მერილ სტრიპმა 60 წლის სახლი შეიძინა - რით მოხიბლა მსახიობი ძველმა სახლმა


ოსკაროსანმა მსახიობმა ახალი სახლი შეიძინა კალოფორნიაში, რომელიც მიდი ქანთრის სტილშია მოწყობილი და მასში 3,6 მლნ დოლარი გადაიხადა. სახლი ქალაქ პასადენაში მდებარეობს, ლოს ანჯელესის მახლობლად. სახლი გასაყიდად ჯერ კიდევ სექტემბერში გამოიტანეს და მისი თავდაპირველი ღირებულება 4, 125 მლნ დოლარი იყო.


კომპლექსი 1959 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორების, უიტნი სმიტისა და უეინ უილიამსის, ამერიკული მოდერნისტული არქიტექტურის პიონერების მიერ.

სახლს საკუთარი მისასვლელი გზა აქვს.

სახლის უპირატესობად ითვლება მაღალი ჭერი და შუშის კედლები. სახლს აქვს სამი დიდი საძინებელი და სამი დიდი აბაზანა. სახლს გააჩნია
მრავალი არქიტექტურული ფასეულობა. განსაკუთრებით ფასეულია აუთენტური ფანჯრები და ფანჯრის რაფები, ასევე ღია ტერასები. სახლს ასევე აქვს სპეციალური შენობა ოფისისთვის, სტუდია და აუზი ბაღში.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები