმეტესად რა პრობლემის წინაშე დგებით ხოლმე?
- რემონტის დროს ალბათ მასალების უკმარისობას განვიცდი. დიდი ზომის მოზაიკის გული ვერ ვიშოვე და ამიტომ ჩვენი ხელით გავაკეთეთ გრანიტის მზე. მეორე ჰოლში მინდოდა ინიციალებით ლოგო შემექმნა, ამოვაჭრევინე გრანიტზე წრე, რომ ეპოქსიდი ჩამესხა, გასაღების ასხმა და საათის დიდი დეტალები მქონდა დაბეჭდილი 3D პრინტერზე, რომელიც ეპოქსიდით უნდა დამეფარა, მაგრამ იატაკის ეპოქსიდი აქ ვერ ვიშივე და მომიწია ისევ მოზაიკის გაკეთება. ყველა მასალა რომ მქონდეს, წარმომიდგენია რას გავაკეთებდი.
- სახლში გაქვთ გემების და თოჯინების მუზეუმი. მოგვიყევით ამის შესახებ...
- ვაკის სახლში დიდი სივრცე მაქვს, ორი სართულია. მეორე სართულზე მაქვს თოჯინების მუზეუმი, 18 თოჯინა მაქვს. აქედან 15 ჩემი მეუღლის თორნიკე გიგინაშვილის, სამი კი - ჩემი. მეუღლე კოლექციონერია და აგროვებს გემებს. ოჯახში 38 გემი გვაქვს, ოთხი ისტორიული გემი თირნიკეს გაკეთებულია, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნებიდანაა ჩამოტანილი, რამდენიმე ანტიკვარული გემია. ამ კოლექციის გაფართოვება სასტიკად აქვს აკრძალული მეუღლეს, სანამ საგურამოს სახლს არ მოვრჩებით. ჩვენი კოლექციის სანახავად ხშირად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები, ამიტომ გადავწყვიტეთ საგურამოში ამ მუზეუმის გადატანა.
- ავეჯის მოხატვის იდეა რატომ გაგიჩნდათ?
- ავეჯის მოხატვის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა. გადავწყვიტე ჩემი შვილის ოთახი გამელამაზებინა და მთელი ავეჯი ჩამესვა ერთ სტილში, ამიტომ შევღებე თბილი თეთრი ტონალობით და დავახატე ყვავილები. ძალიან ლამაზი გამოვიდა, შემდეგ გადაგდებული ძველი მაგიდა მოვხატე და ახლა უკვე მთელს საძინებელს მივადექი.
- როგორ ხდება ავეჯის მოხატვა? ამისთვის სპეციალური მასალის ავეჯი და საღებავებია საჭირო, თუ ნებისმიერი სახის ავეჯის მოხატვაა შესაძლებელი?
- ავეჯის მოხატვა მარტივია, თუ ადამიანს ეხერხება ხატვა. თუმცა დეკუპაჟის ტექნიკით ყველა ადამიანს შეუძლია გაფორმება, საღებავების დიდი არჩევანია სპეციალიზირებულ მაღაზიებში. მთავარია კარგად აუხსნათ კონსულტანტს, რა სახის ზედაპირი უნდა დაფაროთ. არ ვიყენებ ზეთოვან საღებავებს, რადგან ზედმეტი სიპრიალე არ მიზიდავს და თან გვიან შრება.
- რას ურჩევთ ადამიანებს, როცა თავად უწევთ სახლის რემონტი, მოწყობა, რა გაითვალისწინონ აუცილებლად და როგორ დაგეგმონ რემონტის პროცესი?
- ადამიანებს, რომლებმაც თვითონ უნდა დაგეგმონ რემონტი ვურჩევ, რომ სახლისთვის გამოიყენონ თბილი ფერები, რაც ქმნის ჰარმონიას და სიმშვიდის შეგრძნებას. ასევე უნდა გაითვალისწინონ განათება. თუ ბინა პატარაა მოერიდონ მუქ ფერებს, ღია ნათელი ტონები შეიტანონ ინტერიერში, ასევე მნიშვნელოვანია სტილი, რომელიც თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული. სინთეზი დაშვებულია, მაგრამ დოზირებულად.
მერი ბლიაძე