მაკა ზამბახიძე უკვე ერთი თვეა, წყნეთში ცხოვრობს. მან იქ მიწა იყიდა და ორი წლის წინ ხის ერთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უკვე დაასრულა, თითქმის მოაწყო და გადავიდა კიდეც. მომღერალი ამბობს, რომ როგორც კი საქმეებს მორჩება, თვალი არსად არ გაურბის და პირდაპირ თავის საოცნებო სახლში მიდის. მაკამ „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უმასპინძლა ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.
მაკა ზამბახიძე: - ამ სახლის მშენებლობა ორი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ვიყიდე ნაკვეთი, ოთხი წლის წინ. შემდეგ ვარჩევდი, რა ამეშენებინა და რა დიზაინით. ფინანსების გამოც გამეწელა. ბოლოს გადავწყვიტე ხის სახლის
რასაც აქ ხედავთ, მზიდ კედლებს ჭერში, ეს არის ჩემი სიძის დამსახურება. საყრდენი ბოძებია და მირჩია მათი დატოვება, არ დაადაბლო ჭერიო. დიდი მადლობა კოკას ამ რჩევისთვის. ვინც კი შემოდის, თვალში საცემია ყველასთვის. ხელოსანთან ერთად დავაძველეთ, ბაწრებიც შევაბით და ასეთი ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. მათი ფერი ჩემი „მოგონილია“, პარკეტისა და კარებებისაც. ეს ყველაფერი ასეთი ფერი არ ყოფილა, ბევრი პროცედურა გაიარა, სამი პირი გადავუსვით და ასეთი ფერი მიიღო.
- ახლა რა გაქვს დასასრულებელი?
- ეზო არ მაქვს დასრულებული, გალავანი, ბოძები, განათება და გამწვანება, ყველაფერი გასაკეთებელია. ვაპირებ პატარა ბაღის მოწყობას.
იმიტომ მომეწონა ეს ადგილი, რომ დილას კიბეზე რომ ჩამოვჯდები და ყავას ვსვამ, სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ, ჩიტების ჭიკჭიკია, ციყვები დარბიან, თან, არ არის ხმაურიანი ქუჩა, სამოთხეში ვცხოვრობ. ამას ყვავილებიც რომ დაემატება, აქ ყოფნას ნამდვილად არაფერი აჯობებს.
- შენს შვილს მოეწონა თბილისს გარეთ ცხოვრება?
ძალიან მოეწონა, თუმცა ჩვენს ძველ სახლსაც ვერ სწყდება, მიჩვეულია ამდენი ხანი. ძაღლი გვყავს, რომელიც აქ არ ამომყავს, რადგან ერთხელ ამოვიყვანე და ისეთი ამბავი დაგვაწია (იცინის)… მართალია, სალომეს ძალიან უნდა, რომ აქ იყოს ძაღლი, მაგრამ ვერ ამოვაყვანინებ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
კომენტარები