ქორწილის შემდეგ პოპვარსკვლავი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის. ახალი ბუდე წყვილს 11,8 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა.
სახლი ლოს ანჯელესის მახლობლად, ქ. კალაბასასში მდებარეობს.
ქორწილიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ ბრიტნი სპირსს თავი დისნეის გმირად წარმოუდგენია, პრინცესად, ვარდისფერ ფერებში. გვერდით არაჩვეულებრივი პრინციც ჰყავს და სასახლეც შესაფერისი აქვს.
სახლის საერთო ფართი 1082 კვ.მ.-ია. აქ არის 6 საძინებელი, 9 აბაზანა, უზარმაზარი სამზარეული თავისი სასადილო ოთახით, კაბინეტი, ლაუნჯ-ზონა თავისი ბარით, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის მარანი და საჩუქრების შესაფუთი ოთახიც კი. სახლს აქვს უმშვენიერის ჭედური კარი, რომლის
აქ ყველაფერი სპეცშეკვეთით არის დამზადებული.
სამზარეულო აღჭურვილია კუნძულით, რომელზეც სწრაფად წახემსებაა შესაძლებელი. იქვეე სასაუზმე ზონა, საიდანაც საოცარი ხედი იშლება ბაღზე. სამზარეულოს მოპირდაპირედ მოსასვენებლია ზონაა ბუხრითა და უზარმაზარი დივნით. კაბინეტი მუქი ფერის ხის თაროებით, კარადებით და სტელაჟებით არის გაფორმებული. იგივე მასალით არის გაკეთებული ლაუნჯ-ბარი, რომელიც იდეალური ადგილია კონცერტების გასამართად.
ძირითადი საძინებელი უზარმაზარ გარდერობის ოთახში და აბაზანაში გადის.
ეზოში კი უზარმაზარი, ულამაზესი აუზია. ეზოში ასევე არის ცალკე სახლი სტუმრებისთვის თავისი სამზარეულოთი, საძინებლით და 5 ადგილიანი ავტოფარეხით.
ვერაფერს იტყვი, მართლაც იდეალური ადგილია ახალი ცხოვრების დასაწყებად.
კომენტარები