"აგენტი 007"-ის კინოეპოპეის მთავარი როლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლი, პირს ბროსნანი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ჰავაიზე გადავიდა, ხოლო მალიბუზე მდებარე სახლს ყიდის.

ოკეანის სანაპიროზე წამოჭიმული ეკო-ვილა ლოს-ანჯელესის ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონების სიაში შედის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ამ სახლში წყვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, 100 მლნ დოლარი მოითხოვა.

რა აქვს განსაკუთრებული ამ სახლს და ღირს თუ არა მასში ამდენი ფულის გადახდა?
20/October/2020-10-08/bondi3.jpg" alt="" border="0" />
ოკეანის სანაპიროზე წამოჭიმული ეკო-ვილა ლოს-ანჯელესის ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონების სიაში შედის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ამ სახლში წყვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, 100 მლნ დოლარი მოითხოვა.

რა აქვს განსაკუთრებული ამ სახლს და ღირს თუ არა მასში ამდენი ფულის გადახდა?
მსახიობმა და პროდიუსერმა, ჯეიმს ბონდის როლის ყველაზე პოპულარულმა შემსრულებელმა პირს ბროსნანმა 4 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 20 წლის წინ შეიძინა და მეუღლესთან ერთად ოცნების სახლი ააშენა.

დიასახლისი აქტიურად იყო ჩართული მშენებლობაში, რომლცი 10 წელი გაგრძელდა და საბოლოდ საოცნებო სახლს სახელიც კი შეურჩია "ორქიდეების სახლი".
სახლი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეგზოტიკურ სტილშია აგებული. სწორედ ამ სახლის წყალობით გაჩნდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე არქიტექტურული ანსამბლი ორი ბუნგალოს სახით, რომელიც ძვირფასი ხით არის აგებული.


იატაკის მასალა პირდაპირ ტაილანდიდან ჩამოიტანეს. საბოლოოდ 1,2 კვადრატული მეტრის ფართის სახლში არის სასტუმრო ოთახები, სამზარეულო სასადილო დარბაზით, უბრალოდ სასადილო, პირს ბროსნანის უზარმაზარი სახელოსნო, 5 საძინებელი და 12 აბაზანა. ასევე მუსიკალური ოთახი და 20 ადამიანზე გათვლილი კინოთეატრი.

იმავე ტერიტორიაზე აშენებულია მეორე სახლი აუზით, სადაც ასევე არის სატრენაჟორო დარბაზი და სპა-კაბინეტი.

იმისათვის, რომ სახლი მაქსიმალურად განათებულიყო მზის შუქით, სახლს გაუკეთეს უზარმაზარი გასაწევი ფანჯრები, რომელიც კარების ფუნქციასაც ითავსებს. ამ სისტემის წყალობით ყველა ოთახი გადის ან ტერასაზე, ან აივანზე ხედით ოკეანეზე.



ყველაფერ ამას ემატება საოცარი სიმწვანე, რომელზეც განსაკუთრებით იზრუნეს ლანდშაფტის დიზაინერებმა. ასე რომ, თუ გაქვთ ზედმეტი 100 მლნ დოლარი, გირჩევთ ამ სახლს მიაქციოთ ყურადღება.
