ინგლისში ჩერჩილების 800-წლიანი მამული იყიდება - დაათვალიერეთ სახლი უნიკალური ინტერიერით

პირველად ეს სახლი 1187 წელს ახსენეს. მე-14 საუკუნეში სახლს აღმოსავლეთის ფრთა მიუშენეს, მე-15 საუკუნეში კი - დასავლეთის.

ინგლისში, ბაკინგემშირის საგრაფოში, გასაყიდად გაიტანეს სახლი, რომელსაც 800-წლიანი ისტორია აქვს. ახლანდელი მეპატრონეები ამ უნიკალური შენობისთვის 6.95 მლნ ფუნტი სტერლინგის მიღებას ფიქრობენ.

როგორც ლოტშია მითითებული, სახლის ყველაზე ძველი ნაწილი 1187 წლით თარიღდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ მე-14 საუკუნეში სახლს აღმოსავლეთის, ხოლო მე-15 საუკუნეში დასავლეთის ფრთა მიუშენეს.
რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სახლში ცხოვრობდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და ისტორიული მოღვაწეები. სახლის ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მკვიდრი უილიამ მარშალი გახლდათ.

ამის
შემდეგ კი სახლის მეპატრონე ჩერჩილების ოჯახი გახდა. მათ სახლს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარეს, გააახლეს სახლის საძირკველი და შიდა და გარე ინტერიერი.

ამბობენ, რომ ჩერჩილი იმდენად აღაფრთოვანა არქიტექტორის ნამუშევარმა და სახლის იერსახემ, რომ არქიტექტორი ჩარტვილში, მისი საყვარელი სახლის სარეკონსტრუქციოდ მიიწვია.
ამ ადგილმა, ბაკინგემშირში, დღემდე შეინარჩუნა თავისი ისტორიული ხიბლი. სახლში, დაახლოებით 1,2 ათას კვ.მ.-ზე განთავსებულია 10 საძინებელი, 6 აბაზანა და დიდი მისაღები, რამდენიმე სასადილო და სასტუმრო ზონა. ასევე - დიდი სამზარეულო. აქ არის ასევე სამუშაო ოთახი, სათამაშო ოთახი და ბიბლიოთეკა.

ინტერიერი შუა საუკუნეებისას ჰგავს, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და დეტალებით.
შენარჩუნებულია ძველი ბუხარი. რაც შეეხება გარე ტერიტორიას, მოვლილი და ლამაზი ბაღი მშვენიერი სასეირნო ადგილია. აქ არის დიდი ხეხილის ბაღი და მცენარეების ლაბირინთი. მთავარი სახლის გარდა გარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე კოტეჯი სტუმრებისთვის, ჩოგბურთის კორტი, კროკეტის მოედანი და აუზი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები