ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ლოს ანჯელესში სახლი იყიდეს (ფოტოები)

ვარსკვლავურმა წყვილმა, რომელსაც ფანებმა ბენიფერი შეარქვეს, ლოს ანჯელესში. 1800 კვ.მ. ფართის სახლი შეიძინა.

სახლი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, ბელ-ეირში მდებარეობს. ადრე ტეხესელ მილიარდერს, ტოდი ლემკინს ეკუთვნოდა. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, ბიზნესმენმა სახლი 50 მლნ დოლარად გაყიდა, თუმცა თავდაპირველი ფასი 65 მლნ დოლარი იყო.

ახალ სახლში წყვილის განკარგულებაშია უზარმაზარი მისაღები დიდი ბუხრით, ოთხი სამზარეულო, სასადილო, 10 საძინებელი, 17 აბაზანა და ფართო გარდერობის ოთახები. სახლში ასევე არის სახლის კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის მარანი და, რა თქმა უნდა, აუზი.


არანაკლებ საინტერესოა სახლის გარე ტერიტორია.
ტერიტორიაზე არის კარგად მოვლილი ლანდშაფტი, გოლფის მოედანი, სპეციალური ასდგილი ბარბექიუსთვის და ასევე ავტოფარეხი განკუთვნილი შვიდი მანქანისთვის.
ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე ამერიკულ სტილში. მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ხე და მარმარილო.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები